თბილისის თასის პირველ გათამაშებაში, საქართველოს ნაკრებთან ერთად, ურუგვაის ეროვნული გუნდი, მზარდი ირლანდია და სამხრეთ აფრიკის საპრეზიდენტო ნაკრები იასპარეზებენ.
ჩვენი მეტოქეებიდან სამხრეთაფრიკელებმა და ირლანდიელებმა გუნდების შემადგენლობა უკვე დაასახელეს. სამხრეთ აფრიკის საპრეზიდენტო ნაკრებს, რომელიც, ძირითადად, იმ მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული, რომლებსაც ამ ქვეყნის ახალგაზრდული ნაკრები აქვთ მოვლილი, "პუმასის" მწვრთნელი ჯიმი სტონჰაუსი უთავკაცებს.
სამხრეთაფრიკულმა გუნდმა მზადება ორშაბათიდან კეიპთაუნში დაიწყო. საწვრთნელი შეკრება ორ კვირას გასტანს. 25 მაისს საპრეზიდენტო ნაკრები ნამიბიის ეროვნულ გუნდს
სამხრეთ აფრიკის საპრეზიდენტო ნაკრების შემადგენლობაში "პუმასის" 11 მოთამაშეა - გუნდის, რომელმაც ჩრდილოეთის კონფერენცია მოიგო და "ვოდაკომის თასის" გათამაშების ფინალში გააღწია. ხუთი მორაგბე მიავლინა ნაკრებში "კავალიერსმა", ოთხ-ოთხი კი "ლეოპარდსიდან" და "ბულდოგსიდანაა".
"ამ გუნდის გამოსვლას თვალს ყურადღებით ვადევნებ. დარწმუნებული ვარ, ის სამხრეთ აფრიკას ღირსეულად წარმოაჩენს საქართველოში.
თბილისში მძიმე ბრძოლები გველის, რადგან საქართველოსა და ურუგვაის ნაკრებებთან მოგვიწევს თამაში, რომლებსაც 2015 წლის მსოფლიოს თასზე თამაშის პრეტენზია აქვთ. ეს შეჯიბრება დიდი გამოცდილება იქნება ჯიმისა და მისი გუნდისთვის.
დარწმუნებული ვარ, ისინი ამ ტურნირისგან ბევრ სასარგებლოს მიიღებენ და თავიანთ ცოდნას გაიღრმავებენ.
ცხადია, რთული იქნება, მაგრამ თუ მუყაითად იშრომებენ, თბილისში წარმატების მიღწევა შესაძლებელია", - თქვა სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა ორეგონ ჰოსკინსმა.
გუნდის 26-კაციანი შემადგენლობა დაასახელა ირლანდიის რაგბის კავშირმაც. მზარდ ირლანდიას თბილისში "სამყურების" ერთ-ერთი მწვრთნელი ლი კისი უთავკაცებს.
ირლანდიის ეროვნული ნაკრები კი ამ დროს ჩრდილოეთ ამერიკაში გაემგზავრება ტურნეში.
"ორივე ტურნირი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
თუ ჩრდილოეთ ამერიკაში ისეთი გუნდი გავაგზავნეთ, რომელშიც გამოცდილება და ახალგაზრდობაა შეხამებული, თბილისში ის მორაგბეები ითამაშებენ, რომლებმაც ახალგაზრდული ნაკრები ახლახან დატოვეს და საკმაოდ სერიოზული ამბიციები აქვთ.
ეს ტურნირი მათთვის დიდი გამოცდა იქნება და იმედი გვაქვს, მას წარმატებით ჩააბარებენ", - თქვა ირლანდიის ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ჯო შმიდტმა.
მზარდი ირლანდია
პირველი ხაზი: რიჩარდ ლატონი, რობერტ ჰერინგი (ალსტერი), ჯეკ მაკგრეითი, შონ კრონინი, მარტინ მური, მაიკ ბენეტი (ოთხივე-ლენსტერი), ჯონ რაიანი (მანსტერი).
მეორე ხაზი: დევიდ ფოლი, იან ნეიჯელი (მანსტერი), ლუის სტივენსონი (ალსტერი).
მესამე ხაზი: რობი დიაკი (ალსტერი), ევან მაკკოენი (ქონოთი), ჯოდი მერფი, დომინიკ რაიანი, რის რადოკი (სამივე-ლენსტერი).
#9: ჯონ კუნი (ლენსტერი), მაიკლ ჰინეი (ალსტერი).
#10: იან კეიტელი (მანსტერი), კეტალ მარში (ლენსტერი).
#11-14: ენდრიუ კონუეი, ნილ მორისი (ორივე-ლენსტერი), ტირნან ოჰალორანი (ქონოთი),
#12-13: მაიკ ალენი (ალსტერი), ბრენდონ მაკენი (ლენსტერი), ევან გრიფინი (ქონოთი).
#15: დევიდ კირნი (ლენსტერი).
სამხრეთ აფრიკის საპრეზიდენტო ნაკრები
პირველი ხაზი: მარტინ დრეიერი (ლეოპარდსი), ივან ესპეგი, ვინსენტ კოხი, ფრენკ ჰერნი (სამივე-პუმასი), ხვეზილოკუსა მხაფუ (ბულდოგსი), ეშტონ კონსტანტი (კავალიერსი).
მეორე ხაზი: მარიუს კუცია (პუმასი), ჯიანტ მტიანდა (იგლზი), ბრენდონ სნიმანი (ლეოპარდსი).
მესამე ხაზი: ენალდო ბოთმა, იაკო ბოუერი, უზაირ კასიემი (სამივე-პუმასი), ვინსენტ გვავუ (ვალკე), ზანდრე იორდანი (კავალიერსი), ბრაიან შაბანგუ (ბულდოგსი).
#9: ნტანდო კებე (კავალიერსი), ინუს კირცინგერი (გიფონსი), სინოვუიო ნიოკა (ბულდოგსი).
#10: კარლ ბეზუიდენჰაუტი (პუმასი), რიკარდო კორი (კავალიერსი).
#11-14: ალშაუნ ბოკი (იგლზი), ჯო სირანე (ბოლდოგსი), როსკო სპეკმანი (პუმასი).
#12-13: ადრიან ენგელბერხტი (ლეოპარდსი), ვილმურ ლოუ, ჯერომ პრეტორიუსი (ორივე-პუმასი).
#15: ჟაკ იანსენი (კავალიერსი), ჰოფმან მარიცი (ლეოპარდსი).
საქართველო
პირველი ხაზი: მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე), დავით ქუბრიაშვილი, ლევან ჩილაჩავა (ორივე-ტულონი), ირაკლი მირცხულავა (ტარბი), ზურაბ ჟვანია (სტად ფრანსე), შალვა მამუკაშვილი (არმია), ირაკლი ნატრიაშვილი (ბრივი).
მეორე ხაზი: გიორგი ჩხაიძე (ტარბი), კონსტანტინე მიქაუტაძე (ტულონი), ლაშა ლომიძე (მონპელიე).
მესამე ხაზი: გიორგი ნემსაძე (ტარბი), ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი), დიმიტრი ბასილაია (ედინბურგი), შალვა სუთიაშვილი (მასი), ბექა ბიწაძე (არმია)
#9: ვაჟა ხუციშვილი (ხარები), გიორგი ბეგაძე (ბათუმი)
#10: ლაშა ხმალაძე (ლელო)
#11-14: თამაზ მჭედლიძე (მონ დე მარსანი), გიორგი ფრუიძე (აია), ირაკლი მაჩხანელი (არმაზი).
#12-13: დავით კაჭარავა (როდეზი), მერაბ შარიქაძე (აკადემია), თედო ზიბზიბაძე (პერიგო).
#15: ბექა წიკლაური (ლოკომოტივი), მერაბ კვირიკაშვილი (სენ ჟუნიენი).
თბილისის თასი 2013
7 ივნისი
ურუგვაი-სამხრეთ აფრიკის საპრეზიდენტო ნაკრები
საქართველო-მზარდი ირლანდია
11 ივნისი
მზარდი ირლანდია-სამხრეთ აფრიკის საპრეზიდენტო ნაკრები
საქართველო-ურუგვაი
16 ივნისი
ურუგვაი-მზარდი ირლანდია
საქართველო-სამხრეთ აფრიკის საპრეზიდენტო ნაკრები
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"