"ბორჯღალოსნები" ევროპის ერთა თასის გათამაშების მორიგ ტურში, რომელიც 2015 წლის მსოფლიოს თასის გათამაშების შესარჩევი ტურნირიცაა, რუსეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდებიან.
ჩვენი ნაკრების ახალზელანდიელმა მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა წინა ტურში პორტუგალიასთან მატჩში მოთამაშე ძირითად შემადგენლობაში ერთი ცვლილება განახორციელა.
შერკინების კვაჭის პოზიციაზე ირაკლი ნატრიაშვილი (ბრივი) ითამაშებს, შალვა მამუკაშვილმა (არმია) კი სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა.
ხუთი ცვლილებაა სათადარიგოთა შორის. პორტუგალიასთან შეხვედრაში განაცხადში არ იყვნენ დავით ქუბრიაშვილი (ტულონი), ვასილ კაკოვინი (ტულუზი), ლაშა ლომიძე
მათ, შესაბამისად, დავით ხინჩაგიშვილი (ბრივი), ირაკლი მირცხულავა (ტარბი), ვახტანგ მაისურაძე (ალბი), ბექა ბიწაძე (არმია) და ირაკლი ყიასაშვილი (ლელო) შეცვალეს.
საბრძოლო რაზმი გააცხადა რუსეთის ნაკრების უელსელმა თავკაცმა კინგსლი ჯოუნზმაც.
წინდაწინვე ცნობილი იყო, რომ საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ არ ითამაშებდნენ ძმები გრიგორი და ვალერი ცნობილაძეები. სამაგიეროდ, სათადარიგოთა შორის მოხვდა მოსკოვის "სპარტაკის" მეორეხაზელი ვასილ კვერნაძე.
ძირითად შემადგენლობაში არიან ლეგიონერები, გარემარბი ვასილი არტემევი (ნორსჰემპთონი) და მეორეხაზელი კირილ კულემინი (ლონდონ ველში).
შეგახსენებთ, რომ მატჩი სოჭში 23 თებერვალს, თბილისის დროით 15 საათზე დაიწყება.
საქართველო
15. ლაშა ხმალაძე, 14. თამაზ მჭედლიძე, 13. თედო ზიბზიბაძე, 12. მერაბ შარიქაძე, 11. ირაკლი მაჩხანელი, 10. მერაბ კვირიკაშვილი, 9. გიორგი ბეგაძე. 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. ირაკლი ნატრიაშვილი, 3. დავით ზირაქაშვილი, 4. გიორგი ჩხაიძე, 5. კონსტანტინე მიქაუტაძე, 6. შალვა სუთიაშვილი, 7. მამუკა გორგოძე, 8. დიმიტრი ბასილაია.
16. შალვა მამუკაშვილი, 17. ვასილ კაკოვინი, 18. დავით ქუბრიაშვილი, 19. ლაშა ლომიძე, 20. ვიქტორ კოლელიშვილი, 21. ვაჟა ხუციშვილი, 22. დავით კაჭარავა, 23. ბექა წიკლაური.
რუსეთი
15. იგორ კლუჩნიკოვი, 14. ვასილი არტემევი, 13. დიმიტრი გერასიმოვი, 12. ალექსეი მაკოვეცკი, 11. მიხაილ ბაბაევი, 10. სერგეი იანუშკინი, 9. ალექსანდრ იანუშკინი. 1. ალექსეი ვოლკოვი, 2. მაქსიმ ტიმოშუკი, 3. ანდრეი იგრეცოვი, 4. ალექსანდრ ვოიტოვი, 5. კირილ კულემინი, 6. ანდრეი ტემნოვი, 7. პაველ ბუტენკო, 8. ვიქტორ გრესევი.
16. ანდრეი პოლივალოვი, 17. ევგენი პრონენკო, 18. ინოკენტი ზიკოვი, 19. პაველ კვერნაძე, 20. არტიომ ფატახოვი, 21. ალექსეი შერბანი, 22. სერგეი სუგრობოვი, 23. სერგეი ტრიშინი.
ესპანეთი-რუმინეთი
სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, მესამე ტურში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ესპანეთისა და რუმინეთის ნაკრებების დაპირისპირება ხიხონში.
"ლომებს", რომლებსაც სტარტზე თითო წაგება და ფრე აქვთ, აუცილებლად მოგება სჭირდებათ, რათა მსოფლიოს თასზე გასვლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი შეინარჩუნონ.
წინააღმდეგ შემთხვევაში, გათამაშების კალენდრიდან გამომდინარე, ისინი პირველივე წრის დასრულებისთანავე შეიძლება უშანსოდ დარჩნენ.
შეგახსენებთ, რომ რუმინეთთან მატჩის შემდეგ ესპანელები თბილისში გვეწვევიან. ბოლო ტურის მატჩს კი შინ გამართავენ ტრადიციულად უხერხულ მეტოქესთან, პორტუგალიის ეროვნულ გუნდთან.
ესპანელთა ახალზელანდიელმა მწვრთნელმა ბრაის ბევინმა "სტეჟარისთან" საასპარეზოდ გუდში დააბრუნა ცხრა ნომერი პაბლო ფეიხოო, რომელიც ამჯერად ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს.
"ლომების" რიგებში გამოჩნდა ახალი მორაგბე, ბასკური "ბიარიცის" გარემარბი ხულიო გოია.
საქართველოს ჩემპიონის, "არმიას" პირველხაზელი დავით გურგენიძე სათადარიგოთა შორისაა.
სამი ცვლილებაა რუმინელთა შემადგენლობაში - გუნდს დაუბრუნდნენ ძმები პეტრე და ვალენტინ ურსაკეები. ხიხონში არ ითამაშებს ყველაზე გამოცდილი მესამეხაზელი ოვიდიუ ტონიცა; ის დანიელ კარპომ შეცვალა.
სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. რუმინეთი 2 2 0 0 +21 8
2. საქართველო 2 2 0 0 +17 8
3. რუსეთი 2 1 0 1 -11 4
4. ბელგია 2 0 1 1 -4 3
5. ესპანეთი 2 0 1 1 -4 3
6. პორტუგალია 2 0 0 2 -19 1
III ტური. 23 თებერვალი
რუსეთი-საქართველო
ესპანეთი-რუმინეთი
პორტუგალია-ბელგია
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
რუსებისთვის საქართველოს ნაკრები დაუმარცხებელი ურჩხულია
რადიო "პალიტრა" (FM 103,9) რუსეთი-საქართველოს მატჩიდან პირდაპირ ჩართვებს განახორციელებს