"ბორჯღალოსნებმა" იაპონიაში თამაშის უფლება 2015 წელს ინგლისში გამართულ მსოფლიოს თასზე მოიპოვეს. ჩვენმა გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე ორი თამაში მოიგო და მესამე ადგილი დაიკავა. ეს საკმარისი გამოდგა მომდევნო მსოფლიოს თასზე ადგილის დასაბევებლად.
საქართველოს ნაკრები წილისყრისას მესამე კალათაში იქნება. მასთან ერთად ამავე კალათაში არიან მასპინძელი იაპონია,
წილისყრაზე მიწვეულნი არიან მსოფლიოს რაგბის და იაპონური სპორტის სახელოვანი წარმომადგენლები. უშუალოდ გუნდების განაწილებაში მონაწილეობას მიიღებენ "მსოფლიოს რაგბის" პრეზიდენტი ბილ ბომონტი, მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონის, ახალი ზელანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი სტივ ჰანსენი, იაპონიის ერთ-ერთი საუკეთესო ოლიმპიელი, მოჭიდავე საორი იოშიდა და იაპონური რაგბის ლეგენდა იოშიჰირო საკატა.
წილისყრას ოფიციალურ პირებთან ერთად დაესწრებიან იმ 12 ქვეყნის ნაკრებების მთავარი მწვრთნელები, რომლებსაც მსოფლიოს თასზე ასპარეზობის უფლება განაღდებული აქვთ.
"მსოფლიოს თასზე წილისყრისას რეიტინგი გამოიყენება, რომელიც საიმედო, ლაკონიური და არაერთხელ აპრობირებული მეთოდია. ამ წილისყრისკენ ფოკუსირებული იქნება ქომაგების, მედიისა და მორაგბეების ყურადღება მთელ მსოფლიოში.
დარწმუნებული ვარ, იაპონიაში გამართული მსოფლიოს თასის გათამაშება რაგბის კიდევ უფრო მაღალ დონეზე აიყვანს. მით უფრო, რომ ეს უდიდესი სარაგბო ფორუმი აზიაში პირველად ტარდება", - თქვა მსოფლიოს რაგბის პრეზიდენტმა ბილ ბომონტმა.
I კალათა: ახალი ზელანდია, ინგლისი, ავსტრალია, ირლანდია
II კალათა: შოტლანდია, უელსი, სამხრეთი აფრიკა, საფრანგეთი
III კალათა: არგენტინა, იაპონია, საქართველო, იტალია
IV კალათა: ოკეანეთი1, ამერიკა1, ევროპა1, აფრიკა1
V კალათა: ოკეანეთი2, ამერიკა2, პლეი ოფი (ევროპა2/ოკეანეთი3), რეპეშაჟი
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"