ქართველმა მორაგბეემა ანგარიშის გახსნა მე-5 წუთზე მოახერხეს. მერაბ კვირიკაშვილმა საჯარიმო ზუსტად შეასრულა და საქართველოს ნაკრები დააწიანურა - 3:0.
10 წუთის შემდეგ კი კვირკაშვილმა ლელოს გატანაც შეძლო და გარდასახვაც ზუსტად შეასრულა - 14 წუთის შემდეგ "ბორჯღალოსნები" აშშ-ის ანგარიშით 10:0 უგებდნენ.
აშშ-ის ნაკრები მიღებული ლელოს შემდეგ გამოფხიზლდა და უკვე 21-ე წუთზე თავად შეძლო ლელოს დადება, თუმცა გარდასახვა ვერ გაიტანა - 10:5.
2 წუთში კვირკაშვილმა ზუსტი საჯარიმო დარტყმით ანგარიში 13:5 გახადა. ამერიკელებმა
პირველი ტაიმის მიწურულს აშშ-ის მორაგბეებმა ლელო დაგვიდეს და გარდასახვაც ზუსტად შეასრულეს - 13:15. პირველი ტაიმი აშშ-ის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა.