ივნისის ტესტებზე "ბორჯღალოსნების" მეტოქე არგენტინა დაირაზმა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ივნისის ტესტებზე აშშ-ისა და კანადის ნაკრებებთან მატჩის შემდეგ არგენტინაში, ქალაქ ხუხუიში, "პუმებს" დაუპირისპირდება.

არგენტინელთა მთავარმა მწვრთნელმა დანიელ ურკადემ 32-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

"პუმები" "ბორჯღალოსნებთან" დაპირისპირებამდე ორ ტესტს ინგლისის ეროვნულ გუნდთან გამართავენ. ურკადემ გუნდში იხმო ნოელ ტეტას ჩაპარო და ტომას ლავანინი, რომლებმაც ტრავმის გამო შარშანდელი ნოემბრის ტესტები გამოტოვეს.

გუნდში ოთხი დებიუტანტია. ესენია: ბაუტისტა ესკური, ემილიანო ბოფელი, ფელიპე არეგუი და გონსალო ბერტრანუ.

არგენტინა
შერკინება: მატიას ალემანო, ფელიპე არეგუი, როდრიგო ბეასი, ავგუსტინ კრევი, სანტაიგო გარსია ბოტა, რამირო ერერა, ტომას ლავანინი, ხუან მანუელ
ლეგუსამონი, ტომას ლასანა, ბენჟამინ მაკომე, პაბლო მატერა, ხულიან მონტოია, ლუკას ნოგუერა, ხავიერ ორტეგა ბერტრანოუ, გვიდო პეტი, ენრიკე პიერეტო, ლეონარდო სენატორე, ნოელ ტეტას ჩაპარო.
უკანა ხაზი: გონსალო ბერტრანუ, ემილიანო ბოფელი, სანტიაგო კორდერო, ჯერონიმო დე ლა ფუენტე, ბაუტისტა ესკურა, სანტიაგო გონსალოს იგლესიასი, ხუან მარტინ ერნანდესი, მარტინ ლანდახო, მანუეკლ მონტერო, მატიას მორინი, რამირო მოიანო, მატიას ორლანდო, ნიკოლას სანჩესი, ხოაკიმ ტუკულეტი.

- მილტონ ჰეიგმა ამერიკული ტურნესთვის საქართველოს ნაკრებში 36 მორაგბეს უხმო

ივნისის ტესტები
11 ივნისი
კანადა-საქართველო

18 ივნისი
აშშ-საქართველო

25 ივნისი
არგენტინა-საქართველო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული