"ბორჯღალოსნები" ბელგიის ნაკრებს უშანსოდ ამარცხებენ [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ევროპის ერთა თასის მეორე წრის პირველ შეხვედრას ბელგიის ნაკრებთან მართავს.

ავჭალის სარაგბო სტადიონი, მიუხედავად უამინდობისა, გულშემატკივრებით გადაივსო, ისინი კი, ვისთვისაც ტრიბუნებზე ადგილი არ აღმოჩნდა, არენის მიმდებარე გორაკებიდან ადევნებენ თამაშს თვალს.

მატჩის პირველი ნახევარი ქართველი მორაგბეების სრული სათამაშო უპირატესობით წარიმართა. ანაგარიში კი უკვე მეექვსე წუთზე გაიხსნა. "ბორჯღალოსნების" შეტევა მარცხენა ფრთაზე გაგრძელდა, სადაც დიმიტრი ბასილაიამ და კოტე მიქაუტაძემ კარგად გაითამაშეს ბურთი და ამ უკანსკნელმა ლელოც დადო.

მერაბ კვირიკაშვილს
გარდასხვა გაუცუდდა, ბურთი ძელს მოხვდა - 5:0.

"მეკომ" შეცდომა მალევე გამოასწორა,
როდესაც მე-9 წუთზე დავით კაჭარავასგან მიიღო ბურთი და მეტოქის ჩათვლის მოედანში შეირბინა. კვირიკაშვილმა ამჯერად გარდასახვა ზუსტად შეასრულა და 12:0.

პირველად სტუმრებმა მხოლოდ ამის შემდეგ გაიბრძოლეს, მაგრამ აქედან არაფერი გამოვიდა.

სამაგიეროდ, მე-20 წუთისთვის კვლავ მილტონ ჰეიგის ბიჭებმა გაიხარეს - ბელგიელებს ლელო "ბორჯღალოსნების" ყველაზე ახალგაზრდა მორაგბემ მერაბ შარიქაძემ დადო. მეკოს გარდასახვა არც ამჯერად გამოუვიდა - 17:0.

საქართველოს ნაკრების მეოთხე ლელო 32-ე წუთისთვის გავიდა. შერკინების შემდეგ ლევან ხმალაძემ ბურთი სტუმართა ჩათვლის მოედნისკენ ფეხით გაგზავნა, რასაც კვირიკაშვილი შეჰყვა და ლელოც დადო.

"მეკოს" გარდასხვა არც მარჯვენა ფლანგიდან გამოუვიდა - 22:0.

პირველი ტაიმის საბოლოო ანგარიში მაინც კვირიკაშვილმა დააფიქსირა, რომელმაც საჯარიმო ზუსტად დაარტყა - 25:0.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამის დედაააააააააააააცცცც .......... აუუუუუუუუუუუუუუუუ ხვალ მეგონა 1-ელიიიიიიიიიი ტფუიიიი.
giorgi
17:00 01-02-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული