პირველად ისტორიაში: "ბორჯღალოსნების" 4 ლელო პირველი დონის ქვეყნის წინააღმდეგ

AutoSharing Option
მართალია, ქალაქ ხუხუიში საქართველოს ნაკრები 16-ქულიანი სხვაობით დამარცხდა არგენტინის ნაკრებთან, მაგრამ ამ შეხვედრაში, რომელიც 45:29 მორჩა, "ბორჯღალოსნებმა" ოთხი ლელო გაიტანეს და მეორე ტაიმიც მოიგეს.

- "ბორჯღალოსნებმა" ამერიკული ტურნე არგენტინასთან მარცხით დაასრულეს [VIDEO]
- დანიელ ურკადე: ბოლო წუთების გამო "ბორჯღალოსნებთან" გამარჯვებას მწარე გემო აქვს

ჩვენმა გუნდმა არგენტინასთან წინა 4 დაპირისპირებაში (3 მსოფლიოს თასზე, ერთი ტესტში) ერადერთი ლელო დადო, ახლა კი ერთ თამაშში 4 ლელო მიითვალა.

ისტორიაში პირველად საქართველოს ნაკრებმა 4 ლელო დაუდო რაგბის პირველი დონის ქვეყანას. აქამდე ჩვენი რეკორდი იყო ორი
ლელო შოტლანდიასთან ტესტმატჩში.

პირველი დონის ქვეყნებში შედიან ევროპის 6 ერის მონაწილეები (ინგლისი, საფრანგეთი, ირლანდია, უელსი, შოტლანდია, იტალია) და სამხრეთ ნახევარსფეროს რაგბის ჩემპიონატის მონაწილეები (ახალი ზელანდია, სამხრეთი აფრიკა, ავსტრალია, არგენტინა).
მკითხველის კომენტარები / 16 /
ვაი თქვენს პატრონს ამ თამაშს რო პოზიტივად აფასებთ გადაგვირბინა არგენტინამ გაკვეთილი ჩაგვიტარა ერთადერთი ძალაში მოვერიეთ როგორც ყოველთვის და ნუ აიგივებთ პირადად ბიჭების კრიტიკად თქვენზე ნაკლები გულშემატკივრის...
კახა
26 ივნისი 2017 11:52
0
წარმატებები ბიჭებო.გაიხარეთ
gi
26 ივნისი 2017 11:34
0
პროგრესი აშკარაა 4 ლელო 15 არგენტინელისა და მე­16 მოთამაშის მსაჯის წინააღმდეგ ცუდი არ არის, შერკინებაში ჩავხადეთ, დაცვაში იყო უხეში შეცდომები..
მაგრამ თამაში კარგი იყო...
ბრწყინვალედ მიყავს ნიაზ მამრიკიშვილს რეპორტაჟები... და რატომ გაკლებენ ქართველ ტელემაყურებელ ამ სიამოვნებას. ნიაზისა და ზაალის მაგივრად ვიღაც უვიცი კომენტატორები რომ გამოყავთ
დათო
26 ივნისი 2017 11:31
0
ან როგორ არ ნიშნავს არაფერს 4 ლელო დადება. მხოლოდ 1 ლელოთი მეტი დაგვიდო არგენტინამ .აბა რას ნიშნავს 4 ერში და ზე რაგბიში მოთამაშე არგენტინას გვინდა რომ ტოლსწორად ვეთამაშოთ? ცოტა რეალურად შეხედეთ სიტუაციას
გიორგი
26 ივნისი 2017 11:27
0
ბევრი გვიკლია 6- ერამდეო რო წერთ გააღონ კარი და გვეთამაშონ ყოველ წელს 6 თამაში და ნახავთ ბევრია თუ ცოტა მაშინ. წარმატებები ბიჭებს, გაიხარეთ.
kaxa
26 ივნისი 2017 11:26
0
რაც შეეხება ექსვს ერს რომ ამოგიჩემებიათ ეს ექვსი ერი. რა ვერ გაიგეთ რომ არ გვიღებენ თნდაც ინგლისის დონის ნაკრები გვყავდეს. მთავარია ფული და ეკონომიკური მდგომარეობა ქვეყნის. შეეშვით ამ 6 ერზე ფიქრს შიდა ჩემპიონატი არ გვაქვს პროფესიონალური და ხელფასი არ აქვთ ბიჭებს ზოგ გუნდში.ფიზმომზადების და კვების სპეციალისტები არ გვყავს რა შედეგებს ითხოვთ უკეთესს ვერ გავიგე. აი მისცენ რაგბის მუქთახორა ფეხბურთელებისთვის განკუთვნილი 250 მილიონი და დააყენებენ გაცილებით ძლიერ ნაკრებს.
გიორგი
26 ივნისი 2017 11:25
0
მოდით შევხედოთ რა გვქონდა 5 წლის წინ და რა ნაკრები გვყავს ახლა. ხაზი თითქმის ვერ თამაშობდა.იმასთან შედარებაც არაა ხაზს კომბინაციების აწყობა შეუძია. რაქი გვქონდა ნელზე ნელი რაქი გახდა გაცილებით სწრაფი. ხელით თამაშისას გაცილებით ნაკლებად გვივარდება ბურთი წინ. მათიაშვილის ლელო კი იყო კლასიკური რაგბის მაგალითი თუ როგორ უნდა შექმნას შერკინებამ ფლანგებზე მეტობა და გრძელი პასებით როგორ უნდა დაალელოვო მეტოქე. აი ასეთ ლელოებს დებს ახალი ზელანდია. ერთ და ორ დღეში რაგბიშ არ ხდება პროგრესი. აქ პროგრესია დასანაიხ წინსვლა და თორემ არგენტინას ერთი 5-6 წელი უშანსოდ რომ ვერ მოვუგებთ აქედანვე ცხადია. ერთია სურვილი და მეორე ობიექტური რელაობა. რაგბიში მთავარი ის არის რომ ერთ ადგილზე არ დგას რაგბი და ვითარდება ყოველ წელს. ამიტომ უადგილო კომენტარებია მგონი ზოგ-ზოგიერთი.
giorgi
26 ივნისი 2017 11:22
0
თემო თავიხ პოსტში იმას ამბობს,რომ სომეხი იშტოიანს ,მიუხედავად იმისა რომ ვერაფერი გააკეთა,მაინც აქებს.ჩვენ კი მიუხედავად 4 ლელოსი,მაინც ვაარაფრებთ შედეგს.კახას ვერ გავუგე,რა უნდა სტატიის ავტორისაგან,ავტორმა უბრალოდ სტატისტიკა დადო.ვატოს კი ვეტყვი,რომ სტაბილურად პირველი დონის გუნდების დონეზე სათამაშოდ,სწორედ ამ პირველი დონის გუნდებს უნდა ეთამაშო სტაბილურად.თვითონ არგენტინაც სწორედ ასე გაძლიერდა.ჩვენთვის კი ამიტომ არის აუცილებელი ექვს ერში შესვლა,ან რაიმე სხვა ფორმატით პირველი დონის გუნდებთან ხშირი დაპირისპირება.
სოსო
26 ივნისი 2017 10:49
0
გორგოძე და ზირაქიშვილი რო ყოფილიყო დაცვაში უფრო მეტი წარმაყება გვექნებოდა. ასე კი უშანსოდ ვიყავით
ორ დეზერტირი სადაა?
26 ივნისი 2017 10:10
0
ესეთი თამაშიტ შორს ვერ წავალთ,მხოლოდ რიგ ეპიზოდებში გარწყინება არაფერს ნიშნავს,ტუ გვინდა რო არგენტინის და მასგავსი ნაკრებების დონის გავხდეთ უნდა ვისწავლოთ სტაბილურად თამაში და დომინაცია მოედანძე,კი ბატონო შერკინებაში საუკეთესოები ვართ მსოფლიოში,მაგრამ ეგ რაგბის მხოლოდ ერთი კომპონენტია,დანარჩენს რა ვუყოთ?ვიძახოტ რო საუკეთესო შერკინება გვყავს მარტო ეგ რას მოგვცემს?ძალიან ბევრჯერ დავჯარიმდით უცყინარ სიტუაციებში,დისციპლინაც მოიკოჭლებს,ამ ყველაპერს იმიტომ ვცერ რო მინდა განვითარდეთ და ჩვენც ერთ ერთI საუკეთესოები ვიყოთ,გვაქვს ამის პოტენციალიც და სურვილიც და შესაძლებლობაც,იმიტომაც ვართ ჩვენ გულშემატკივრები მომთხოვნები,ჩვენ კარგსახ ვხედავთ,მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რო ცუდზე თვალი დავხუჭოთ და არაფერი ვთქვათ,რაც მეტია კრიტიკა ოღონდ ჯანსაღი მით უკეთესია ეს ყველაფრისათვის,თავს ნუ მოვიტყუებთ ჯერ ბევრი გვიკლია 6 ერამდე,მადლობა ბიჭებს ბრძოლისა და თავდადებისთვის,ყველას წარმატებები
vato
26 ივნისი 2017 03:09
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული