გუნდის ვეტერან ხუან მანუელ ლეგუსამონის ადგილი მესამე ხაზში ბენჟამინ მაკომემ დაიკავა. მეორე ხაზში გვიდო პეტიმ, რომელიც SANZAAR-მა წლეულს საუკეთესოთა შორის დაასახელა, ტომას ლავანინი ჩაანაცვლა. ამ უკანასკნელს, მართალია, ოფიციალურმა სტრუქტურამ სანქცია არ დაადო, მაგრამ "პუმების" მწვრთნელი უფრო მკაცრი აღმოჩნდა და მორაგბე გუნდიდან გაუშვა.
ამასთან ერთად, პირველ ხაზში ტრავმირებული რამირო ერერა ნოელ ტეტას ჩაპარომ შეცვალა, ხოლო ფლანკერის პოზიციაზე
"ჩვენ ყველა მატჩისთვის საუკეთესო მოთამაშეებს ვარჩევთ. ბენჟამინ მაკომე ვარჯიშებისას შესანიშნავად გაისარჯა. ის თამაშის სტილით ლეგუსამონს ჰგავს და ახლა შანსი ექნება, თავისი შესაძლებლობები წარმოაჩინოს. ახალ ზელანდიასთან თამაში თავისთავად არის ყოველთვის დიდი მოტივაცია. ამიტომ შაბათს დიდ ბრძოლას ველით" - თქვა არგენტინელთა თავკაცმა დანიელ ურკადმა.
არგენტინა:
15. ხოაკინ ტუკულეტი, 14. სანტიაგო კორდერო, 13. მატიას მორინი, 12. ხერონიმო დე ლა ფუენტე. 11. ემილიანო ბოფეელი, 10. ნიკოლას სანჩესი, 9. ტომას კუბელი; 1. ლუკას ნოგიერა, 2. ავგუსტინ კრევი, 3. ნოელ ტეტას ჩაპარო, 4. გვიდო პეტი, 5. მატიას ალემანო, 6. პაბლო მატერა, 7. ხავიერ ორტეგა, 8. ბენჟამინ მაკომე;
სათ: 16. ჯულიან მონტოია, 17. სანტიაგო ბოთა, 18. ენრიკე პიერეტო, 19. მარკოს კრემერი, 20. ტომას ლასანა, 21. მარტინ ლანდახო, 22. სანტიაგო გონსალესი, 23. მატიას ორლანდო.
* * *
ავსტრალიის ნაკრები სამხრეთ აფრიკის ეროვნულ გუნდს შაბათს, პერთში დაუხვდება. ამ მატჩში 50-ე კეპს მოიხვეჭს ავსტრალიელთა შუამარბი ტევიტა კურიდრანი. "ვოლაბების" თავკაცმა მაიკ ჩეიკამ გუნდში ოთხი ცვლილება განახორციელა. ტრავმირებულია გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, შერკინების კვაჭი სტივენ მური. მის ადგილს ძირითად შემადგენლობაში ტატაფუ პოლოტა-ნაუ დაიკავებს. თადარიგში კი 20 წლის ჯორდან იულისი იქნება.
ძირითად შემადგენლობაში ბრუნდება მეორეხაზელი ადამ კოულმანი. ასევე ძირითადში იდგება შერკინების ბურჯი სეკოპე კეპუ. უკანა ხაზში დანიელ ჰაეეტ-პეტის კი რის ჰოგი შეცვლის.
ავსტრალიამ ორი თამაშიდან ორივე წააგო და, ცხადია, ვითარების გამოსწორებას "ბოკესთან" საშინაო გამარჯვებით ეცდება.
სამხრეთაფრიკელებს შემადგენლობაში ორი ცვლილება აქვთ: ტრავმა მოიშუშა და ძირითადში ითამაშებს ცხრა ნომერი როს კრონიე, ფრანსუა ჰუგარი კი თადარიგში გადაინაცვლებს. "ბოკეს" თავკაცმა ალისტერ კუციამ დასვენების საშუალება მისცა მეორეხაზელ ფრენკ მოსტერტს, რომელმაც წინა ორ შეხვედრაში შესანიშნავად ითამაშა. მის ნაცვლად ავსტრალიის ნაკრებს ამ პოზიციაზე პიტერ სტეფ დუ ტუა დაუპირისპირდება.
ავსტრალია:
15. ისრაელ ფოლაუ, 14. ენფრი სპისი, 13. ტევიტა კურიდრანი, 12. ქართლი ბილი, 11. რის ჰოგი, 10. ბერნარ ფოლი, 9. ვილი გენია; 1. სკოტ სიო, 2. ტატაფუ პოლოტა-ნაუ, 3. სეკოპე კეპუ, 4. რორი არნოლდი, 5. ადამ კოლემანი, 6. ნედ ჰანიგანი, 7. მაიკ ჰუპერი, 8. შონ მაკმაჰონი;
სათ: 16. ჯორდან იულისი, 17. ტომ რობერტსონი, 18. ალან ალაატოა, 19. რობ საიმონსი, 20. ჯეკ დემპსი, 21. ნიკ ფიპსი, 22. სამუ კერევი, 23. კარტის რონა.
სამხრეთი აფრიკა:
15. ანდრის კუცია, 14. რაიმონდ რუე, 13. ჯესი კრილი, 12. იან სერფონტეინი, 11. კურტნალ სკოსანი, 10. ელტონ იაინკისი, 9. როს კრონიე; 1. ტენდაი მთავარირა, 2. მალკოლმ მარქსი, 3. კონი ოოსტჰუიზენი, 4. ებენ ეცებესი, 5. პიტერ სტეფ დუ ტუა, 6. სიია კოლისი, 7. იაკო კრილი, 8. უზაირ კასიმი;
სათ: 16. ბონგი მბონამბი, 17. სტივენ კიტშოფი, 18. ტრევორ ნიაკანე, 19. ლუდ დე იაგერი, 20. ჟან ლუკ დუ პრი, 21. ფრანსუა ჰუგარი, 22. ანდრე პოლარდი, 23. დამიენ დე ალენდე.
ოთხი ერი. II ტური
9 სექტემბერი
ავსტრალია-სამ.აფრიკა
ახ.ზელანდია-არგენტინა
სატურნირო მდგომარეობა
1. სამ.აფრიკა - 9 ქულა, 2. ახ.ზელანდია - 9, 3. ავსტრალია - 1, 4. არგენტინა - 0
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"