რუსეთთან მატჩისთვის "ბორჯღალოსნების" 27-კაციანი რაზმი ცნობილია

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 22 თებერვალს, "დინამო არენაზე" რუსეთის ნაკრებთან 2014 წლის ევროპის ერთა თასის მესამე ტურის მატჩს გამართავს.

"ბორჯღალოსნები" აქტიურ მზადებას უკვე შეუდგნენ - 17 თებერვლიდან მილტონ ჰეიგის გუნდს ლეგიონერებიც შეუერთდნენ.

18 თებერვალს საქართველოს ნაკრები ღია ვარჯიშს გამართავს, რომელიც ტრადიციული 11:00 საათის ნაცვლად, 16:00 საათზე, შევარდენის სანაკრებო ბაზაზე გაიმართება.

17-ში კი საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა 27-კაციანი რაზმი დაასახელა. აღსანიშნავია, რომ სამმატჩიანი, ტრავმებით გამოწვეული პაუზის შემდეგ ბორჯღალოსნების რიგებს დავით ზირაქაშვილი და მამუკა გორგოძე დაუბრუნდნენ.

საქართველოს ნაკრების  27-კაციანი რაზმი
1. მიხეილ
ნარიაშვილი, 2. ზურაბ ჟვანია, 3. ჯაბა ბრეგვაძე, 4. შალვა მამუკაშვილი, 5. დავით ზირაქიშვილი, 6. ლევან ჩილაჩავა, 7. ლევან დათუნაშვილი, 8. კოტე მიქაუტაძე, 9. გიორგი ნემსაძე, 10. გიორგი ჩხაიძე, 11. გივი ბერიშვილი, 12. მამუკა გორგოძე, 13. ვიტო კოლელიშვილი, 14. გიორგი თხილაიშვილი, 15. დიმა ბასილაია, 16. გიორგი ბეგაძე, 17. ვაჟა ხუციშვილი, 18. ლაშა ხმალაძე, 19. ლაშა მალაღურაძე, 20. მერაბ კვირიკაშვილი, 21. დავით კაჭარავა, 22. თედორე ზიბზიბაძე, 23. თამაზ მჭედლიძე, 24. ირაკლი მაჩხანელი, 25. გიორგი შკინინი, 26. მერაბ შარიქაძე, 27. ბექა წიკლაური.

ასევე იხილეთ:
ინფორმაცია საქართველო-რუსეთის მატჩის ბილეთებთან დაკავშირებით
რუსეთის ნაკრებმა "ბორჯღალოსნებთან" მატჩისთვის შემადგენლობა გააცხადა
მკითხველის კომენტარები / 14 /
არ ვიცი რატომ, მაგრამ მგონია და დიდი იმედიც მაქვს, რომ ამ თამაშში, რუსეთთან ჩვენი სარეკორდო 46 ქულიანი სხვაობა გაუმჯობესდება და უშუალოდ დათვებთან ბორჯღალოსნები სარეკორდო სხვაობით მოგების თამასას კიდევ ასწევენ!!! მიდით ლომებო თქვენ გენაცვალეთ!
G.A.
09:47 19-02-2014
0
ოოო, ჯერ ჯერობით სასიხარულო ისაა რომ ლელო არ გაგვიშვია, იმედია რუსეთთანაც იგივე წარმატებიტ გამოვალთ,,, მოვიგებთ 20 ქულის სხვაობით და არ გავუშვებთ ლელოს!!!
რაც შეეხება რუმინეთს, მისმა რიხიანმა სტარტმა ბევრი დაგვაფიქრა მაგრამ მე პირადად 15 მარტს გამარჯვებაში ეჭვი არ მეპარება მარტო იმიტომ რომ ბიჭებმა იციან როგორ უნდა მოუგონ რუმინეთს... მეკოც მაგ დღეს გაჯადოქრდება და კაჭარავა გოროძე და სხვებიც მაგ დღეს თავებს დაიხოცავენ! თუმცა მაინც ერთადერთი ანგარიშ გასაწევი ძალა რუმინეთია... თუ რამე ფორმატით სხვა ლიგა შევკარით მგონია რომ ყველა შემთხვევაში იქ საქართველო და რუმინეთი ერთად იქნებიან!!! მაგრამ პირველ ადგილოსნათ გამოვა სა ქარ თვე ლო!!!
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული