რუსეთის ნაკრებმა "ბორჯღალოსნებთან" მატჩისთვის შემადგენლობა გააცხადა

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 22 თებერვალს თბილისში, ეროვნულ სტადიონზე რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

"ბორჯღალოსნები" გამარჯვების შემთხვევაში 2015 წელს ინგლისში გასამართი მსოფლიოს თასის საგზურს გაინაღდებენ.

რუსეთის ნაკრების უელსელმა თავკაცმა კინგსლი ჯოუნზმა ის 26 მორაგბე დაასახელა, რომლებიც ჩვენს ნაკრებთან სათამაშოდ მოემზადებიან. უელსელის განკარგულებაში კვლავ არ არიან ძმები ვალერი და გრიგოლ ცნობილაძეები, რომლებიც საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ შეგნებულად არ თამაშობენ.

სამაგიეროდ, კვლავ რუსთა ნაკრებშია მოსკოველი პაველ კვერნაძე, რომელმაც "ბორჯღალოსნების" წინააღმდეგ ერთხელ უკვე ითამაშა. 2012 წელს, თბილისში ის მატჩი 46:0 მოვიგეთ. გაფართოებულ შემადგენლობაში არ არის შუამარბი მიხაილ
ბაბაევი. სხვა მხრივ, ჯოუნზმა რუსთა ოპტიმალურ შემადგენლობას მოუყარა თავი.

შეგახსენებთ, რომ ერთა თასის მეორე ტურში რუსებმა შინ წააგეს რუმინეთის ეროვნულ გუნდთან - 3:34. საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების დაპირისპირება 22 თებერვალს ეროვნულ სტადიონზე, 17 საათზე დაიწყება.

რუსეთის ნაკრები
ვასილი არტემევი, იგორ გალინოვსკი, ვიქტორ გრესევი, ალექსეი მაკოვეცკი, ანდრეი ოტროკოვი, ვლადიმირ რუდენკო, ანტონ რიაბოვი, ალექსანდრ ხუდიაკოვი (ყველა - კრასნი იარი), პაველ ბუტენკო, დიმიტრი გერასიმოვი, ინოკენტი ზიკოვი, სტანისლავ სელსკი, ანდრეი ტემნოვი (ყველა - ენისეი), ალექსანდრ ვოიტოვი, ალექსეი ვოლკოვი, მაგომედ დაუდოვი, ვლადისლავ კორშუნოვი, ალექსანდრ იანუშკინი, სერგეი იანუშკინი (ყველა - ვვა), ანდრეი იგრეცოვი, სერგეი სუგრობოვი (ორივე- სალვა), პაველ კვერნაძე (ფილი), კირილ კულემინი, ანდრეი ოსტრიკოვი (ორივე - სეილ შარქსი), იური კუშნარიოვი (ყუბანი), სერგეი სეკისოვი (სტრელაარგო).

ერთა თასი
22 თებერვალი
საქართველო-რუსეთი
ბელგია-პორტუგალია
რუმინეთი-ესპანეთი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ინფორმაცია საქართველო-რუსეთის მატჩის ბილეთებთან დაკავშირებით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული