სტატიის ერთ-ერთი თავი ერთა თასზე რუსეთის ნაკრების გამოსვლას ეხება. მასში მოყვანილია ამ ქვეყნის რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტის, ჰოვარდ თომასის სიტყვები, სადაც ის საქართველოს ნაკრებს და მასთან განვლილ მატჩსაც ახსენებს.
ჩვენთვის განსაკუთრებით საყურადღებო კი მასში ისაა, რომ თურმე 2013 წლის 23 თებერვალს, სოჭში გამართულ მატჩში, რომელიც "ბორჯღალოსნების" გამარჯვებით, 23:9 დასრულდა (იხილეთ ვრცლად), თამაშის მნახველზე უკეთესი შთაბეჭდილება მასპინძლების გუნდმა დატოვა.
"მესამეადგილოსანი რუსეთი ნოემბერში გაერთიანებულ სამეფოს ეწვია, სადაც
საქართველოს და რუმინეთს მსოფლიო კლასის მორკინალები ჰყავთ, მაგრამ ამიერიდან მათგან პირნათლად წალეკვის აღარ გვეშინია. ორივე გუნდი ისეთ ფიზიკურ დაპირისპირებას სთავაზობს მოწინააღმდეგეს, რომლის მსგავსსაც არცთუ ისე ბევრი ქვეყანა ახერხებს, მაგრამ ჩვენ ამას უკვე მივეჩვიეთ, რადგან ამ გუნდებს ყოველწლიურად ვეთამაშებით.
2013 წელს, როდესაც საქართველოსთან დავმარცხდით, ყველა, ქართველების ჩათვლითაც, აღნიშნავდა, რომ ჩვენ უკეთესი გუნდი ვიყავით. ჩვენ შვიდი გამოსაყენებელი ჯარიმა ვერ გავიტანეთ, რამაც ჩვენზე იმოქმედა. აქედან გამომდინარე, ჩვენ თუ ასე თამაში გავაგრძელეთ და შესაძლებლობების მაქსიმუმს გამოვიყენებთ, ყველაფერი შესაძლებელია მოხდეს", - აქვეყნებს თომასის ნათქვამს საიტი.
შეგახსენებთ, რომ წელს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ერთა თასის გათამაშებაში რუსეთის გუნდს 22 თებერვალს, "დინამო არენაზე" უმასპინძლებს.
უნდა გთხოვოთ (ალბათ ბევრიც შემომიერთდებოდა) მოგვაწოდოთ კალენდარი რუსეთთან მატჩამდელი სამზადისის:
- როდის იწყებენ ბიჭები შეკრებას(და სად)
- როდის იქენბა ღია ვარჯიში (და სად)
- კაპიტნის ვარჯიში
- როდიდან დაიწყება ბილეთების გაყიდვა
- სად გაიყიდება ბილეთები