- "ბორჯღალოსნების" მეტოქეები მსოფლიოს 2019 წლის თასზე ცნობილია
- [ექსკლუზივი] მილტონ ჰეიგი: წილისყრის შედეგები ჩვენთვის ერთობ სასტიკია, მაგრამ...
- გია ნიჟარაძე წილისყრაზე: შეიძლება ითქვას, რომ არ გაგვიმართლა
თამამად შეიძლება ითქვას, რომ კენჭისყრამ არ გაგვიმართლა, რადგან მეოთხე კალათიდან ყველაზე ძლიერი
საინტერესოა, რას ფიქრობენ იმ ქვეყნებში, რომელთა ნაკრებებიც 2019 წლის მსოფლიოს თასზე დაგვიპირისპირდებიან.
ავსტრალიური The Sydney Morning Herald: "ვოლაბები" კენჭისყრამ უელსსა და საქართველოს შეახვედრა. ეს საოცნებო შედეგია" - ვკითხულობთ სათაურში.
"ვოლაბები" 2019 წლის მსოფლიოს თასზე მოხვდნენ პულში უელსთან და საქართველოსთან ერთად. ამ შედეგს სხვანაირად ვერ უწოდებ - საოცნებო შედეგია მაიკლ ჩეიკას გუნდისთვის. მას მერე, რაც წინა მსოფლიოს თასზე გუნდი "სიკვდილის ჯგუფში" მოხვდა, კიოტოს ცერემონიალის შემდეგ ავსტრალიელებს გაუხარდებოდათ, რომ უელსს და საქართველოს შეხვდნენ.
"ვოლაბებმა" მოუგეს უელსს ბოლო 12 დაპირისპირება, ხოლო საქართველოს ტესტ-მატჩებში ჯერ არასოდეს შეხვედრიან. ყველაზე ცუდ ვარიანტში ავსტრალიას შეიძლებოდა სამხრეთ აფრიკისა და არგენტინის ნაკრებები რგებოდა.
სანაცვლოდ, ავსტრალიის ნაკრებს ერთი სული ექნება, ეთამაშოს საქართველოს, რომელსაც ცოტა ხარისხიანი საერთაშორისო მატჩის გამართვა უწევს", - წერს გამოცემა.
freepressseries.co.uk: "უელსის ნაკრები კვლავ დაუპირისპირდება ავსტრალიას და ასევე მოუწევს ბრძოლა სახიფათო საქართველოსთან".
ავსტრალიური ABC Online: "ავსტრალიას" ძალზე გაუმართლა - ქვეყნის ნომერ პირველი გუნდი დაუპირისპირდება - მეორე კალათიდან ყველაზე დაბალი რეიტინგის გუნდ უელსს და მესამე კალათიდან რეიტინგით ბოლოსწინა საქართველოს".
WalesOnline: "უელსმა თავიდან აიცილა "სიკვდილის ჯგუფი". ნაკრების მეტოქე იქნება საქართველო, რომელსაც ექვს ერზე თამაში სურს. ამ გუნდს უელსი ნოემბერში "პრინსიპალიტის" სტადიონზე შეხვდება".
უორენ გეტლანდი (უელსის ნაკრების თავკაცი): "სხვა ჯგუფები უფრო რთული ჩანს. ჩვენ გახარებულები ვართ, რომ D პულში მოვხვდით. ყველა ვარიანტში უკეთესი კენჭისყრაა, ვიდრე 2015 წელს გვქონდა. ყოველ ჯგუფში რთული მეტოქებია, მაგრამ უელსის გადასახედიდან, ჩვენც ეს შემადგენლობა გვაწყობს".
მაიკლ ჩეიკა (ავსტრალიის ნაკრების თავკაცი): "ამ ეტაპზე არ არსებობს იოლი თამაშები. როცა ჰიმნების მოსასმენად გადიხარ, ყოველთვის ნულით ნულია. ჩვენი ჯგუფი ჰგავს 2015 წლის ჯგუფს. უელსის ნაკრები და ასევე კარგი შანსი, რომ ისევ ფიჯი შეგვხვდეს მეოთხე კალათიდან. ავსტრალიელებმა ბევრი არაფერი ვიცით საქართველოს შესახებ, მაგრამ ამ გუნდს ახალზელანდიელები ხელმძღვანელობენ და საქართველო სულ პროგრესირებს. 2019 წლამდე, იმედი მაქვს, მათ შესახებ გაცილებით მეტს გავიგებთ".
ახალგაზრდებმა ფლანგებზე თამაშს თუ მოუმატეს, იქნებ უელსიც კი დავამარცხოთ.
ლაშა მართალია - ნამეტან არიფებად გვთვლიან და ალბათ, ეს გარემოება ჩვენთვის კარგია.
ოდესღაც "ლივერპულიც" ასე ფიქრობდა და მიიღო 3-0.