გიორგი ნიჟარაძე: ჩვენ იმ რუს გენერლებს ხომ არ ვეთამაშებით?!

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ რუსეთთან ერთა თასის მატჩის წინ გულშემატკივარს სტადიონზე მოსვლისა და ეროვნული გუნდის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. ნიჟარაძის თქმით, ქართველი გულშემატკივარი მეტოქეს პატივისცემით უნდა მოეპყრას - ისე, როგორც სტუმარს ეკადრება.

შეგახსენებთ, რომ ”ბორჯღალოსნები” რუსეთის მორაგბეთა ნაკრებს 22 თებერვალს, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე უმასპინძლებენ.

"ჩვენ სულ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ გვინდა მსოფლიო ელიტაში შესვლა. ასევე გულშემატკივრების საყვარელი თემაა, რატომ არ ვართ ექვს ერში?

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ საიმისოდ, რომ სპორტული თვალსაზრისით, გავიზარდოთ და დავიმსახუროთ ეს უფლება, მაგრ
ამ იმ ხალხისთვის, ვინც ამ გადაწყვეტილებას იღებს, რაგბი მხოლოდ მოედანზე გასული მოთამაშეები არაა. ამის განმსაზღვრელია ზოგადად ქვეყანაში სარაგბო კულტურა, დამოკიდებულება სპორტის ამ სახეობისადმი, სტადიონზე ხალხის რაოდენობა, ამ მაყურებლის მოქცევის კულტურა.

მინდა მოვახსენო ჩვენს გულშემატკივრებს, რომ მომავალ მატჩს დაესწრება რაგბის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი ბერნარდ ლაპასე და ასევე, სხვა სტუმრებიც. ეს ადამიანები ყველაფერს ყურადღებით დააკვირდებიან. ვფიქრობ, ამით ყველაფერია ნათქვამი.

ჩვენ ქართველები ვართ და სტუმართმოყვარეობა სისხლში გვაქვს. ჩვენ იმ გენერლებს ხომ არ ვეთამაშებით? ვეთამაშებით ბიჭებს, ღირსეულ კაცებს, ჩვენი ბიჭების მეგობრებს, რომლებთანაც ომი მიდის მოედანზე, ხოლო მის მიღმა ქართველ და რუს მორაგბეებს მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებთ და დაგვიჯერეთ, ისინი ძალიან ღირსეული ადამიანები არიან.

ასე რომ, გულშემატკივრის მხარდაჭერა გამოიხატება სტადიონზე მოსვლასა და ჩვენი ნაკრების მხურვალე მხარდაჭერაში.

ჩვენი ინფორმაციით, ჩამოდიან რუსეთის ნაკრების გულშემატკივრები, ვეტერანი მორაგბეების დიდი ჯგუფი, რომლებიც ჩვენს ვეტერანებთან ითამაშებენ და მერე ერთად მოვლენ სტადიონზე.

პირიქით, ამათ უნდა მოვეფეროთ, რადგან ისინი მეგობრული გრძნობებით მოდიან და არა სამტროდ. ვისთანაც გვაქვს სამტრო, ეგ უკვე სხვა თემაა..." - თქვა ნიჟარაძემ გადაცემა "სპორტ ტაიმის" ეთერში.

ასევე იხილეთ:

რუსეთთან მატჩისთვის "ბორჯღალოსნების" 27-კაციანი რაზმი ცნობილია
შალვა მამუკაშვილი: პატივი ეცით ჩვენს მეტოქეებს!
მკითხველის კომენტარები / 28 /
პუტინს ვუწვები არა... კიდევ კარგი რომ პუტინმა იცის სტვენიების არსებობა და შიშით აღარ არის. მეც არა ვთქვი რაღაც გულგახეთქილია ეს კაცი ამ ბოლო დროს მეთქი.
ეს სტვენიები ხომ არ იყვნენ სულ კბილებით რომ დაგლიჯეს რუსის ტანკები აგვისტოში?
ეეეჰ
11:29 22-02-2014
0
ჯიგარი ხარ
maxo
23:38 21-02-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული