"ბორჯღალოსნები" ბელგიელებს ავჭალის სარაგბო სტადიონზე უმასპინძლებენ.
მატჩი 15:00 საათზე დაიწყება და იმედია, საქართველოს დედაქალაქში მოსული თოვლი შეხვედრის ჩატარებას ხელს არ შეუშლის. თამაშის ყველა ბილეთი გაყიდულია. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს კი საზოგადოებრივი მაუწყებელი გადასცემს.
მატჩამდე ერთი დღით ადრე "ბორჯღალოსნებმა" და ბელგიის ეროვნულმა ნაკრებმა გუნდმა კაპიტნის ვარჯიში გამართეს. ქართველმა მორაგბეებმა "შევარდენის" სანაკრებო ბაზაზე, ხოლო ბელგიელებმა კი ავჭალის სარაგბო მოედანზე იავრჯიშეს.
შეგახსენებთ, რომ ქართველები ბელგიის
ამჯერად ჰეიგის გუნდის მიზანი გაცილებით დიდი ანგარიშით გამარჯვება და პრემიალური ქულის მოპოვებაა, რადგან შეხვედრა მსოფლიოს თასის შესარჩევი ეტაპის ეგიდით ტარდება და თითოეულ ქულას ოქროს ფასი აქვს.
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ისაუბრა:
"ხვალ თოვლი იქნება და ეს გარკვეულ პრობლემებს შეგვიქმნის. ამინდი ჩვენს თამაშში გარკვეულ კორექტივებს შეიტანს.
შარშან მოწინააღმდეგე არასათანადოდ შევაფასეთ. საერთოდ კი, საქართველოს ნაკრებს სეზონის პირველ მატჩში უჭირდა ხოლმე. ვფიქრობ, ეს გამოვასწორეთ და ახლა ვიცით, რომ ხელწამოსაკრავი მეტოქე არცერთი გუნდი არაა და მით უმეტეს, ბელგიის ნაკრები, რომელსაც სათანადო პატივისცემით ვეპყრობით.
სამოასთან გამარჯვების შემდეგ ჩვენი მიზანია, თამასა კიდევ უფრო მაღლა ავწიოთ. ერთა თასზე უმთავრესი თამაში, რა თქმა უნდა, ბოლო ტურში რუმინეთის ნაკრებთან გვექნება, რომელმაც ნოემბრის ტესტებზე შესანიშნავათ ითამაშა".
მანამდე ჰეიგმა იმ 23 მორაგბის ვინაობა დაასახელა, რომელიც ბელგიის ეროვნულ ნაკრებს შეერკინება. შეგახსენებთ, რომ "ბორჯღალოსნებს" ტრამვების გამო სამი წამყვანი მორაგბე მამუკა გორგოძე, დავით ზირაქაშვილი და ვასილ კაკოვინი აკლიათ.
2014 წლის ევროპის ერთა თასი. 2015 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი
მეორე წრე. პირველი ტური. 1 თებერვალი. თბილისი. "ავჭალა". 15:00 საათი
საქართველო - ბელგია
საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი ("ვიენი", საფრანგეთი, 72 კეპი, 476 ქულა), 14. ირაკლი მაჩხანელი ("არმაზი", თბილისი, კაპ., 67, 115), 13. დავით კაჭარავა ("ენისეი", რუსეთი, 68, 65), 12. მერაბ შარიქაძე ("ბურგ-ან-ბრესი", საფრანგეთი, 19, 30), 11. გიორგი შკინინი ("არმია", თბილისი, 36, 30), 10. ლაშა ხმალაძე ("ლელო", თბილისი, 26, 15), 9. გიორგი ბეგაძე ("ყოჩები", თბილისი, 17); 1. მიხეილ ნარიაშვილი ("მონპელე", საფრანგეთი, 14, 5), 2. ჯაბა ბრეგვაძე ("ტულუზა", საფრანგეთი, 19, 5), 3. დავით ქუბრიაშვილი ("სტად ფრანსე", საფრანგეთი, 32, 10), 4. კოტე მიქაუტაძე ("ტულონი", საფრანგეთი, 15), 5. ლევან დათუნაშვილი ("ორიაკი", საფრანგეთი, 57, 15), 6. გიორგი თხილაიშვილი ("არმია", თბილისი, 8), 7. გიორგი ჩხაიძე ("ტარბი", საფრანგეთი, 70, 40), 8. დიმიტრი ბასილაია ("ედინბურგი", შოტლანდია, 28, 25).
სათადარიგოები: 16. შალვა მამუკაშვილი ("არმია", თბილისი, 16, 5), 17. ზურაბ ჟვანია ("სტად ფრანსე", საფრანგეთი, 3), 18. ლევან ჩილაჩავა ("ტულონი", საფრანგეთი, 10, 15), 19. გიორგი ნემსაძე ("ტარბი", საფრანგეთი, 33, 35), 20. ვიტო კოლელიშვილი ("ლიონი", საფრანგეთი, 24, 10); 21. ვაჟა ხუციშვილი ("ხარები", რუსთავი, 6), 22. ლაშა მალაღურაძე ("ბანიერი", საფრანგეთი, 41, 105), 23. ბექა წიკლაური ("ლოკომოტივი", თბილისი, 12, 52).
სხვა მატჩები
რუმინეთი - პორტუგალია
ესპანეთი - რუსეთი
სატურნირო მდგომარეობა
ასევე იხილეთ:
დავით ქუბრიაშვილი: ბელგიაში მომხდარ ჩხუბს თბილისში გაგრძელება არ მოჰყვება
მერაბ შარიქაძე: ახალი ციკლის დაწყება და პირველი შეხვედრის ჩატარება ყოველთვის გვიჭირს