"ვიცი, ექვსი ერის მესვეურებს ნერვებს მოგიშლით, მაგრამ მიეცით საქართველოს შანსი!"

AutoSharing Option
მსოფლიო რაგბის ვიცე-პრეზიდენტი აგუსტინ პიშო ექვსი ერის ორგანიზაციას მოუწოდებს, კარი გახსნას და საქართველოსა და სხვა მეორე დონის სარაგბო ქვეყნებს შანსი მისცეს.

არგენტინის ნაკრების ყოფილ კაპიტანს მიაჩნია, რომ გადაწყვეტილების მიმღებები უნდა დაფიქრდნენ და რაგბის წინსვლის სასარგებლოდ იმოქმედონ. აი, რა განუცხადა პიშომ Daily Mail-ს:

"დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჩემი ნათქვამი ნერვებს ბევრს მოუშლის, მაგრამ კიდევ ერთხელ ვურჩევდი ექვსი ერის მესვეურებს, მისცენ სხვა ქვეყნებსაც შანსი. სტატუს-კვო არ უნდა შენარჩუნდეს, წლებია უკვე ასე გრძელდება.

ახლა ჩვენ უკვე მეტი ტ
ესტი გვაქვს II დონის ქვეყნებისთვის, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ძალიან კარგი იქნება, თუკი ექვს ერში გავარდნის სისტემას შემოიღებენ. თუკი ჩვენ ამ სტატუს-კვოს რამეს არ მოვუხერხებთ, რაგბი ვერ განვითარდება და ის ანგლო-საქსონურ გზას დაადგება.

პირადად ჯონ ფიენს ვურჩევ, ეწვიოს საქართველოს! კარგად დაფიქრდნენ, ბილ ბიმონტიც დამიჭერდა მხარს. შესაძლოა, სამ წელიწადში ამ თანამდებობაზე არც ვიყო, მაგრამ ბრძოლას მაინც გავაგრძელებ", - განაცხადა პიშომ.

"მე არ ვიცი, როგორ შეიქმნეს მათ თავიანთი სამყარო, რომელიც მსოფლიო რაგბის ორგანიზაციასთან კავშირში არაა, მაგრამ ძალზე არასამართლიანია, როცა მხოლოდ 6 ერი და სამხრეთის 4 ერი ითვლება სარაგბო სამყაროდ, ეს არ არის სწორი.

რაგბისთვის საუკეთესო იქნება, თუკი საქართველოს დარი ქვეყნები შანსს მიიღებენ, მსოფლიო რაგბის ორგანიზაცია კი მხარს დაუჭერს მათ. ექვსი ერი ძალიან კონსერვატიული ორგანიზაციაა.

ჩვენ, არგენტინელებსაც მსგავსი ისტორია გვქონდა. ელიტის ერებმა უნდა გაითავისონ, რომ მათი ვალია სპორტის სახეობის განვითარება", - თქვა არგენტინელმა.
მკითხველის კომენტარები / 17 /
სირცხვილია ამ თემაზე მსჯელობაც კი არაფელი ესაქმება საქართველოს ექვს ერში
სოსო
15 აპრილი 2017 00:46
0
არ უნდა შეგვაშინოს იმ ფაქტმა, რომ, თავიდან რაღაც პერიოდი ხშირად დავმარცხდებით....გაიხსენეთ,ლუქსემბურგებიდან და მალტიდან ვიწყებდით....
მიშა63
14 აპრილი 2017 19:05
0
ადრე არაა, უფრო განვვითარდებით, მათთან სათამაშოდ თითქოს შიში რო ახლავს არ გვექნება და 2-3 წელში ვანახვებთ ჩვენს ძალას. აუცილებელია და რაც მალე მით უკეთესი.
kaxa
14 აპრილი 2017 18:00
0
რუმინეთიც ხომ ვითრდება, როგორც ჩვენც
Fhggg
14 აპრილი 2017 17:59
0
რამე უფრო დიდი მოტივაცია რომ გვქონოდა იმ თამაშში ვიდრე ერთა თასის არც კი მახსოვს უკვე მერამდენედ მოგება ან კიდევ ახალგაზრდების გამოცდა აუცილებლად მოვიგებდით. დავანებოთ 6 ერს თავი და ვეცადოთ სწორი გზითვიაროთ, საკლუბო რაგბი უნდა განვითარდეს და ევროტურნირებზე უნდა გდმივიდნენ ჩვენი კლუბები და როცა ტესტ მატჩებში დავარცხებთ 6 ერის გუნდებს თვითონ შემოგვთავაზებენ 6 ერზე თამაშს და კიდევ დიდი იმედი მაქვს რომ ხვალ ჩვენი 18 წლამდელები ბეჭებზე დადებენ ფრანგებს და ყველა დაინახავს ქართული რაგბის პოტენციალს.
irakli81- saboniss
14 აპრილი 2017 17:53
0
კარგია მარა რუმინეთთან თამაშის მერე ვფიქრობ ადრე ხომ არაა.
sabonis
14 აპრილი 2017 17:31
0
აი კაცი ძმაო!
ქართველი
14 აპრილი 2017 16:55
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული