"შაბათს ქართული რაგბის ისტორიაში კიდევ ერთი თავი დაიწერება"

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა არგენტინასთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

მილტონ ჰეიგი ამბობს, რომ ამ თამაშს 2019 წლის მსოფლიო თასისთვის მზადების კუთხით უდიდესი მნიშვნელობა აქვს:

"ხვალინდელი მატჩი 2019 წლის მსოფლიო თასის მოსამზადებელი პროგრამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია.

ყველამ კარგად ვიცით, რომ არგენტინა ღონიერი გუნდია, რომელიც ხელით სწრაფად და უშეცდომოდ თამაშობს. მას შემდეგ, რაც ის "ზე რაგბისა" და "რაგბი ჩემფიონშიფს" (4 ერი) დაემატა, უდავოა, რომ დღეს-დღეისობით მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდია.

ეს ჩვენთვის კარგ შესაძლებლობაა, ვნახოთ, სად ვართ. ასეთი თამაშების შესაძლებლობა
მსოფლიო თასის გარეთ ხშირად არ გვეძლევა და შესაბამისად, მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ.

ამ კვირაში განსაკუთრებულად კარგად მოვემზადეთ. ადგილობრივებმა ჰუჰუიში ძალიან კარგი სტუმარ-მასპინძლობა გაგვიწიეს, რისთვისაც მათ დიდ მადლობას ვუხდი.

ფაქტია, რომ შაბათს ქართული რაგბის ისტორიაში კიდევ ერთი თავი დაიწერება. ეს არის ჩვენი მიზანი, ის, რასაც დიდ ყურადღებას ვუთმობთ".

- "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა არგენტინასთან მატჩისთვის ცნობილია
მკითხველის კომენტარები / 22 /
მელიტონამ ამოწურა თავისი თავი ნაკრები ვეღარ ვითარდება 20 წლამდელები უკეთესად ტამაშობენ ხელით ვიდრე ეროვნული გუნდი, შერკინება რომ არ გვყავდეს ესეთი ძლიერი ყველა გუნდთან გაგვიჭირდება დადებით შედეგზე ფიქრი!!!
1
23 ივნისი 2017 18:06
0
Miltona unda wavides tu ganvitareba g vs us! !!
Yu
23 ივნისი 2017 17:16
0
ისე ითამაშეთ რომ თითქოს თანაბარი ძალების გუნდები ხვდებიან თორე წაგებაზე არ ვიდარდებ დიდად ოღონდ პროგრესი დავინახო მეტი არ მინდა არაფერი
ბონდო
23 ივნისი 2017 17:02
0
iqneba dacerot vinmem ra dros romel saatzea es ragbi.
S.P
23 ივნისი 2017 16:45
0
ფაქტიურად ხურდება მსოფლიო ჩემპიონატისათვის მზადება, კაი იყო 2 თამაშის მოგება, აქაც თუ 15 ქულაში შევალთ კაი იქნება! ქუბრიაშვილი, კაკოვინი, კოლელიშვილი სად არიან?...
Irakli apkhaidze
23 ივნისი 2017 16:26
0
თამაშის სტილით ისევ იქ ვართ სადაც 4 წლის უკან ვიყავით, უბრალოდ უფრო კონცენტრირებული და პროფესიონალები გავხდით, და გამოცდილებაც დაგვიგროვდა.. ასეთ დონეზე ტოლსწორატ თამაშისთვის კი მეტი სისწრაფე და სისხარტეა საჭირო..
Eh...
23 ივნისი 2017 16:14
0
არიქა მელიტონ
ჯჯ
23 ივნისი 2017 13:51
0
შანსი ყოველთვის არის, მაგრამ არგენტინასთან მინიმალურია. ჩვენზე ბევრად ძლიერია სამწუხაროდ. შემთხვევითობა კი რაგბიში იშვიათობაა
Irakliy
24 ივნისი 2017 09:12
0
გაიხარე მურტალო,ხვალე კი ღმერთმა ჰქნას,ყველამ გავიხაროთ.წარმატებები ბორჯღალს.
სოსო
23 ივნისი 2017 22:13
0
ხელით თამაშის სასწავლად ინგლისელი რა ზელანდიელზე მეტად ასწავლის?:)))///ესე ადვილი სასწავლი რომ იყოს ჩვენი ლომები დებილები კი არ არიან... ბავშვობიდან უნდა ამას სწავლა, სწორედ ამიტომ თამაშობენ ახალგაზრდები უკეთ ხელით, რომ მეტი ყურადღება მიექცა. მილტონ ჰეიგზე კი აუგის თქმა საკუთარ უცოდინრობასა და უმადურობას გავს.
murtalo
23 ივნისი 2017 21:49
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული