მიზეზი COVID 19-ია, რომელმაც მანამდე სამხრეთ აფრიკასთან, 9 ივლისს გასამართი მეორე შეხვედრა ჩაშალა.
გამოკვლევების შედეგად, "ბორჯღალოსნების" ბანაკში ვირუსის ახალი შემთხვევები არ დაფიქსირებულა და მანამდე ინფიცირებული წევრების მდგომარეობაც სტაბილურია, თუმცა COVID 19-ს თავისი პროტოკოლი აქვს.
შინ დაბრუნებული არაინფიცირებული "ბორჯღალოსნები" 8 დღის განმავლობაში იზოლაციაში უნდა იყვნენ და ამ პერიოდში ვერც ვარჯიშს შეძლებენ, რაც მომავალი შეხვედრისთვის მომზადებას შეუძლებელს ხდის. შედეგად, შოტლანდიასთან საშინაო თამაში ამ ზაფხულს ვეღარ შედგება.
ბაჩო ხურციძე (რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი):
„გვსურდა, რომ შოტლანდიასთან თამაში 24 ივლისს გადაგვეტანა, მაგრამ ის არ ჯდება მსოფლიო რაგბის საერთაშორისო მატჩების ფანჯარაში, რაც როგორც საქართველოს, ასევე შოტლანდიის ნაკრებების მოთამაშეებს კლუბებთან პრობლემებს შეუქმნიდათ. ძალიან სამწუხაროა, ასეთი მნიშვნელოვანი ზაფხულის ტესტები რომ გაგვიუქმდა. კიდევ კარგი, სამხრეთ აფრიკასთან ერთი ისტორიული ტესტის გამართვა მოვასწარით, სადაც გუნდმა ღირსეული თამაში აჩვენა. შოტლანდიასთან შეხვედრა უნდა გამხდარიყო ამ სერიის კულმინაცია და არავინ იცის, ის რა შედეგით დასრულდებოდა, თუმცა რეალობას ვეღარ შევცვლით და ახლა უნდა მოვემზადოთ შემოდგომისთვის, ჯერ ფრენჩაიზის და მერე ნაკრების მატჩებისთვის“.
წყარო: Rugby.ge
ორივე ნაკრებში კოვიდ-შემთხვევების გამო "ბორჯღალოსნების" თამაში გაუქმდა