მილტონ ჰეიგმა პორტუგალიასთან მატჩისთვის საბრძოლო რაზმი დაასახელა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები 8 თებერვალს, ლისაბონში პორტუგალიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. ერთა თასის მეორე ტურის შეხვედრისთვის, რომელიც იმავდროულად, 2015 წელს ინგლისში გასამართი მსოფლიოს თასის შესარჩევი ტურნირის მეორე ეტაპიცაა, "ბორჯღალოსნები" ორშაბათიდან ადგილზე ემზადებიან.

7 თებერვალს ჩვენი მორაგბეები უნივერსიტეტის სტადიონზე კაპიტნის ვარჯიშს გამართავენ.

იქამდე კი მილტონ ჰეიგმა საბრძოლო რაზმი დაასახელა, რომელშიც რამდენიმე ცვლილებაა. ტრავმირებული დავით ქუბრიაშვილის ნაცვლად მან ანტონ ფეიქრიშვილი იხმო, რომელიც თადარიგში დაიკავებს ადგილს. ძირითადი შერკინების მარჯვენა ბურჯი კი ლევან ჩილაჩავა იქნება. ადგილები გაცვალეს შერკინების კვაჭებმა - ჯაბა ბრეგვაძემ და შალვა მამუკაშვილმა. ამჯერად
ძირითადში მამუკაშვილი ითამაშებს.

განაცხადში არ არის მესამეხაზელი გიორგი თხილაიშვილი. ძირითადში მის პოზიციაზე ვიქტორ კოლელიშვილი ითამაშებს, თადარიგში შალვა სუთიაშვილი იქნება, რომელსაც ბელგიასთან არ უთამაშია.

შეცვლა მოხდა უკანა ხაზშიც. ჰეიგმა შუამარბ მერაბ შარიქაძის დასვენება გადაწყვიტა. ახალგაზრდა მორაგბის ნაცვლად გამოცდილი თედო ზიბზიბაძე იასპარეზებს, რომელიც პირველ მატჩს ტრავმის გამო დააკლდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებების დაპირისპირება ლისაბონში, თბილისის დროით 19 საათზე დაიწყება.

საქართველო:
15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. ირაკლი მაჩხანელი, 13. დავით კაჭარავა, 12. თედო ზიბზიბაძე, 11. გიორგი შკინინი, 10. ლაშა ხმალაძე, 9. გიორგი ბეგაძე. 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ლევან ჩილაჩავა, 4. ლევან დათუნაშვილი, 5. კონსტანტინე მიქაუტაძე, 6. ვიქტორ კოლელიშვილი, 7. გიორგი ჩხაიძე, 8. დიმიტრი ბასილაია.
16. ჯაბა ბრეგვაძე, 17. ზურაბ ჟვანია, 18. ანტონ ფეიქრიშვილი, 19. გიორგი ნემსაძე, 20. შალვა სუთიაშვილი, 21. ვაჟა ხუციშვილი, 22. ლაშა მალაღურაძე, 23. ბექა წიკლაური.

პორტუგალია:
ჟოაო კორეია, ჟორჟე სეგურადო, რუი დორეი, ლუის სალემა, ვაშკუ უვა, პედრო ლეალი, მიგელ ლეალი, ფრანსისო ტავარეში, ლუის პორტელა, მანი რაპოსო, ანტონიო აგილარი (ყველა-დირეიტო), ფრანსისკო ფერნანდესი (ბეზიე), ტონი მარტინსი (ლიმოჟი), მაიკ ტაჯერი (მასი), ემანუელ რებელო (დიჟონი), ჟოზე ლიმა, გონსალუ უვა (ორივე-ნარბონი), აურელიან ბეკო (კოლომიე), ჟაკ ლე რუ (ქოვენთრი), ერიკ დოს სანტუში, კევინ და კოშტა (ორივე-ბიარიცი), პედრო ბეტენკურტი, ფრანსისკუ მაგალიაეში, ნუნუ კოშტა, გონსალუ ფორუ, ბრუნო მედეიროსი, სებასტიან ვილაქსი, კარლ მურეი, ჟოაო ალმეიდა, ფრანსისკო აპელტონი (ყველა-კდუპი), ფრანსისკო დომინგეში, ფერნანდო ალმეიდა (ორივე-აგრონომია), ბრუნო როჩა (კოიმბრა), დიოგო მირანდა (ბელენენსეში).

ერთა თასი
სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. საქართველო 1 1 0 0 +35 5
2. რუმინეთი 1 1 0 0 +24 4
3. რუსეთი 1 1 0 0 +3 4
4. ესპანეთი 1 0 0 1 -3 1
5. პორტუგალია 1 0 0 1 -24 0
6. ბელგია 1 0 0 1 -35 0

მსოფლიოს თასის შესარჩევი
სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. საქართველო 6 5 1 0 +109 24
2. რუმინეთი 6 5 1 0 +73 23
3. რუსეთი 6 4 0 2 -3 18
4. პორტუგალია 6 1 1 4 -45 7
5. ესპანეთი 6 0 2 4 -60 6
6. ბელგია 6 0 1 5 -74 5

II ტური
8 თებერვალი
პორტუგალია-საქართველო
რუსეთი-რუმინეთი
ესპანეთი-ბელგია

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
პორტუგალიის ნაკრებმა "ბორჯღალოსნებთან" შეხვედრამდე ბოლო ტესტ-მატჩი გამართა
"ლობუშები" - "ბორჯღალოსნების" ყველაზე უხერხული მეტოქე ერთა თასზე
მკითხველის კომენტარები / 13 /
პირდაპირი არი იმედია.
PARFIUMER
09:56 08-02-2014
0
წესით და რიგით, თუ გვაქვს პრეტენზია, რომ სხვა დონეზე აგდავედით, პორტუგალიას კითხვების გარეშე უნდა ვუგებდეთ. ასე რომ საინტერესოა რა იქნება ხვალ.
jondi
15:05 07-02-2014
0

სიახლეები პოპულარული