საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა პორტუგალიაში გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
8 თებერვალს, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ერთა თასზე წლევანდელი გათამაშების მეორე მატჩი სტუმრად პორტუგალიის ნაკრებთან გამართა.

ლისაბონის უნივერსიტეტის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში მილტონ ჰეიგის შეგირდებმა ანგარიშით 34:9 გაიმარჯვეს.

ანგარიში მასპინძლებმა მე-3 წუთზე გახსნეს. უწყინარ სიტუაციაში მეტოქემ საჯარიმო მოიპოვა, რომლის გატანაც პედრო ავილას არ გასჭირვებია, თუმცა გათანაბრება "ბორჯღალოსნებმა" მალევე შეძლეს. ეს მე-9 წუთზე მერაბ კვირიკაშვილმა მოახერხა, რომელმაც ხელსაყრელი პოზიციიდან საჯარიმო ზუსტად დაჰკრა - 3:3.

ამის შემდეგ "მეკოს" საჯარიმოს დარტყმის შესაძლებლობა ზედიზედ სამჯერ (მე-16, 21-ე და 27-ე წუთებზე) კიდევ მიეცა და მანაც
დაკისრებულ მისიას თავი სამივეჯერ ბრწყინვალედ გაართვა, რითაც საქართველოს ნაკრები ანგარიშში წინ გაიყვანა - 12:3.

33-ე წუთისთვის კვირიკაშვილმა უკვე არეკნით სცადა ანგარიშში სხვაობის გაზრდა, თუმცა საკმაოდ შორიდან დარტყმული ბურთი მიზანს ასცდა.

პირველი ტაიმის ბოლო წუთზე საქართველოს ნაკრებმა ლელოს დადებაც მოახერხა - შერკინების შემდეგ ბურთი თედო ზიბზიბაძემ აიტაცა და პორტუგალიელთა ჩათვილის მოედანში დადო. კვირიკაშვილს რეალიზაცია არ გამოუვიდა და ტაიმი "ბორჯღალოსნების" გამარჯვებით, ანგარიშით 17:3 დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისშიც, როგორც პირველში, საჯარიმოს დარტყმის უფლება მასპინძლებმა მოიპოვეს და ავილამ ამჯერადაც ზუსტად დაარტყა, თუმცა ამას ორიოდ წუთშივე უპასუხა კვირაკაშვილმა ზუსტი საჯარიმოთი - 20:6.

53-ე წუთზე ავილამ მესამედაც იხეირა საჯარიმოთი და ანგარიშში სხვაობა კვლაც შეამცირა, მაგრამ ამის შემდეგ "ბორჯღალოსნებმა" სათამაშო ინიციატივა ხელთ იგდეს და მე-60 წუთისთვის მეორე ლელოც გაიტანეს.

შეტევის მარცხენა ფრთაზე კვირიკაშვილმა გაჭრა მეტოქის ხაზი და ბურთი ჩათვლის მოედანში შეიტანა, რასაც ზუსტი რეალიზაციაც მიაყოლა - 27:9.

მატჩის ბედი 71-ე წუთზე გადაწყდა. თამაზ მჭედლიძემ გაჭრა მეტოქის ხაზი, გაირბინა მეტოქის მოედნის ლამის მთელი ნახევარი, შეტევა კი ლელოთი დავით კაჭარავამ დაასრულა. "მეკომ" რეალიზაცია ზუსტად დაჰკრა და 34:9 - "ბორჯღალოსნების" სასარგებლოდ.

დარჩენილ დროში "ბორჯღალოსნებმა" პრემიალური ქულის მომტანი მეოთხე ლელოს გატანა ვეღარ მოასწრეს და საბოლოოდ მატჩი ამ ანგარიშით დასრულდა.

ევროპის ერთა თასის მეორე ტურში რუსეთის ნაკრებმა რუმინეთს უმასპინძლა და უშანსოდ, ანგარიშით 3:34 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ რუმინელებმა პრემიალური ქულა მოიპოვეს და ჯგუფში ქულებით საქართველოს გაუთანაბრდნენ.

შინ მოუგო ესპანეთის ნაკრებმა ბელგიას - 11:6.

ერთა თასზე მომდევნო მატჩს "ბორჯღალოსნები" 22 თებერვალს, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე რუსეთის ნაკრებთან გამართავენ.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 18 /
ჯორჯი მართალია... როცა იცი რომ უეჭველი წაგებული გაქ ან პირიქით მოგებული გაქ ძნელია თამაში... ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა რომ დაუღლელად მოუგეს, პრემიალურის აღებაც ტექნიკური პრობლემის ბრალი იყო თორე მინიმუმ ერთი ლელო დასადები იყო კიდევ... მოკლედ ბიჭებს წარმატებები და იმედია რუსებს დაანგრევენ როგორც ჩვევიათ :)
PARFIUMER
10 თებერვალი 2014 09:20
0
მეც მეტს მოველოდი.
ფაქტია ღერძი კვლავ პრობლემაა ჩვენს გუნდში, კიდევ სხვა ბევრი არც თუ უმნიშვნელო დეტალი, მარგამ...
ვიხსენებდი დროს როდესად ვაგებდით ლიხტენშტეინთან, პოლონოეთთან, იგივე პორტუგალიასთან, ურუგვაისთან, ჩილესთან, რუმინეთთან
აშკარად წინ წავიწიეთ, მაგრამ ეს წინსვლა ვერ ეყოფა იტალიას და შოტლანდიას...
უამრავი პრობლემაა მოსაგვარებელი, მომავალს იმედით ვუყურებ, მარგამ ეს მომავალიც უნდა დადგეს (U 21, U 19, U 17)
სანამ ტოპ 14-ში და ფედერალ 1-ში რეგულარულად არ ითამაშებს ჩვენი ბიჭები და ეროვნული რუმინეთის ლიგას არ დაეწევა ხარისხით - დიდი პრეტენზიის უფლება არ გვქონია.

14-13 ადგილის მსურველი გუდი პორტუალიასთან უშეცდომოდ და პრემალიურით, ლაღი რაგბით უნდა იგებდეს.
GiorgiG83
09 თებერვალი 2014 23:59
0
ძნელია რეალურად შეაფასო თამაში როცა მეტოქე აღარ გყავს ღირსეული. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა თითქოს პორტუგალიელებს საერთოდ ყელში ამოუვიდათ რაგბის თამაში რადგანაც სასიკეთოს ვერაფერს აღწევენ და არც არაფერი უკეთესი წინ არ ელოდებათ. დარწმუნებული ვარ რუმინეთთან სულ სხვა რაგბის ვიხილავთ ჩვენი ბიჭების შესრულებით.
jorji
09 თებერვალი 2014 23:32
0
არ ვარგოდა თამაში არაფრად .ერთი რაც იყო შესანიშნავი თაზო მჭედლიძის გარღვევა.გამოასწორეთ შეცდომები.ასეთი თამაშით ჩვენ რუმინეთს ვერ მოვუგებთ.
giorgi
09 თებერვალი 2014 21:28
0
რა უფლებით გააცილეთ აბუ, როცა ღირსეული შემცვლელი არ გყავდათ? კი ვიცით შინაურულად, რა ჩ-ბას ქონდა ადგილი, მაგრამ ასე თუ გააგძელებდით არ მეგონა.... გამოიძახეთ აბუ, ნამდვილად ვიცი, რომ სული უკაწკაწებს თამაშის დროს..... გადაახტით საკუთარ თავს.
geo
09 თებერვალი 2014 20:37
0
გილოცავთ ყველა ქართველს ყველა მოთამაშეს.თაზო მალადეც მაგარი ხარ.
zviadi
09 თებერვალი 2014 14:09
0
მგონი სჯობს ჰეიგმა გადახედოს სხვა 9ნომრებსაც საქართველოში, თუნდაც ქუთაისის 9 ნომრები ავიღოთ. ძალიან ძლიერი 9 ნომერი დაიმატეს ეხლახანს.მოსკოვის სპარტაკში თამაშობდა და ახალი სეზონიდან კი აიას რიგებს დაიცავს. იქნებ დროა 9 ნომრები გადაიხედონ
papuna
09 თებერვალი 2014 12:10
0
ბიძინა სამხარაძე გამოიძახონ
acho
09 თებერვალი 2014 10:35
0
სამხარაძე აშკარად გვჩირდება და რატო არ იძახებენ?
achi
09 თებერვალი 2014 10:34
0
სამხარაძე გვჩირდება და გამოიძახონ რააა ))))))))
achi
09 თებერვალი 2014 10:33
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული