Sportall.ge-ს მკითხველებმა 2013 წლის ნაკრებად "ბორჯღალოსნები" აღიარეს

AutoSharing Option
Sportall.ge-ს მკითხველებმა საქართველოს 2013 წლის საუკეთესო ნაკრები გამოავლინეს.

ჩვენს ვებ-გვერდზე გამოკითხვა 7 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობა 2 751-მა ადამიანმა მიიღო.

გამოკითხვაში სოლიდური უპირატესობით, მორაგბეთა ნაკრებმა გაიმარჯვა, რომელმაც გამოკითხულთა ხმების 68.6 პროცენტი (1886 ხმა) მიიღო.

მეორე ადგილზე ძიუდოისტთა ნაკრები 503 ხმით გავიდა, მესამე ადგილი კალათბურთელთა ნაკრებმა დაიკავა 252 ხმით.

ფეხბურთელთა ნაკრებმა ბოლო, მეოთხე ადგილი დაიკავა. "ჯვაროსნებმა" გამოკითხულთა ხმების 4 პროცენტი (110) დაიმსახურა.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული