საქართველო VS ურუგვაი - ხუთი ცვლილება "ბორჯღალოსნების" რიგებში

AutoSharing Option
"თბილისის თასის" გათამაშების მეორე ტურში საქართველოს ნაკრები ურუგვაის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

ამ მატჩის შედეგი, ცხადია, მსოფლიოს კლასიფიკაციაზე გავლენას იქონიებს. შესაბამისად, შეხვედრის მნიშვნელობა ერთიორად იზრდება.

პირველ ტურში მზარდ ირლანდიასთან მარცხის შემდეგ "ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა რამდენიმე ცვლილება განახორციელა. შერკინების პირველ ხაზში ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს მარჯვენა ბურჯი დავით ზირაქაშვილი (კლერმონი), ლევან ჩილაჩავა (ტულონი) კი სათადარიგოთა შორის გადაინაცვლებს.

მეორე ხაზში ვახტანგ მაისურაძეს (ალბი) გიორგი ჩხაიძე (ტარბი) შეუწყვილდება, რომელმაც ირლანდიასთან მატჩში მესამე ხაზში, რვა ნომრის პოზიციაზე ითამაშა. აქ ჰეიგმა "არმიას" ახალგაზრდა მესამეხაზელი ბექა
ბიწაძე
დააყენა. შესაბამისად, განაცხადში ვერ მოხვდა მეორეხაზელი კონსტანტინე მიქაუტაძე (ტულონი). შერკინებაში სხვა ცვლილება არ არის.

უკანა ხაზში მგეზავის პოზიციას ლაშა ხმალაძე (ლელო) დაიკავებს, მისი სეხნია ლაშა მალაღურაძე კი სათადარიგოთა შორისაა.

გარემარბის, თამაზ მჭედლიძის (მონ დე მარსანი) ნაცვლად სანდრო თოდუა (ალბი) ითამაშებს, რომელმაც ეროვნულ გუნდში ბოლოს თებერვლის დასაწყისში, ერთა თასის გათამაშების პირველ ტურში, ბელგიის ნაკრებთან მატჩში იასპარეზა.

სათადარიგოთა შორის იქნება შუამარბი დავით კაჭარავა (როდეზი), რომელსაც თედო ზიბზიბაძე (პერიგო) შეცვლის.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა "თბილისის თასის" პირველ ტურში მზარდ ირლანდიასთან წააგო - 15:20, ურუგვაელები კი სამხრეთ აფრიკის საპრეზიდენტო ნაკრებთან დამარცხდნენ - 9:37.

საინტერესო დაპირისპირებაა მოსალოდნელი ირლანდიისა და სამხრეთ აფრიკის ნაკრებებს შორის. ამ მატჩში გამარჯვებული, შესაძლოა, საბოლოოდ თბილისის თასის მფლობელიც გახდეს.

IRB თბილისის თასი 2013. II ტური
11.06. ავჭალის სტადიონი. 19:00 სთ
საქართველო-ურუგვაი
საქართველო: 15. ბექა წიკლაური, 14. ირაკლი მაჩხანელი, 13. თედო ზიბზიბაძე, 12. მერაბ შარიქაძე, 11. სანდრო თოდუა, 10. ლაშა ხმალაძე, 9. გიორგი ბეგაძე. 1. ირაკლი მირცხულავა, 2. რევაზ ბელქანია, 3. დავით ზირაქაშვილი, 4. ვახტანგ მაისურაძე, 5. გიორგი ჩხიაძე, 6. შალვა სუთიაშვილი, 7. ვიქტორ კოლელიშვილი, 8. ბექა ბიწაძე.
16. სიმონ მაისურაძე, 17. ლევან ჩილაჩავა, 18. გიორგი ნემსაძე, 19. გივი ბერიშვილი, 20. ვაჟა ხუციშვილი, 21. ლაშა მალაღურაძე, 22. დავით კაჭარავა.
ურუგვაი: 15. ხერონიმო ეჩევერი, 14. მასიმილიანო გონსალესი, 13. ხოაკინ პრადა, 12. ალვერტო რომანი, 11. ლეანდრო ლეივასი, 10. ალეხო დურანი, 9. ხერმან ალვანელი. 1. ალექხო კორალი, 2. ნიკოლას კლაპენვახი, 3. მარიო საგარიო, 4. როდრიგო ესპიგა, 5. ფრანკო ლამანა, 6. სებასტიან საგარიო, 7. ფენანდო ვასკოუ, 8. ხუან გამინარა.
16. არტურო ავალო, 17. ფრანსისკო ხიმენესი, 18. როდოლფო დე მულა, 19. ხუან დე ფრეიტასი, 20. ხუან ტასისტრო, 21. ავგუსტინ დელ კასტიჯო, 22. გასტონ ხიბერნაუ.

11.06. ავჭალის სტადიონი. 17:00 სთ
ს. აფრიკა-ირლანდია
ს. აფრიკა: 15. კონრად ფან ვეიკი, 14. ელშონ ბოკი, 13. ვილმორე ლოუ, 12. ადრიან ენგელბერხტი, 11. როსკო სპეკმანი, 10. კარელ სპეკმანი, 9. კებე ნტანდა. 1. ვინსენტ კოხი, 2. ფანკ ჰერნე, 3. ივან ესპახი, 4. ედვინ ფან დერ ვალტი, 5. ბრენდან სნეიმანი, 6. ბრაიან შაბანგუ, 7. სუზეირ კასიმი, 8. სანდრე იორდანი.
16. კვეზილოკუსა მხაფუ, 17. მარტინ დრეირი, 18. ლუბაბალო მტიანდა, 19. იაკო ბოუერი, 20. სინივუოი ნოიკა, 21. სტეფან ვატერმაიერი, 22. იერომ პრეტორიუსი.
ირლანდია: 15. დევიდ ქარნი, 14. ნაილ მორისი, 13. ბრენდან მექინი, 12. ნოელ რიდი, 11. თირნან ოჰალორანი, 10. იენ ქითლი, 9. ჯონ ქუნი. 1. ჯეკ მაკ გრასი, 2. ნაიჯელ ენეთი, 3. მაიკლ ბენთი, 4. დევიდ ფოლი, 5. იენ ნეგლი, 6. რის რადოქი, 7. ჯორდი მერფი, 8. რობი დიაქი.
16. რობ ჰერინგი, 17. რიჩარდ ლუთონი, 18. დევიდ ოქალაჰენი, 19. ეოინ მაკქიონი, 20. მაიკლ ჰინი, 21. ევან გრიფინი, 22. მაიკლ ალენი.

სატურირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. სამ. აფრიკა 1 1 0 0 +28 5
2. ირლანდია 1 1 0 0 +5 4
3. საქართველო 1 0 0 1 -5 1
4. ურუგვაი 1 0 0 1 -28 0

III ტური
16 ივნისი
საქართველო-ს. აფრიკა
ურუგვაი-ირლანდია

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

საქართველო-ირლანდია 15:20 - ხუთი საჯარიმო, რომელიც მარცხის ტოლფასია
სამხრეთ აფრიკამ "თბილისის თასი" მოგებით დაიწყო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული