კანადა VS საქართველო - "ბორჯღალოსნები" ამერიკულ ტურნეს იწყებენ

AutoSharing Option
ამაღამ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ამერიკული ტურნეში, ივნისის პირველ ტესტ-მატჩს სტუმრად კანადის ნაკრებთან ჩაატარებს.

შეხვედრა ქალაქ კალგარიში, "რაგბი პარკზე", თბილისის დროით 11 ივნისს, ღამის 01:00 სთ-ზე დაიწყება და გულშემატკივარს მისი ხილვის საშუალება კანადის რაგბის კავშირის ფეისბუქის გვერდზე @RugbyCanada ექნება.

"ბორჯღალოსნები" კანადაში ერთი კვირაა ემზადებიან, თამაშამდე 24 საათით ადრე კი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა სამატჩო რაზმი დაასახელა და მომავალ დაპირისპირებაზე კომენტარი გააკეთა.

- საქართველოს ნაკრების სამატჩო რაზმი კანადასთან
- მილტონ ჰეიგი: ჯერ კიდევ გვახსოვს მარტში, რუმინეთთან წაგებული მატჩი
- კანადელთა
თავკაცი: "ბორჯღალოსნებთან" გამოჩნდება, რამდენად მზად ვართ


აღსანიშნავია, რომ სასტარტო შემადგენლობაშია და "ბორჯღალოსნების" მაისურით საიუბილეო, მე-100 შეხვედრას ჩაატარებს დავით კაჭარავა. გუნდს კი მისი მეწყვილე მერაბ შარიქაძე უკაპიტნებს.

აქამდე საქართველოს და კანადის მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებებს ერთმანეთთან ხუთჯერ უთამაშიათ. 3-ჯერ გამარჯვება კანადელებს დარჩათ, 2-ჯერ - "ბორჯღალოსნებს".

კანადასთან შეხვედრის შემდეგ, "ბორჯღალოსნების" ამერიკული ტურნე აშშ-სა და არგენტინაში გაგრძელდება. 18 ივნისს მილტონ ჰეიგის გუნდი ატლანტაში აშშ-ის ნაკრებთან ითამაშებს, 24 ივნისს კი - სტუმრად არგენტინასთან.
მკითხველის კომენტარები / 12 /
ლინკი დადეთ რაა...
erinio
22:02 10-06-2017
0
"მილტონ ჰეიგის გუნდი ატლანტაში ითამაშებს"-
ეს არის საქართველოს ეროვნული ნაკრები და არა მილტონ ჰეიგის გუნდი!!!!!
ჰეიგი არის დაქირავებული მწვრთნელი და ამდენი წლის განმავლობაში 5 ქართული წინადადება არ /ვერ ისწავლა. მეტი პატივი ეცით ეროვნულ გუნდს მწვრთნელმაც და სხვებმაც.
პატივისცემა
23:05 10-06-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული