მილტონ ჰეიგი: ჯერ კიდევ გვახსოვს მარტში, რუმინეთთან წაგებული მატჩი

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა კანადასთან თამაშის წინ სამატჩო რაზმი დაასახელა და მომავალ დაპირისპირებაზე კომენტარი გააკეთა.

"ბორჯღალოსნები" ივნისის ტესტების პირველ შეხვედრას კანადასთან, თბილისის დროით 11 ივნისს, 01:00 საათზე გამართავენ.

- მილტონ ჰეიგმა კანადასთან მატჩისთვის "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა დაასახელა

"კანადის წინააღმდეგ ძალიან ძლიერი რაზმი შევარჩიეთ, რაც ხაზს უსვამს მატჩის მნიშვნელობას. ჩვენ კიდევ გვახსოვს მარტში რუმინეთთან წაგებული მატჩი და აქედან გამომდინარე, მიზნად ვისახავთ იმას, რომ კანადის წინააღმეგ კარგი თამაში ვანახოთ.

ამ კვირის განმავლობაში კარგად ვივარჯიშეთ და ახლა ის დაგვრჩენია, ეს
ყველაფერი მოედანზე გადავიტანოთ შაბათს.

ამ თამაშს ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ჩვენი ერთ-ერთი წევრი შაბათს მეასე სანაკრებო კეპს მოიხვეჭს. დავით კაჭარავა ბოლო 10 წელზე მეტია, რაც ჩვენი გუნდის შეუცვლელ და მნიშვნელოვან წევრს წარმოადგენს და აქედან გამომდინარე, ყველაფერს ვიზამთ იმისათვის, რომ "კაჭიმ" მეასე კეპი გამარჯვებით იზეიმოს", - აქვეყნებს მილტონ ჰეიგის ნათქვამს საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური საიტი.
მკითხველის კომენტარები / 7 /
წარმატებებს გისურვებთ ბიჭებო აბა თქვენ იცით.
gio
09 ივნისი 2017 20:08
0
ზურაბს.
დიდი მადლობა კომენტარისათვის, მაგრამ, ჩემს წესს რომ გავყოლოდით, ამჟამინდელი რეიტინგით, გასვლაზე ვერ ვეთამაშებოდით მხოლოდ და მხოლოდ ახალ ზელანდიას, ინგლისს და ავსტრალიას. ყველა დანარჩენთან შეგვეძლებოდა თამაში გასვლაზე.
N
09 ივნისი 2017 13:50
0
საკმაოდ უხერხულ მოწინააღმდეგეებს შევხვდებით. თუ რომელიმე თამაში მოვიგეთ, კარგი იქნება. განსაკუთრებით ამერიკაა უხერხული მეტოქე, რომელსაც მხოლოდ ერთხელ ვძლიეთ თბილისში ბოლო წუთებზე. არგენტინასთან მოგებაზე საუბარი გადაჭარბებული მგონია
DDD
09 ივნისი 2017 12:45
0
რაც ყველაზე მეტად მეზიზგება, ბიჭები და მწვრთნელებიც ერთმანეთის მოტივირებას და საბრძოლოდ განწყობას სიტყვა "დავაი"-თი რო ცდილობენ, ძალიან ულამაზოდ და უხეშად ჩანს იმის ფონზე რო პატრიოტულ და ეროვნულ მოტივებზე გვაქვს პრეტენზია, ზოგს მაგალითდ ახალგაზრდებს გაუცნობიერებლად მოსდით მარა დიდებს ნაკრებში და მწვრთNელებს არ ეკადრებათ და ვინმემ უნდა იზრუნოს ამ ტრადიციად დამკვიდრებული უხეში ბარბარიზმის ამოძირკვაზე ჩვენი ლექსიკიდან
თორნიკე
09 ივნისი 2017 12:19
0
N-ს
მაშინ არც ჩვენ გვათამაშებდნენ ჩვენზე წინმყოფებთან!
zurab
09 ივნისი 2017 12:05
0
ბიჭებს წარმატებულ ტურნეს ვუსურვებ,გამარჯვებები მოგვენატრა.
სტატიის ავტორს.ბებიაჩემს ოთხი კლასის განათლება ჰქონდა ,მაგრამ სულ მისწორებდა,განახო კი არა,უნდა თქვა გაჩვენოო,არადა შესანიშნავი მოქართულე იყო,ღმერთმა აცხონოს მისი სული.შემდეგ უკვე სკოლაში ვიკითხე და აღმოჩნდა ,რომ ბებიაჩემი მართალი იყო.ასე რომ გაითვალისწინეთ და შეეცადეთ დაიცვათ ქართული ენის ნორმები.ეს მარტო თქვენ არ გეხებათ,ძალიან გახშირდა ამ სიტყვის გამოთქმა და აგრეთვე "ბევრი წელი"რომელიც კალკია რუსულიდან და ქართულად ითქმება, ,,მრავალი წელი".
სოსო
09 ივნისი 2017 10:59
0
სამწუხაროა, რომ რაგბის მსოფლიო რეიტინგში, ამ თამაშის შედეგად, მოგების შემთხვევაში ვერაფერს ვიხეირებთ, ხოლო ყველა სხვა შემთხვევაში –– ქულებს დავკარგავთ. ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, საერთოდ ავკრძალავდი ისეთი გუნდების სატესტო შეხვედრებს, რომელთა რეიტინგებს შორის განსხვავება 8–12 ქულას ცდება (იმის მიხედვით, გასვლაზეა თამაში თუ საკუთარ მოედანზე).
N
09 ივნისი 2017 10:23
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული