რუსებთან დიდ სტუმრიანობას ველით - "ბორჯღალოსნების" ღია ვარჯიში [PHOTO]

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები შაბათს, 22 თებერვალს, ერთა თასის გათამაშების მორიგი ტურის მატჩში, რომელიც იმავდროულად, 2015 წელს ინგლისში გასამართი მსოფლიოს თასის შესარჩევი ტურნირიცაა, ეროვნულ სტადიონზე რუსეთის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს.

"ბორჯღალოსნები" გამარჯვების შემთხვევაში მსოფლიოს თასის საგზურს გაინაღდებენ.

ჩვენმა მორაგბეებმა მზადება, ტრადიციულად, "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" დაიწყეს და 18 თებერვალს ღია ვარჯიში გამართეს. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში არ ჩანდა გარემარბი გიორგი შკინინი (არმია), რომელსაც ფეხის ტრავმა აწუხებს.

"ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა გუნდი ორ ჯგუფად გაყო. მორკინალები ძალოსნობის დარბაზში დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში სიმძიმეების აწევაში ვარჯიშობდნენ.
უკანა ხაზი კი, გუნდის ირლანდიელი მწვრთნელის, მაიკ ბრედლის ხელმძღვანელობით, რაკიდან შეტევის ორგანიზებას და სხვადასხვა კომბინაციის დახვეწას ცდილობდა.

მერე მოედანზე მორკინალებიც გამოჩნდნენ და საქმეში ილია ზედგინიძე და ილია მაისურაძე ჩაერთნენ. ჩვენმა მორაგბეებმა მოედნის ცენტრში მოგებული დერეფნის შემდეგ მრავალფაზიანი შეტევის აკინძვაში ივარჯიშეს. ეს ყველაფერი დაახლოებით ნახევარ საათს გაგრძელდა, რის შემდეგაც უკანახაზელებმა ძალოსნობის დარბაზში გადაინაცვლეს.

მორკინალები კი ფრანგი მწვრთნელის, დიდიე ბესის განკარგულებაში გადავიდნენ. მან დამცავი ბალიშების გამოყენებით რაკიდან ბურთის ატაცებასა და მოკლე დარტყმების განხორციელებაში ავარჯიშა "ბორჯღალოსნები".
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge
ბოლოს კი შერკინებაში წვრთნის ჯერიც დადგა, რომელსაც ისევ ბესი ხელმძღვანელობდა. მორკინალები ორ ჯგუფად გაიყვნენ და თამაშის ამ კომპონენტის დახვეწას საკმაოდ დიდი დრო დაუთმეს. თუ ამ კონკრეტული ვარჯიშის მიხედვით ვიმსჯელებთ, ჩვენი გუნდის ძირითადი შემადგენლობა შერკინებაში ასეთი უნდა იყოს:

1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. დავით ზირაქაშვილი, 4. კონსტანტინე მიქაუტაძე, 5. ლევან დათუნაშვილი, 6. ვიქტორ კოლელიშვილი, 7. მამუკა გორგოძე, 8. დიმიტრი ბასილაია.

ძნელი სათქმელია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ჰეიგი უკანა ხაზის დაკომპლექტებისას. ძირითადში მოხვედრის შანსი აქ ყველას აქვს.

გიორგი ჩხაიძე, საქართველოს ნაკრების მესამეხაზელი:
"რუსეთის ნაკრებს, ცხადია, კარგად ვიცნობთ. ყოველ წელიწადს ვხვდებით და ვუგებთ. მიუხედავად ამისა, მატჩისთვის ძალიან სერიოზულად ვემზადებით. რუსები ბოლომდე იბრძოლებენ და შეეცდებიან, მათთვის უსიამოვნო ტრადიცია დაარღვიონ.

ჩვენი მიზანია, მწვრთნელის დავალება შევასრულოთ, რაც მატჩის მოგების გარანტი იქნება. ტაქტიკა, რაც წინა თამაშზე გვქონდა, იმისგან განსხვავებული იქნება. ლისაბონში წვიმდა და ამიტომ სხვა სათამაშო სქემა ავირჩიეთ"
.

შალვა მამუკაშვილი, საქართველოს ნაკრების შერკინების კვაჭი:
"რა თქმა უნდა, რუსებთან თამაში ძალიან მნიშვნელოვანია. ყველაფერს ვიღონებთ, რომ ისინი კიდევ ერთხელ დავამარცხოთ.

მინდა ქომაგებს ვთხოვო, რომ მეტოქის მორაგბეებს და მათ გულშემატკივრებს პატივისცემით მოექცნენ"
.

საგულისხმოა, რომ ეს თემა რუსებთან მატჩის წინ განსაკუთრებით აქტუალური გახდა. საქართველოს რაგბის კავშირმა, ჯერ კიდევ ნოემბრის ტესტებიდან მოყოლებული, ახალი ტიპის მატჩის ბილეთების დაბეჭდვა დაიწყო, სადაც ძალიან კარგადაა ჩამოთვლილი რაგბის ქომაგის ქცევის წესები.

აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების მატჩს IRB-ის პრეზიდენტი ბერნარ ლაპასე და სხვა ოფიციალური პირები დაესწრებიან. ამასთან ერთად, რუსეთიდან ამ ქვეყნის ვეტერან მორაგბეთა გუნდი გვეწვევა, რომლებიც ქართველ ვეტერანებს გაეჯიბრებიან.

საქართველოს ნაკრები
პირველი ხაზი: მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე), ზურაბ ჟვანია (სტად ფრანსე), ჯაბა ბრეგვაძე (ტულუზი), შალვა მამუკაშვილი (არმია), დავით ზირაქაშვილი (კლერმონი), ლევან ჩილაჩავა (ტულონი).
მეორე ხაზი: ლევან დათუნაშვილი (ორიაკი), კონსტანტინე მიქაუტაძე (ტულონი), გიორგი ნემსაძე (ტარბი).
მესამე ხაზი: გიორგი ჩხაიძე (ტარბი), გივი ბერიშვილი (ლოკომოტივი), მამუკა გორგოძე (მონპელიე), ვიქტორ კოლელიშვილი (ლიონი), გიორგი თხილაიშვილი (არმია), დიმიტრი ბასილაია (ედინბურგი).
#9: გიორგი ბეგაძე (ყოჩები), ვაჟა ხუციშვილი (ხარები).
#10: ლაშა ხმალაძე (ლელო), ლაშა მალაღურაძე (ბაგნერე).
#12-13: თედო ზიბზიბაძე (პერიგო), მერაბ შარიქაძე (ბურგ ან ბრესი), დავით კაჭარავა (ენისეი).
#11-14: გიორგი შკინინი (არმია), ირაკლი მაჩხანელი (არმაზი), თამაზ მჭედლიძე (ბურგ ან ბრესი).
#15: მერაბ კვირიკაშვილი (ვიენი), ბექა წიკლაური (ლოკომოტივი).

რუსეთის ნაკრები
ვასილი არტემევი, იგორ გალინოვსკი, ვიქტორ გრესევი, ალექსეი მაკოვეცკი, ანდრეი ოტროკოვი, ვლადიმირ რუდენკო, ანტონ რიაბოვი, ალექსანდრ ხუდიაკოვი (ყველა - კრასნი იარი), პაველ ბუტენკო, დიმიტრი გერასიმოვი, ინოკენტი ზიკოვი, სტანისლავ სელსკი, ანდრეი ტემნოვი (ყველა - ენისეი), ალექსანდრ ვოიტოვი, ალექსეი ვოლკოვი, მაგომედ დაუდოვი, ვლადისლავ კორშუნოვი, ალექსანდრ იანუშკინი, სერგეი იანუშკინი (ყველა - ვვა), ანდრეი იგრეცოვი, სერგეი სუგრობოვი (ორივე - სალვა), პაველ კვერნაძე (ფილი), კირილ კულემინი, ანდრეი ოსტრიკოვი (ორივე - სეილ შარქსი), იური კუშნარიოვი (ყუბანი), სერგეი სეკისოვი (სტრელა-არგო).

ევროპის ერთა თასი
22 თებერვალი
საქართველო-რუსეთი
ბელგია-პორტუგალია
რუმინეთი-ესპანეთი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გიორგი ნიჟარაძე: ჩვენ იმ რუს გენერლებს ხომ არ ვეთამაშებით?!
შალვა მამუკაშვილი: პატივი ეცით ჩვენს მეტოქეებს!
ინფორმაცია საქართველო-რუსეთის მატჩის ბილეთებთან დაკავშირებით
მკითხველის კომენტარები / 9 /
იცი რა არის ღირსების დაცვა?რაც დღეს უკრაინელმა სპორტსმენებმა სოჭში გააკეთეს!მათ ჩვენგან განსხვავებით მედლების მოპოვების შანსიც ჰქონდათ და შეიძლება იმხელა დისკვალიფიკაციები აიკიდონ,რომ მთელი ცხოვრება დაისამარონ.რა,არ ესმოდათ,თუ რაზე მიდიოდნენ?მაგაშია საქმე,რომ ღირსება ვერც იწონება,ვერც იზომება და მე მშურს მათი და გულიც მტკივა,რომ პლანეტის ფურუნკულს,რუსეთს საბჭოთა ჰიმნის დაკვრაზე თურმე ფეხზეც უნდა წამოვუდგე,იმიტომ,რომ იქ 1-2,ჰა-ჰა 3 შედარებით ადამიანის მსგავსი რუსი ითამაშებს.მე ამას არ ვაპირებ!
ciba
20:36 20-02-2014
0
ჩვენს ქვეყანას არ ჰყავს მეგობრები,საქართველოს ნაციონალური ინტერესები აქვს-ყველა დროს,დღეს დღეობით რუსი გვართმევს ტერიტორიას,ვიმედოვნებ, ნორმალურ ქართველებს არც ოსმალო-იანიჩარი დავიწყებია და არც ფარსი-ყიზილბაში.სომხები,სხვათა მიერ წართმეულზე,მშვიდობიანად სახლდებიან,ითვისებდენ ჩვენ მიწებს,წამრთმევის ფრთის ქვეშ და მათთან ერთად,მათთან მიკედლებულები გვებრძოდენ და გვებრძვიან ქვეშ ქვეშად.აზერბაიჯანელებიც ამგვარად იქცეოდენ წარსულში,მაგრამ ყველაფერი რომ არ ითქმის,ზოგჯერ.ეს ჭეშმარიტება ყველა ნორმალურად მოაზროვნე ქართველმა იცის.დღეს დღეობით, რას ერჩით მეზობელ აზერბაიჯანს,გაჭირვების ჟამს მხარში გვედგა და გვიდგას,ან თურქეთს, ან ევრო ქვეყნებს,მცირედ თუ დიდად,ჩვენსკენ არიან,ქართველები კი ზოგიერთნი-ეშმაკებისაკენ.მოყვარე და მტერი,დროის მიხედვით და ეროვნული ინტერესების საფუძვლებით განირჩევა.და ძალით წართმეული მხოლოდ ძალით დაიბრუნება.მშვიდობიანი ყოველდღიური ბრძოლის ყველა მოფიქრებული ხერხით და ფორმით.
MI-6
17:12 19-02-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული