განმარტების სახით მოგახსენებთ, რომ რაგბის ოჯახში შემოსვლა არ ხდება პოლიტიკური მსოფლმხედველობისა თუ მრწამსის შესაბამისად და რაგბის თემი ისეთივე მრავალფეროვანია, როგორც დანარჩენი საქართველო.
ამის გამო ქართული სარაგბო თემის მიერ ერთიანი პოლიტიკური განცხადების გაკეთება, უბრალოდ, შეუძლებლადაც კი მიგვაჩნია. რეალური ქმედება განცხადებებით არ განისაზღვრება. ქართული რაგბი ყოველგვარი განცხადების გარეშე ყოველთვის
რაც შეეხება ბოლო დღეებში ტელევიზიით თუ ინტერნეტით გაშუქებული ვიდეომასალის შეფასებას, გვინდა განვაცხადოთ შემდეგი:
ქართველი მორაგბეები გმობენ ადამიანის უფლებათა დარღვევის თითოეულ ფაქტს, პიროვნების შეურაცხყოფის, წამების თუ დამცირების თითოეულ ქმედებას.
ჩვენ თანადგომას ვუცხადებთ ძალადობის ყველა მსხვერპლს და მათ ოჯახებს და ვისურვებდით, რომ ასეთი საშინელება ჩვენს ქვეყანაში არასდროს განმეორებულიყოს.
საქართველოს რაგბის კავშირის ვებ-გვერდი
ასევე იხილეთ:
საქართველოს რაგბის კავშირი ყველა დამნაშავის დასჯას მოითხოვს!
არჩილ არველაძე: ასე შეურაცხყოფილად თავი არასდროს მიგრძვნია [VIDEO]
"პირველად შემრცხვა, რომ ქართველი ვარ!" - სოლიდარობა პატიმრებს
"მე თქვენი აღარ მჯერა!" - პოპულარული ჰიტის მისამღერი