რუმინეთის მორაგბეთა ნაკრებს ოთარ ტურაშვილი გამოაკლდა

AutoSharing Option
ერთა თასის გათამაშებაში საქართველოს ნაკრების უმთავრესი კონკურენტის, რუმინეთის ეროვნული გუნდის თავკაცმა, უელსელმა ლინ ჰოულსმა "სტეჟარის" გაფართოებული შემადგენლობა გამოაცხადა.

უელსელის კრებულში ვერ მოხვდა წარმოშობით ქართველი შერკინების კვაჭი ოთარ ტურაშვილი (ფარული), რომელიც რუმინული პრესის აღიარებით, ერთ-ერთი საუკეთესო იყო ნოემბრის ტესტებზე.

საფრანგეთის ჩემპიონატის ერთ-ერთ ტურში დაშავდა და ნაკრებს ვერაფრით დაეხმარება მეორეხაზელი ვალენტინ ურსაკე (ოიონაქსი). განაცხადში ვერ მოხვდნენ ასევე პეტრუ ტამბა, კონსტანტინ პრისტავიტა და ვეტერანი ოვიდიუ ტონიცა.

შეგახსენებთ, რომ "სტეჟარი" პირველი ტურის მატჩში 1-ელ თებერვალს პორტუგალიის ნაკრებს უმასპინძლებს.

რუმინეთის ნაკრები
შერკინება: პაულიკა იონი (პერპინიანი),
მიჰაიტა ლაზარი, ვლად ნისტორი (ორივე-კასტრი), ანდრეი ურსაკე (კარკასონი), ჰორაციუ პუნგეა (ჰლანეჰლი), ანდრეი რადოი (ეალინგ ტრაილფრინდელსი), ფლორინ ბარდასუ (ბაია მარე), ეუგენ კაპატანა, ვალენტინ პოპირლანი, სტელიან ბურეა (სამივე-ტიმიშოარა), მარიუს სირბე (ტარბი), ალინ კოსტე (ბურგ ან ბრესი), კრისტიან მუნტეანუ (უესერპე), მიჰაი მაკოვეი (სენ ნაზერი), ვიორელ ლუკაჩი (სტიაუა), ალექსანდრუ მიტუ (ბუქარესტი).
უკანა ხაზი: ფლორინ სურუჯუ (ბუქარესტი), კიპრიან კაპლესკუ, ფლორინ ვლაიკუ, ადრიან აპოსტოლი, კლაუდიუ ნეაგუ (ფარული), გეორგ ოპრეა, ჩაბა გალი, კრისტიან დინისი (ბაია მარე), ვალენტინ კალაფეტეანუ, მადალინ ლემნარუ, კატალინ ფერკუ (ტიმიშოარა), ფლორინ იონიცა, იონუც დუმიტრუ (სტიაუა), დორინ მანოლე (ორტეზი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
უნდა ვაღიაროთ, რომ სანამ აშშ-ს, რუმენეთს და კანადას პრაქტიკულად ყოველ ჯერზე დამაჯერებლად არ მოვუგებთ, მანამ ტოლსწორად და შემდეგ გარკვეული უპირატესობით ასევე სტაბილურად ვერ შევერკინებით იაპონიას, იტალიას, ფიჯის, ტონგას...
მხოლოდ ამ 4-6 გუნდთან კლასისა და გამოცდილების გათანაბრების შემდეგ შეგვეძლება არგენტინას, შოტლანდიას და სამოას ღირსეული წინააღმდეგობის გაწევის გარდა ვსძლიოთ კიდეც და ეს აღარ იყოს არნახული სენსაცია...

ამიტომ აქვს მიმდინარე გათამაშებას ასეთი ფასი და ამიტომ არის უმნიშვნელოვანესი მომავალი მსოფლიო ჩემპიონატი.
ამის პარალელურად ნაკრებში უფრო გამძაფრდება თაობათა ცვლა და ამის ფონზე დამაიმედებელია ის რაც დრემდე გაკეთდა და რამაც შედეგი გმოიღო:

15 დან 19 წლამდე (რაც დიდი დიაპაზონია, უფრო პატარებს ჯერ არ ვთვლი) ბიჭები, დიდი კონტიგენტი საუცხოოდ ბურთაობს და ეს იძლვეა იმედს, ასეთნაირად მომზადებული ამდენი ტაობა ერთად ჯერ ქართულ რაგბის არ ჰყოლია - ამისთვის მადლობა ყველას !

უახლოეს 2-3 წელიწადში გავცდებით აშშ-ს, რუმინეთსა და კანადას და უკვე იაპონია, ფიჯი, ტონგა და იტალია გვეყოლება თანაბარძალიან კონკურენტად.
GiorgiG83
17:40 24-01-2014
0
მეც რეგულარულად ვადევნებ თვალს ახალგაზრდების წარმატებებს, მათი თამაშების კომენტარებს ვეცნობი მუდამ. ვიცი რომ ფედერეცაია, მისი პრეზიდენტი ,მწვრთნელები, მათ შორის უცხოელი მწვრთნელებიც შეძლებისდაგვარად ყველაფერს აკეთებენ მათი შემდგომი განვითარებისათვის და ყველა იმ მინუს თუ საჭიროებებს ჩვენზე, გულშემატკივრებზე უკეთესად ხედავენ. ამიტომ ამ მიმართულებით კომენტარები უხერხულია. ერთი მინდა ვისურვო მხოლოდ რომ და ეს ჩემპინატსაც ეხება და მითუმეტეს ნაკრებსაც, რომ მეტი ინფორმაცია გვინდა მათ შესახებ. იგივე მაგალითად მატჩების(ნაკრების მაინც)დროს შერკინების საშუალო წონები და სიმაღლეები მოთამაშების, მათ შორის პირველი,მეორე და მესამე ხაზის, უკანა ხაზის მოთამაშეების,100 მეტრს რამდენ წამში გარბიან და სხვა მსგავსი. დღესაც მახსოვს ლეგენდარული ლომუს ეს მონაცემები. ინტელექტის და როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად აზროვნების განვითარებისთვის საჭირო რა სავარჯიშოებს იყენებენ, განსაკუთრებით ახალგაზრდები. ამიტომ კომპლექსურად უნდა განვითარდნენ: ფიზიკურად (წონაში,სიმაღლეში,სისწრაფეში), აზროვნებით,მენტალურად, შრომისმოყვარეობით, სერიოზულობით, კულტურულად და ბევრი სხვა მიმართულებით. ეს არის რაგბი და ამიტომაც გვიყვარს.ამას ვხედავთ/გვინდა რომ დავინახოთ ბიჭებში/საზოგადოდ ქართველებში და ამიტომაც ვგულშემატკივრობთ სპორტსემენს საზოგადოდ, ხოლო მე პირადად კი ჩვენ რაგბისტებს განსაკუთრებით.
რეზო
12:17 29-01-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული