[ექსკლუზივი] მილტონ ჰეიგი: წილისყრის შედეგები ჩვენთვის ერთობ სასტიკია, მაგრამ...

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა Sportall.ge-სთან მსოფლიოს 2019 წლის თასის წილისყრა შეაფასა.

- "ბორჯღალოსნების" მეტოქეები მსოფლიოს 2019 წლის თასზე ცნობილია
- ავსტრალიელები და უელსელები "ბორჯღალოსნებთან" მეტოქეობამ გაახარა
- გია ნიჟარაძე წილისყრაზე: შეიძლება ითქვას, რომ არ გაგვიმართლა

"მსოფლიოს თასის წილისყრის შედეგები ჩვენთვის ერთობ სასტიკია. მოგეხსენებათ, ავსტრალია და უელსი მსოფლიოს წამყვანი ნაკრებებია და ამ ეტაპზე მათთან ტოლ-სწორად ბრძოლა გაგვიჭირდება. დიდი ალბათობით, ჯგუფში კიდევ ერთი ჩვენი მეტოქე ფიჯის ნაკრები იქნება, რომელიც ასევე სერიოზული ძალაა...

2019 წლამდე ორი წელია და ჩვენ
ეს პერიოდი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ საიმისოდ, რათა სათანადოდ მოვემზადოთ მსოფლიოს თასისთვის. გვჯერა, რომ მსოფლიო რეიტინგის 12-ეულში შევინარჩუნებთ ადგილს.

ტესტ-მატჩი უელსთან, რომელიც წელს ნოემბერში უნდა გაიმართოს, ნამდვილად დაგვეხმარება იმაში, რომ მეტოქე სათანადად შევისწავლოთ და შევაფასოთ მისი რეალური ძალა. ავსტრალიასთან მსგავსი თამაშის გამართვის საშუალება კი, სავარაუდოდ, არ გვექნება.

მაგრამ ფარ-ხმლის დაყრას მაინც არ ვაპირებთ. ახლა ჩვენი მიზანია, ვიმუშაოთ მეტი და მეტი. რაც უფრო მეტს შრომობ, მით მეტად უახლოვდები სრულყოფილებას", - განუცხადა sportall.ge-ს იაპონიაში მყოფმა "ბორჯღალოსნების" თავკაცმა.
მკითხველის კომენტარები / 29 /
გეთანხმები ლევან,არ შეიძლება ასე ხელაღებით დამსახურებული ადამიანისათვის ხელის აქნევა და გაბიაბრუება.თან არგუმენტებიც თითიდან გამოწოვილია.
სოსო
10:24 16-05-2017
0
უკანა ხაზი მოვიზიოტ მერე ვტგატ მატი ტამასჰი
misha
08:17 16-05-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული