მამუკა გორგოძე: თუ ომი იქნება, ვიომოთ, ბოიკოტი კი ჩვენი საქმე არ არის

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა უხერხული მეტოქე - პორტუგალიის ნაკრები დაძაბულ ბრძოლაში გატეხა და 23 თებერვალს რუსეთში გასამართი მატჩისთვის ემზადება.

"რუსეთის არმიის დღეს" პრინციპული მეტოქის დამარცხებას განსაკუთრებული გემო ექნება, "ბორჯღალოსნებს" ამას ტრადიციაც "ავალდებულებს", მაგრამ ნაკრების ლიდერი მამუკა გორგოძე მიიჩნევს, რომ სოჭში ურთულესი მატჩი გველის.

ეროვნული გუნდის გარდა, "გორგოძილა" კიდევ სამ "ფრონტზე" იბრძვის: საფრანგეთის ჩემპიონატის პლეი-ოფისთვის, "ჰაინეკენის" თასის მეოთხედფინალისთვის და ევროპის საუკეთესო მორაგბის ტიტულისთვის!

- პორტუგალია ჩვენთვის ყოველთვის უხერხული მეტოქეა. თანაც, ბოლო მატჩებმა აჩვენა, რომ ჩვენს თამაშში ჯერ კიდევ ბევრი ხარვეზია. არადა,
საწყის წუთებზე მართლაც ძალიან კარგად ვითამაშეთ: არც მახსოვს, საქართველოს ნაკრებს ოდესმე გადაებას შეტევის იმდენი ფაზა, რამდენიც პირველი ლელოს დროს...

- საწყისი წუთები მართლაც საუცხოო იყო... ისეთივე სტილში რატომ ვეღარ გააგრძელეთ?
- სულ ასე რომ ვაგრძელებდეთ და ბოლომდე დალაგებული გუნდი ვიყოთ, კარგი იქნებოდა (იცინის). ხმალაძის ლელოს შემდეგ კი ვთქვით, რომ გამარჯვებაზე ფიქრი ნაადრევი იყო, მაგრამ... როგორც ჩანს, ეს მხოლოდ სიტყვებად დარჩა. ლელოს შემდეგ მორაგბეები უფრო თავდაჯერებულნი გახდნენ და ინდივიდუალურად დაიწყეს თამაში.

- ნაკრები ახალ სტილზე გადასვლას ცდილობს... კონკრეტულად რას ითხოვს მილტონ ჰეიგი თქვენგან?
- უფრო გაშლილ თამაშს, ბურთის ფრთებზე ხშირად ჩატანას. უნდა, რომ აქცენტი მხოლოდ შერკინებაზე არ გაკეთდეს. ქართველები ყველაფერში სულსწრაფები კი ვართ, მაგრამ ეს ყველაფერი ისე სწრაფად ვერ მოხდება, როგორც გულშემატკივარს უნდა.

Sportall.Geმილტონ ჰეიგი მაღალი დონის პროფესიონალია. დარწმუნებული ვარ, კარგად იცის, საით მიჰყავს საქართველოს ნაკრები. თუმცა მისი მუშაობის შეფასებისგან ჯერ თავს შევიკავებ. უპირველესად, ჩვენ უნდა ავყვეთ: თუ მწვრთნელის დავალება ვერ შევასრულეთ, როგორ უნდა შევაფასოთ, ცუდია თუ კარგი?! თუ შედეგი ყველა დავალების შესრულების შემდეგაც ვერ დავინახეთ, მაშინ გავაკრიტიკოთ.

ჯერჯერობით კი, ნამდვილად ვერ ვასრულებთ ისე, როგორც საჭიროა.

- ბელგიასთან მატჩში ასე რატომ გაგიჭირდათ?
- ბელგიის ნაკრებში ძალიან ბევრი ნატურალიზებული ფრანგია. თანაც, როგორც ჩანს, "ერთა თასის" დებიუტანტთან სათანადო კონცენტრაცია გაგვიჭირდა. ამას მსაჯის არაპროფესიონალიზმიც დაემატა, - პროფესიონალი კარგად დაინახავდა, რამდენჯერ დაინდო არბიტრმა მასპინძლები. დასაწყისში ჩხუბიც ატყდა, ოღონდ გალახულები ბელგიელები დარჩნენ და აყალმაყალს ჩვენზე უარყოფითად ნამდვილად არ უმოქმედია (იცინის). თუმცა, მთავარი მიზეზი ის არის, რომ სუსტად ვითამაშეთ...

- იაპონიასა და ფიჯისთან შეხვედრებმა რა გვიჩვენა?
- მეტი გამოცდილება და იღბალი რომ გვქონოდა, გავიმარჯვებდით. თუმცა, სამართლიანობისთვის უნდა ვთქვათ, რომ ფიჯელებს ბევრი წამყვანი მორაგბე აკლდათ. ისიც ფაქტია, რომ დიდი გამოცდილება მივიღეთ - მხოლოდ ძლიერ მეტოქეებთან თამაშით თუ წავიწევთ წინ.

- სხვა შემთხვევაში, ისევ რუმინეთისა და პორტუგალიის დონეზე უნდა დავრჩეთ და ერთი ადგილი ვტკეპნოთ...
- ბოლო წლებია, რუმინეთის ნაკრებს რაღაც ალმაცერად ვუყურებთ. როგორც ჩანს, უკვე დაგვავიწყდა, როგორ გვეთამაშებოდა საუკუნოვანი სარაგბო ისტორიის მქონე ეს გუნდი ორი-სამი წლის წინ. ქართველი ქომაგი უკვე მიეჩვია, რომ რუმინეთსა და რუსეთს აუცილებლად უნდა მოვუგოთ!

- მომდევნო მატჩი სოჭში, რუსეთის ნაკრებთან გვაქვს...
- ორი წლის წინ სოჭში ძალიან გაგვიჭირდა და ახლაც ძალიან რთული მატჩი იქნება. თუ სათანადოდ არ მოვემზადეთ, აუცილებლად დავისჯებით. რუსეთი სულაც არ არის ხელწამოსაკრავი მეტოქე. ფიზიკურად კარგად მომზადებული მორაგბეები ჰყავთ და სიურპრიზებს ყოველთვის უნდა ველოდოთ. მით უმეტეს, თბილისში 0:46 წაგების შემდეგ განსაკუთრებულად მოტივირებულნი იქნებიან.

- უნდა მიიღოს თუ არა ქართულმა დელეგაციამ მონაწილეობა 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიადაში?
- რა თქმა უნდა, უნდა მიიღოს. ჩვენ სპორტსმენები ვართ და ჩვენი ქვეყანა ბოიკოტით კი არა, წარმატებული ასპარეზობით უნდა წარმოვაჩინოთ.

თუ ომი იქნება, ვიომოთ, ბოიკოტი და მაიმუნობა კი ჩვენი საქმე არ არის.

იხილეთ სტატია სრულად
რატი შელეგია
გაზეთი "კვირის პალიტრა"

ასევე იხილეთ:

რადიო "პალიტრა" (FM 103,9) რუსეთი-საქართველოს მატჩიდან პირდაპირ ჩართვებს განახორციელებს
"ბორჯღალოსანთა" ძირითადში ერთი ცვლილებაა
რუსებისთვის საქართველოს ნაკრები დაუმარცხებელი ურჩხულია
მკითხველის კომენტარები / 13 /
"ჯაკუს"

ბოიკოტი პიდარასტული სიტყვაა ჯერ ერთი, და პატრიოტიზმი ბრძოლიდან გაქცევა როდის იყო ჯერ ეს მიაცვ-მოაცვი როგორმე.. და მერე სხვა დანარჩენი.
ზვიადი
03:11 14-10-2013
0
დღეს ოლიმპიადაზე წასვლის მონაწილეობას ვინც საღ აზრად თვლის ის ჰომო სოვიეტიკუსია და საბჭოთა მენტალობიდან არაა გამოსული. მისთვის სამშობლო საბჭოთა კავშირია და რუსეთი მოკავშირე, ცხადია ასეთი ტიპის ადამიანებს ვერ აუხსნი რა არის პატრიოტიზმი, თავისუფლების სიყვარული და რატომ არის საჭირო ბოიკოტი რუსეთის ოლიმპიადის მისამარტით ღმერთმა გაგიმარჯოთ თვენი ქვეყუსნი დამაქცევლის ჩახუტებაში. მე ბოიკოტს ვუცხადებ რუსეთის ოლიმპიადას და მეამაყება, რომ ჩემი ქვეყნის მტერი არ მიზიდავს.
jaku
13:10 11-10-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული