"სტეჟარიმ" ჩვენი გუნდის მსგავსად, 28 ქულა დააგროვა და მხოლოდ გატანილი და მიღებული ქულების სხვაობით ჩამოგვრჩება. სავარაუდოდ, პირველი ადგილის ბედი 15 მარტს, "ბორჯღალოსნებისა" და "მუხის ფოთლების" დაპირისპირებისას გაირკვევა.
იქამდე კი ორივე გუნდს ორ-ორი მატჩი აქვს გასამართი. რუმინელები 22 თებერვალს ესპანეთის ნაკრებს კლუჟში დაუხვდებიან.
"სტეჟარის" უელსელმა თავკაცმა ლინ ჰოულსმა გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც უმნიშვნელო ცვლილებაა. საესპანეთოდ გუნდის განაცხადში არ არის ვალენტინ ურსაკეს ძმა ანდრეი
ესპანელებთან არ ითამაშებს ასევე "ბურგ ან ბრესის" მეორეხაზელი ალინ კოსტე. ისევ ვერ მოხვდა გაფართოებულ შემადგენლობაში წარმოშობით ქართველი შერკინების კვაჭი ოთარ ტურაშვილი.
სავარაუდოდ, იმავე შემადგენლობას შეკრებს ესპანელთა თავკაცი. თუმცა, ისიც ნათელია, რომ "ლომები" სტუმრად, რუმინელებთან თავს დიდად არ გამოიდებენ და ძალებს ბოლო ტურში, სტუმრად პორტუგალიის ნაკრებთან გადამწყვეტი დაპირისპირებისთვის დაზოგავენ.
მესამე ტურში ყველაზე მწვავე მატჩი ბრიუსელში გაიმართება, სადაც გათამაშების დებიუტანტი ბელგიის ნაკრები უშუალო კონკურენტ პორტუგალიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს. თუ სტუმრები მოიგებენ, "შავ ეშმაკებს", სავარაუდოდ, ვეღარაფერი უშველით, რადგან ბოლო ორი მატჩი რუმინეთისა და რუსეთის ნაკრებებთან აქვთ გასამართი. შინ გამარჯვების შემთხვევაში კი, ბელგია ჯერ კიდევ შეინარჩუნებს ერთა თასზე დარჩენის შანსს.
რუმინეთის ნაკრები
შერკინება: ჰორაციო პუნეგა (ჰლანეჰლი), პაულიკა იონი, ვლად ნისტორი (ორივე-კასტრი), კონსტანტინ პრისტავიტა, ალექსანდრუ ოანსეა (ორივე-ბაია მარე), ანდრეი რადოი (ეალინგი), ეუგენ კაპატანა, ვალენტინ პოპირლანი, კრისტიან მუნტეანუ, სტელიან ბურსეა (ყველა-ტიმიშოარა), მარიუს სირბე (ტარბი), რაზვან აილენეი (კლუჟი), მიჰაი მაკოვეი (სენ ნაზერი), ვიორელ ლუკაჩი (სტიაუა). ალექსანდრუ მიტუ (ბუქარესტი).
უკანა ხაზი: ფლორინ სურუჯუ (ბუქარესტი), კიპრიან კაპლესკუ (დინამო), ვალენტინ კალაფეტეანუ, მადალინ ლემნარუ, კატალინ ფეკუ (ტიმიშოარა), ჯორჯ ოპრეა, ჩაბა გალი, კრისტიან დინისი (ბაია მარე), ფლორინ ვლაიკუ, ადრიან აპოსტოლი (ფარული), ფლორინ იონიცა, იონუც დუმიტრუ, რობერტ დესკალუ (სტიაუა), დორინ მანოლე (ორტეზი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"