საწყისი ათი წუთი მართლაც ფანტასტიკური იყო. "ბორჯღალოსნები" ისე გაისარჯნენ, ისე იოლად გამოსდიოდათ ფაზების აკინძვა, როგორც ამას ერთ ჩვეულებრივ ვარჯიშზე აკეთებენ. მერე კი კარგა ხნის განმავლობაში ყველაფერი აირია.
მართალია, მეტოქეს 22-მეტრიან ზონაში შესვლის საშუალება პირველად 30-ე წუთზე
ასე იწყება "ლელოში" გაკეთებული მატჩის რეპორტაჟი, რომელიც შარშან თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა. მაშინ საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა და 25:12 მოუგო.
საქართველო-პორტუგალია 25:12 - ბევრი შრომა გვჭირდება, გუნდი იზრდება [VIDEO]
ის სეზონი "ლობუშებმა" აშკარად ჩააგდეს. მათ ხუთი მატჩიდან მხოლოდ ერთი მოიგეს, ერთი ფრედ დაამთავრეს და სამი წააგეს. შედეგად, პორტუგალიის ნაკრებმა შვიდი ქულა დააგროვა და ახლა ერთა თასის გათამაშებაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის.
ცხადია, "ლობუშებისთვის", რომლებმაც 2007 წლის მსოფლიოს თასის გათამაშებაში იასპარეზეს და შვიდკაცა რაგბიში ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავთ, ასეთი მდგომარეობა მიუღებელია.
არადა, ერთა თასის წლევანდელი გათამაშების კალენდარი იმდენად რთული აქვთ, ადვილი შესაძლებელია, ბოლო ადგილს გამოჰკრან ხელი.
მივყვეთ თანმიმდევრულად. პირველ მატჩს პორტუგალიის ნაკრები სტუმრად გამართავს ბუქარესტში რუმინეთის ნაკრებთან. ცხადია, ამ მატჩში ლუზიტანელების გამარჯვების შანსი მიზერულია.
მეორე ტურში კი მეტოქედ ლისაბონში საქართველოს ნაკრები ეყოლებათ. პორტუგალიელები, სავარაუდოდ, ყველა ღონეს იხმარენ, რათა ჩვენი გუნდი შინაურ კედლებში დაამარცხონ, რადგან მომდევნო ორ თამაშს სტუმრად ბელგიისა და რუსეთის ნაკრებებთან გამართავენ. გამარჯვება მათ ორივე ვიზავის ჰაერივით სჭირდება და, ძნელი სავარაუდოა, პორტუგალიელები ამ ქვეყნებიდან გახარებულნი წამოვიდნენ.
ბოლო მატჩში პორტუგალიის ნაკრების მეტოქე შინ მეზობელი ესპანეთი იქნება. ეგრეთ წოდებული პირინეული დერბი ყოველთვის დაძაბულ, უშეღავათო ბრძოლაში მიმდინარეობს და "ლობუშებს", ცხადია, გამარჯვების გარანტიას ვერავინ მისცემს, მით უფრო, რომ ერთა თასზე ადგილის შენარჩუნებას ესპანეთის ნაკრებიც შეეცდება.
ერთი სიტყვით, პორტუგალიის ნაკრებმა გადასარჩენად შინ ორივე თამაში უნდა მოიგოს, მათ შორის, საქართველოს ნაკრებთანაც. ეს კი იმის დასტურია, რომ ლისაბონში იოლი გასეირნება არ გვექნება და არც არასდროს გვქონია.
"ლობუშები" ერთა თასზე ჩვენთვის ყველაზე უხერხული მეტოქეა, თუმცა მაინც ვფიქრობთ, რომ დროა, გადავლახოთ ეს თავსმოხვეული პირობითობა და მეტოქეს სათამაშო კლასის ხარჯზე წარმატების მიღწევის იოტისოდენა იმედიც არ დავუტოვოთ.
საამისოდ კი იმ ტექნიკური წუნის მინიმუმამდე დაყვანაა საჭირო, რომელზეც შარშანდელი მატჩის რეპორტაჟში ვსაუბრობდით. ამასთან ერთად, შესანიშნავი საწყისი ათი წუთი მინიმუმ სამოც წუთად უნდა გადავაქციოთ.
ევროპის ერთა თასი
სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. საქართველო 5 4 1 0 +74 19
2. რუმინეთი 5 4 1 0 +49 19
3. რუსეთი 5 3 0 2 -6 14
4. პორტუგალია 5 1 1 3 -21 7
5. ბელგია 5 0 1 4 -39 5
6. ესპანეთი 5 0 2 3 -57 5
2014 წელი. 8 თებერვალი
პორტუგალია-საქართველო
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
"ბორჯღალოსნები" გაბრაზებულები არიან - ჭკუის სასწავლებელი გაკვეთილი "შავი ეშმაკებისგან"
SOUTH AFRICA 89.34
AUSTRALIA 86.88
ENGLAND 85.7
FRANCE 80.87
WALES 80.19
IRELAND 79.33
SAMOA 77.34
SCOTLAND 76.56
ARGENTINA 76.44
FIJI 74.21
TONGA 73.21
ITALY 73.13
JAPAN 72.06
CANADA 70.75
GEORGIA 69.07
ROMANIA 67.47
USA 67.41
RUSSIA 61.14
URUGUAY 60.77
SPAIN 60.62
PORTUGAL 59.37
NAMIBIA 58.79
KOREA 58.1
HONG KONG 56.35
ამ რეიტინგის მიხედვით (ამერიკასთან მარცხი რომ არა 70.4 ქულა გვექენბოდა) თუ ერთა თასის გათამაშებისას 5-ვე თამაშს მოვიგებთ 72 ქულა დაგვიგროვდება რეიტინგში. 2 ქულიანი სხვაობა კი პრაქტიუკლად არაფერს ნიშნავს - 3 ქულის შულედში გუნდები ერთ დონედ ითვლებიან, ანუ ჩვენი დონე და კალსი არაფრით იქენბა ნაკლები 73-74 ქულიან ნაკლები.
აზრის გადმოცემისას სიტყვათა წყობას დიდი მნიშველობა აქვს...
პორტუგალიასტან, ესპანეთთან, ბელგიასთან, რუსეთთან გაჭირვებით მოგების და მათთვის რაიმე შანსის მიცემის უფლება აღარ გვაქვს.
ის კი არადა რუმენიეთთან და აშშ-სთან არის საბოლოოდ უპირატესობა მისაღწევი და კანადა უნდა გვიფრთხოდეს და არა პირიქით. იაპონია, ფიჯი და ტონგა (იქნებ უკვე იტალიაც) კი ისევე უნდა მოგვეკიდონ როგორც ალბათ მინიმუმ ტოპ 6 -ეულის "ა" ნაკრებებთან თამაშს. რადგან არგენტინა აღიარებს რომ ჩვენთან ყურადღების მოდუნება მათთვის ფატალურად დასრულდება, სამოამ ბორჯღალოსნების ძალა გამოცადეს, ასე, რომ... :)
მთავარია პორტუგალლიასთან ჩვენ არ წავიფორხილოთ, თორემ პორტუგალია ჩვენი კონკურენტი და პასირწონე ვეღარ არის
რუმინეთი 34 :9 პორტუგალია
ესპანეთი 10 : 13 რუსეთი
საქართველო 37 : 11 ბელგია
პორტუგალია 9 : 30 საქართველო
რუსეთი 13 : 16 რუმინეთი
ესპანეთი 12 : 12 ბელგია
საქართველო 40 : 9 რუსეთი
რუმინეთი 37 : 12 ესპანეთი
ბელგია 15 : 16 პორტუგალია
ესპანეთი 16 : 30 საქართველო
რუსეთი 30 : 17 პორტუგალია
რუმენიეთი 33 : 10 ბელგია
საქართველო 16 : 10 რუმინეთი
პორტუგალია 13 : 9 ესპანეთი
ბელგია 16 : 19 რუსეთი
ვისურვოთ, რომ ისე მოვიგებთ როგორც გვეკადრება !!!