რუსული ოპტიმიზმი: შარშან წავაგეთ, მაგრამ ვჯობდით და ამას ქართველებიც აღიარებდნენ

AutoSharing Option
RUGBYWORLDCUP.COM-ზე სტატია გამოქვეყნდა, რომელიც ევროპის ერთა თასზე მონაწილე ნაკრებებსა და მსოფლიოს თასზე მათ მოხვედრის შანსებს ეხება.

სტატიის ერთ-ერთი თავი ერთა თასზე რუსეთის ნაკრების გამოსვლას ეხება. მასში მოყვანილია ამ ქვეყნის რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტის, ჰოვარდ თომასის სიტყვები, სადაც ის საქართველოს ნაკრებს და მასთან განვლილ მატჩსაც ახსენებს.

ჩვენთვის განსაკუთრებით საყურადღებო კი მასში ისაა, რომ თურმე 2013 წლის 23 თებერვალს, სოჭში გამართულ მატჩში, რომელიც "ბორჯღალოსნების" გამარჯვებით, 23:9 დასრულდა (იხილეთ ვრცლად), თამაშის მნახველზე უკეთესი შთაბეჭდილება მასპინძლების გუნდმა დატოვა.

Sportall.Ge"მესამეადგილოსანი რუსეთი ნოემბერში გაერთიანებულ სამეფოს ეწვია, სადაც
ნეიტრალურ მოედანზე იაპონიასა და აშშ-ს ეთამაშა. ორივე ტესტის დათმობის მიუხედავად, რუსეთის რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს, ჰოვარდ თომასს სჯერა, რომ ოპტიმიზმი არცთუ უადგილოა და რომ ბრძოლა ევროპიდან ავტომატურად მსოფლიო თასზე გასასვლელად ჯერ კიდევ არ დასრულებულა.

საქართველოს და რუმინეთს მსოფლიო კლასის მორკინალები ჰყავთ, მაგრამ ამიერიდან მათგან პირნათლად წალეკვის აღარ გვეშინია. ორივე გუნდი ისეთ ფიზიკურ დაპირისპირებას სთავაზობს მოწინააღმდეგეს, რომლის მსგავსსაც არცთუ ისე ბევრი ქვეყანა ახერხებს, მაგრამ ჩვენ ამას უკვე მივეჩვიეთ, რადგან ამ გუნდებს ყოველწლიურად ვეთამაშებით.

2013 წელს, როდესაც საქართველოსთან დავმარცხდით, ყველა, ქართველების ჩათვლითაც, აღნიშნავდა, რომ ჩვენ უკეთესი გუნდი ვიყავით. ჩვენ შვიდი გამოსაყენებელი ჯარიმა ვერ გავიტანეთ, რამაც ჩვენზე იმოქმედა. აქედან გამომდინარე, ჩვენ თუ ასე თამაში გავაგრძელეთ და შესაძლებლობების მაქსიმუმს გამოვიყენებთ, ყველაფერი შესაძლებელია მოხდეს",
- აქვეყნებს თომასის ნათქვამს საიტი.

შეგახსენებთ, რომ წელს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ერთა თასის გათამაშებაში რუსეთის გუნდს 22 თებერვალს, "დინამო არენაზე" უმასპინძლებს.
მკითხველის კომენტარები / 23 /
რ ე დ ა ქ ც ი ა ს !!!

უნდა გთხოვოთ (ალბათ ბევრიც შემომიერთდებოდა) მოგვაწოდოთ კალენდარი რუსეთთან მატჩამდელი სამზადისის:
- როდის იწყებენ ბიჭები შეკრებას(და სად)
- როდის იქენბა ღია ვარჯიში (და სად)
- კაპიტნის ვარჯიში
- როდიდან დაიწყება ბილეთების გაყიდვა
- სად გაიყიდება ბილეთები
GiorgiG83
16:43 11-02-2014
0
რუსეთი-საქართველო 23:9 მორჩა ამით. არ უნდა ამას ბებიაჩემს რომ .....ქონოდას ბაზარი. რამდენი წელია მოგება კი არა ლელო არ დაუდიათ 22 მეტრიანში ენატრებათ შესვლა უკვე . ვნახე ეგ თამაში მე ინტერნეტით მაგარი ცუდათ ვითამაშეთ მაგრამ რუსებზე ერთი თავით მაღლა მაინც ვიდექით. საქართველოსთან თამაშის ისე ეშინიათ ტელეტრანსლაციასაც აღარ აკეთებენ.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული