ჩვენ ვცდილობდით, ჩვენი წვლილი შეგვეტანა ამ ბიჭების სწორ გზაზე დაყენებაში; მათი სარაგბო კლუბებში განაწილებით პასუხისმგებლობას ვიღებდით მათ მომავალზე.
ამის ფონზე ჩვენთვის კიდევ უფრო ამაზრზენი და შემაძრწუნებელია საპატიმროებში მომხდარი ადამიანების წამების, დამცირების, ღირსების შელახვის ფაქტების ნახვა - მით უმეტეს, რომ აღნიშნულს ადგილი ჰქონდა არასრულწლოვანთა მიმართაც.
საქართველოს რაგბის კავშირი გმობს მომხდარს და კატეგორიულად მოითხოვს ყველა დამნაშავის სათანადოდ დასჯას.
ასევე იხილეთ:
არჩილ არველაძე: ასე შეურაცხყოფილად თავი არასდროს მიგრძვნია [VIDEO]
"პირველად შემრცხვა, რომ ქართველი ვარ!" - სოლიდარობა პატიმრებს
"მე თქვენი აღარ მჯერა!" - პოპულარული ჰიტის მისამღერი