ავსტრალიელები და უელსელები "ბორჯღალოსნებთან" მეტოქეობამ გაახარა

AutoSharing Option
დღეს იაპონიაში მსოფლიოს 2019 წლის თასის ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. საქართველოს მორაგბეთა ნაკრები D პულში აღმოჩნდა. ჩვენი მეტოქეები იქნებიან ავსტრალიისა და უელსის ნაკრებები. ასევე, ოკეანეთის საკვალიფიკაციო ტურნირის გამარჯვებული გუნდი (სავარაუდოდ, ფიჯი) და ამერიკის ზონის მეორე ნაკრები (დიდი ალბათობით, კანადა ან აშშ).

- "ბორჯღალოსნების" მეტოქეები მსოფლიოს 2019 წლის თასზე ცნობილია
- [ექსკლუზივი] მილტონ ჰეიგი: წილისყრის შედეგები ჩვენთვის ერთობ სასტიკია, მაგრამ...
- გია ნიჟარაძე წილისყრაზე: შეიძლება ითქვას, რომ არ გაგვიმართლა

თამამად შეიძლება ითქვას, რომ კენჭისყრამ არ გაგვიმართლა, რადგან მეოთხე კალათიდან ყველაზე ძლიერი
ვარიანტი შეგვხვდა - ოკეანეთის ტურნირს დამაჯერებლად ლიდერობს ფიჯის ნაკრები. ავსტრალია მსოფლიოს რეიტინგში მესამე ადგილზეა, უელსი - მერვეზე, სავარაუდო მეტოქე ფიჯი კი - მეათეზე.

საინტერესოა, რას ფიქრობენ იმ ქვეყნებში, რომელთა ნაკრებებიც 2019 წლის მსოფლიოს თასზე დაგვიპირისპირდებიან.

ავსტრალიური The Sydney Morning Herald: "ვოლაბები" კენჭისყრამ უელსსა და საქართველოს შეახვედრა. ეს საოცნებო შედეგია" - ვკითხულობთ სათაურში.

"ვოლაბები" 2019 წლის მსოფლიოს თასზე მოხვდნენ პულში უელსთან და საქართველოსთან ერთად. ამ შედეგს სხვანაირად ვერ უწოდებ - საოცნებო შედეგია მაიკლ ჩეიკას გუნდისთვის. მას მერე, რაც წინა მსოფლიოს თასზე გუნდი "სიკვდილის ჯგუფში" მოხვდა, კიოტოს ცერემონიალის შემდეგ ავსტრალიელებს გაუხარდებოდათ, რომ უელსს და საქართველოს შეხვდნენ.

"ვოლაბებმა" მოუგეს უელსს ბოლო 12 დაპირისპირება, ხოლო საქართველოს ტესტ-მატჩებში ჯერ არასოდეს შეხვედრიან. ყველაზე ცუდ ვარიანტში ავსტრალიას შეიძლებოდა სამხრეთ აფრიკისა და არგენტინის ნაკრებები რგებოდა.

სანაცვლოდ, ავსტრალიის ნაკრებს ერთი სული ექნება, ეთამაშოს საქართველოს, რომელსაც ცოტა ხარისხიანი საერთაშორისო მატჩის გამართვა უწევს", - წერს გამოცემა.

freepressseries.co.uk: "უელსის ნაკრები კვლავ დაუპირისპირდება ავსტრალიას და ასევე მოუწევს ბრძოლა სახიფათო საქართველოსთან".

ავსტრალიური ABC Online: "ავსტრალიას" ძალზე გაუმართლა - ქვეყნის ნომერ პირველი გუნდი დაუპირისპირდება - მეორე კალათიდან ყველაზე დაბალი რეიტინგის გუნდ უელსს და მესამე კალათიდან რეიტინგით ბოლოსწინა საქართველოს".

WalesOnline: "უელსმა თავიდან აიცილა "სიკვდილის ჯგუფი". ნაკრების მეტოქე იქნება საქართველო, რომელსაც ექვს ერზე თამაში სურს. ამ გუნდს უელსი ნოემბერში "პრინსიპალიტის" სტადიონზე შეხვდება".

უორენ გეტლანდი (უელსის ნაკრების თავკაცი): "სხვა ჯგუფები უფრო რთული ჩანს. ჩვენ გახარებულები ვართ, რომ D პულში მოვხვდით. ყველა ვარიანტში უკეთესი კენჭისყრაა, ვიდრე 2015 წელს გვქონდა. ყოველ ჯგუფში რთული მეტოქებია, მაგრამ უელსის გადასახედიდან, ჩვენც ეს შემადგენლობა გვაწყობს".

მაიკლ ჩეიკა (ავსტრალიის ნაკრების თავკაცი): "ამ ეტაპზე არ არსებობს იოლი თამაშები. როცა ჰიმნების მოსასმენად გადიხარ, ყოველთვის ნულით ნულია. ჩვენი ჯგუფი ჰგავს 2015 წლის ჯგუფს. უელსის ნაკრები და ასევე კარგი შანსი, რომ ისევ ფიჯი შეგვხვდეს მეოთხე კალათიდან. ავსტრალიელებმა ბევრი არაფერი ვიცით საქართველოს შესახებ, მაგრამ ამ გუნდს ახალზელანდიელები ხელმძღვანელობენ და საქართველო სულ პროგრესირებს. 2019 წლამდე, იმედი მაქვს, მათ შესახებ გაცილებით მეტს გავიგებთ".
მკითხველის კომენტარები / 9 /
არ შემიძლია არ გამოვეხმაურო რაგბის ერთ დიდ მცოდნეს. თქვენ დონემდე ჰეიგს ძალიან ბევრი აკლია. თქვენ ეტყობა უფრო ბევრს მიაღწიეთ. ხომ ვერ გვეტყვით რომელ გუნდში თამაშობდით ან მუშაობდით მწვრთნელად.
დათო
11 მაისი 2017 16:36
0
სტრატეგია რომ შესაცვლელი გვაქვს და რაღაც პოზიციებზე მოსწვევი გყვავს მოთამაშეები ესეც ფაქტია, ტრადიციულად სუსტ ადგილებზე ოკეანელები შეიძლება ჩამოვიყვანოთ არ ჯდება მათი ჩამოყვანა ძალიან ძვირი და მოქალაქეობა მივანიჭოთ. ევროპულ პასპორტზე უარს არ იტყვიან ამაში დარწმუნებული ვარ. მაგრამ ვინ შეაბავს კატას ეჟანს ?
giorgi
11 მაისი 2017 15:29
0
დროზე უნდა გამოიცვალოს მწვრთნელი. ჩვენი ნაკრები ვეღარ ვითარდება, რადგან მილტონმა თავი ამოწურა, მისი გამოცდილება ( ან რა ქონდა? სად, რომელ კლუბში მოღვაწეობდა მანამდე?) და სარაგბო ცოდნა არ ყოფნის ბიჭებს. ბოლო თამაშები გაიხსენეთ, არანაირი ტაქტიკა და მწვრთნელის ხელი. აგერ გამოჩნდება კიდევ მისი უსუსურობა ივნისის ტესტებზე. სასწრაფოდ გამოსაცვლელია, რომ ახალს დრო ქონდეს მსოფლიოსთვის გუნდის მოსამზადებლად. ეხლა ხელფასი არ თქვათ კიდე, მილტონი რასაც იღებს ბევრი კარგი მწვრთნელის მოწვევა შეიძლება მაგ თანხაზე. ( ჩვენ ჯერ ბობოლა მწვრთნელები არ გვჭირდება) და უკეთესი ნამდვილად მოიძებნება, ვინც ნაკრებთან სიამოვნებით იმუშავებს.
მწვრთნელი?
11 მაისი 2017 12:42
0
არანაირი შიშით თამაშის დაწყება, ჩვენ ბევრი შეგვიძლია და უნდა ვითამაშოდ, ბევრს წავაქცევთ თუ მოედანზე ისე არ გავალთ რომ ის უფრო მაგარია... მოულოდნელობით კი მართლა შეიძლება მათი ძლევა, ასე რომ არავიტარი შიშის გრძნობააა ბიჭებოო.
kaxa
11 მაისი 2017 10:44
0
მამუკას წასვლამ ნაკრებიდან გული ბევრს დაწყვიტა...
თევდორე
11 მაისი 2017 10:25
0
ჩვენი მორაგბვეების რეგრესი რუმინეთთან თამაშმა გვიჩვენა, თუ ასე გააგრძელეს უელსი კი არა, კანადა და აშშ-ც ახოხიალებს მიწაზე!
zura
11 მაისი 2017 10:12
0
ერთხელ სულ ცოტა დაგვაკლდა და ირლანდიას მოვუგებდით... თანაც ჩვენი ნაკრები მაშინ გაცილებით სუსტი იყო ამჟამინდელზე...
ახალგაზრდებმა ფლანგებზე თამაშს თუ მოუმატეს, იქნებ უელსიც კი დავამარცხოთ.
ლაშა მართალია - ნამეტან არიფებად გვთვლიან და ალბათ, ეს გარემოება ჩვენთვის კარგია.
ოდესღაც "ლივერპულიც" ასე ფიქრობდა და მიიღო 3-0.
მიშა
11 მაისი 2017 09:29
0
ამათ რო უსმინოს კაცმა არ უნდა გავიდეთ მოედანზე, ისე უნდა ვაჩუქოთ მოგება. რატომღაც ესეთი დამოკიდებულება ერთგვარად კარგიც მგონია ჩვენი ნაკრების მოტივაციისათვის.
ლაშა
10 მაისი 2017 23:02
0
წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან!
1,2,3,5,8...
10 მაისი 2017 21:55
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული