მამუკა გორგოძე "ბორჯღალოსნებს" პირველ ორ მატჩში ვერ დაეხმარება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ევროპის ერთა თასის გათამაშების პირველ შეხვედრას 1-ელ თებერვალს "ავჭალის სარაგბო სტადიონზე", ბელგიის ეროვნულ გუნდთან გამართავს.

"ბორჯღალოსნები" მომავალი მატჩისთვის, ტრადიციულად, "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" შეიკრიბნენ და მზადებას შეუდგნენ.

ერთა თასის წლევანდელი გათამაშება, იმავდროულად, 2015 წელს ინგლისში გასამართი მსოფლიოს თასის შესარჩევი ეტაპის მეორე წრეცაა.

პირველი წრის შემდეგ სატურნირო ცხრილის სათავეში სწორედ ჩვენი ნაკრებია. მილტონ ჰეიგის სამწყსოს მიზანი ერთა თასზე გამარჯვება, ორი წლის ჯამში პირველი ადგილის დაკავება და მსოფლიოს თასზე სასურველ, C ჯგუფში მოხვედრაა.

ჩვენი გუნდის ახალზელანდიელმა თავკაცმა ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა წინა
კვირაში დაასახელა.

სამწუხაროდ, გასულ უქმეებზე საფრანგეთის ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩში ფეხი დაიშავა "ბორჯღალოსნების" ლიდერმა მამუკა გორგოძემ, რომელიც გუნდს ვერც მეორე ტურში, სტუმრად პორტუგალიასთან გასამართ შეხვედრაში დაეხმარება. მის ნაცვლად ჰეიგმა თბილისის "ლოკომოტივის" მესამეხაზელი გივი ბერიშვილი მიიწვია.

მილტონ ჰეიგის მიერ ნაკრებში გამოძახებულთა შორის არ არის დავით ზირაქაშვილი (კლერმონი), რომელიც "ჰაინეკენის თასის" გათამაშების ჯგუფური ეტაპის ერთ-ერთ მატჩში დაშავდა. დიდი ხანია ტრავმა აქვს და ნაკრებში არ უთამაშია ვასილ კაკოვინსაც (ტულუზი). მისი თანაგუნდელი ჯაბა ბრეგვაძე კი უკვე ჯანმრთელადაა და საწვრთნელ შეკრებაში მიიღებს მონაწილეობას.

ტრავმა მოირჩინა და ნაკრებს დაუბრუნდა მესამეხაზელი დიმიტრი ბასილაია (ედინბურგი). ეროვნულ გუნდში ამჯერად ვერ მოხვდნენ ანტონ ფეიქრიშვილი (კასტრი), დავით ხინჩაგიშვილი (მეტრო რასინგი) და ალექსანდრე თოდუა (ალბი).

მატჩი 1-ელ თებერვალს "ავჭალის სარაგბო სტადიონზე" 15:00 საათზე დაიწყება. ბილეთების შეძენა, რომლის ფასი 3 ლარია, რაგბის კავშირის შენობაში შეგიძლიათ (ი. ჭავჭავაძის 49ა). ბილეთების გაყიდვა 27 იანვრიდან დაიწყო.

შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი განახორციელებს.

საქართველოს ნაკრები
პირველი ხაზი: დავით ქუბრიაშვილი, ზურაბ ჟვანია (ორივე - სტად ფრანსე), მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე), შალვა მამუკაშვილი (არმია), ჯაბა ბრეგვაძე (ტულუზი), ირაკლი მირცხულავა (ტარბი), ლევან ჩილაჩავა (ტულონი).
მეორე ხაზი: კონსტანტინე მიქაუტაძე (ტულონი), ლევან დათუნაშვილი (ორიაკი), შალვა სუთიაშვილი (მასი), გიორგი ნემსაძე (ტარბი).
მესამე ხაზი: გივი ბერიშვილი (ლოკომოტივი), გიორგი ჩხაიძე (ტარბი), ვიქტორ კოლელიშვილი (ლიონი), გიორგი თხილაიშვილი (არმია), დიმიტრი ბასილაია (ედინბურგი).
#9: გიორგი ბეგაძე (ყოჩები), ვაჟა ხუციშვილი (ხარები).
#10: ლაშა ხმალაძე (ლელო), მერაბ კვირიკაშვილი (ვიენი)
#12-13: მერაბ შარიქაძე (ბურგ ან ბრესი), თედო ზიბზიბაძე (პერიგო), დავით კაჭარავა (ენისეი)
#11-14: თამაზ მჭედლიძე (ბურგ ან ბრესი), ირაკლი მაჩხანელი (არმაზი), გიორგი შკინინი (არმია).
#15: ბექა წიკლაური (ლოკომოტივი), ლაშა მალაღურაძე (ბაგნერე)

ბელგიის ნაკრები
პირველი ხაზი: ალექსის კუფოლო (კარკასონი), ტომას დინსტი (ლილი), მაქსიმ ჟადო (პო), ჟულიენ მასიმი (ოსერი), ალაინ მირიალაკისი (ვორათაზი), ბასტიან ვერმეილენი (ბუატსფორტი).
მეორე ხაზი: კირილ ნანაი ნჟილემი (ანდერლეხტი), ბრიუს ფრატორი (ლა უპლე), პიერ ჰედრიქსი (ბუატსფორტი).
მესამე ხაზი: ჟულიენ მორელი (ბასტია), დენის ეპე, მაიკლ დე მოლდერი (ორივე - ბუატსფორტი), ტომას დე მოლდერი (პო).
#:9: ჰებდრიკ ბრაუერი (მეტრო რასინგი), სებასტიან გუნსი (ბუატსფორტი).
#10: კრისტოფერ ბრაუნი (სენ რაფაელი), ფლორენ დებატი (სუაგნისი).
#12-13: იენს ტორფსი (პერპინიანი), გილემ პირონი (კოლომიე), გილემ ბრებანტი (ბუატსფორტი).
#11-14: თორნიკე მეგრელიძე (სუაგნისი), მარკ ჩაენგი (პერპინიანი).
#15: ალან ვილიამსი (კონიაკი), სილვიან როსი (აჟენი).

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. საქართველო 5 4 1 0 +74 19
2. რუმინეთი 5 4 1 0 +49 19
3. რუსეთი 5 3 0 2 -6 14
4. პორტუგალია 5 1 1 3 -21 7
5. ბელგია 5 0 1 4 -39 5
6. ესპანეთი 5 0 2 3 -57 5

ერთა თასი
1-ლი თებერვალი
საქართველო-ბელგია

8 თებერვალი
პორტუგალია-საქართველო

22 თებერვალი
საქართველო-რუსეთი

8 მარტი
ესპანეთი-საქართველო

15 მარტი
საქართველო-რუმინეთი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
გორგოზის არყოფნა ზალიან დაგვაკლდება
irakli
11:45 28-01-2014
0
ოპტიმალურისგან შორსაა ჩვენი ნაკრების ამჟამინდელი შემადგენლობა, სავარაუდოდ ასევე იქენბა პორტუგალიაშიც, რაც სამწუხაროა.
იმედია ეს დანაკლისი არ იქნება ისეთი, რომ სასურველი შედეგის მღწევა გართულდეს.

წარმატებები ბორჯღალოსნებს
GiorgiG83
10:53 28-01-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული