"ბორჯღალოსნები" გამარჯვების შემთხვევაში მსოფლიოს თასის საგზურს გაინაღდებენ.
ჩვენმა მორაგბეებმა მზადება, ტრადიციულად, "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" დაიწყეს და 18 თებერვალს ღია ვარჯიში გამართეს. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში არ ჩანდა გარემარბი გიორგი შკინინი (არმია), რომელსაც ფეხის ტრავმა აწუხებს.
"ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა გუნდი ორ ჯგუფად გაყო. მორკინალები ძალოსნობის დარბაზში დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში სიმძიმეების აწევაში ვარჯიშობდნენ.
მერე მოედანზე მორკინალებიც გამოჩნდნენ და საქმეში ილია ზედგინიძე და ილია მაისურაძე ჩაერთნენ. ჩვენმა მორაგბეებმა მოედნის ცენტრში მოგებული დერეფნის შემდეგ მრავალფაზიანი შეტევის აკინძვაში ივარჯიშეს. ეს ყველაფერი დაახლოებით ნახევარ საათს გაგრძელდა, რის შემდეგაც უკანახაზელებმა ძალოსნობის დარბაზში გადაინაცვლეს.
მორკინალები კი ფრანგი მწვრთნელის, დიდიე ბესის განკარგულებაში გადავიდნენ. მან დამცავი ბალიშების გამოყენებით რაკიდან ბურთის ატაცებასა და მოკლე დარტყმების განხორციელებაში ავარჯიშა "ბორჯღალოსნები".
ბოლოს კი შერკინებაში წვრთნის ჯერიც დადგა, რომელსაც ისევ ბესი ხელმძღვანელობდა. მორკინალები ორ ჯგუფად გაიყვნენ და თამაშის ამ კომპონენტის დახვეწას საკმაოდ დიდი დრო დაუთმეს. თუ ამ კონკრეტული ვარჯიშის მიხედვით ვიმსჯელებთ, ჩვენი გუნდის ძირითადი შემადგენლობა შერკინებაში ასეთი უნდა იყოს:
1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. დავით ზირაქაშვილი, 4. კონსტანტინე მიქაუტაძე, 5. ლევან დათუნაშვილი, 6. ვიქტორ კოლელიშვილი, 7. მამუკა გორგოძე, 8. დიმიტრი ბასილაია.
ძნელი სათქმელია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ჰეიგი უკანა ხაზის დაკომპლექტებისას. ძირითადში მოხვედრის შანსი აქ ყველას აქვს.
გიორგი ჩხაიძე, საქართველოს ნაკრების მესამეხაზელი:
"რუსეთის ნაკრებს, ცხადია, კარგად ვიცნობთ. ყოველ წელიწადს ვხვდებით და ვუგებთ. მიუხედავად ამისა, მატჩისთვის ძალიან სერიოზულად ვემზადებით. რუსები ბოლომდე იბრძოლებენ და შეეცდებიან, მათთვის უსიამოვნო ტრადიცია დაარღვიონ.
ჩვენი მიზანია, მწვრთნელის დავალება შევასრულოთ, რაც მატჩის მოგების გარანტი იქნება. ტაქტიკა, რაც წინა თამაშზე გვქონდა, იმისგან განსხვავებული იქნება. ლისაბონში წვიმდა და ამიტომ სხვა სათამაშო სქემა ავირჩიეთ".
შალვა მამუკაშვილი, საქართველოს ნაკრების შერკინების კვაჭი:
"რა თქმა უნდა, რუსებთან თამაში ძალიან მნიშვნელოვანია. ყველაფერს ვიღონებთ, რომ ისინი კიდევ ერთხელ დავამარცხოთ.
მინდა ქომაგებს ვთხოვო, რომ მეტოქის მორაგბეებს და მათ გულშემატკივრებს პატივისცემით მოექცნენ".
საგულისხმოა, რომ ეს თემა რუსებთან მატჩის წინ განსაკუთრებით აქტუალური გახდა. საქართველოს რაგბის კავშირმა, ჯერ კიდევ ნოემბრის ტესტებიდან მოყოლებული, ახალი ტიპის მატჩის ბილეთების დაბეჭდვა დაიწყო, სადაც ძალიან კარგადაა ჩამოთვლილი რაგბის ქომაგის ქცევის წესები.
აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების მატჩს IRB-ის პრეზიდენტი ბერნარ ლაპასე და სხვა ოფიციალური პირები დაესწრებიან. ამასთან ერთად, რუსეთიდან ამ ქვეყნის ვეტერან მორაგბეთა გუნდი გვეწვევა, რომლებიც ქართველ ვეტერანებს გაეჯიბრებიან.
საქართველოს ნაკრები
პირველი ხაზი: მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე), ზურაბ ჟვანია (სტად ფრანსე), ჯაბა ბრეგვაძე (ტულუზი), შალვა მამუკაშვილი (არმია), დავით ზირაქაშვილი (კლერმონი), ლევან ჩილაჩავა (ტულონი).
მეორე ხაზი: ლევან დათუნაშვილი (ორიაკი), კონსტანტინე მიქაუტაძე (ტულონი), გიორგი ნემსაძე (ტარბი).
მესამე ხაზი: გიორგი ჩხაიძე (ტარბი), გივი ბერიშვილი (ლოკომოტივი), მამუკა გორგოძე (მონპელიე), ვიქტორ კოლელიშვილი (ლიონი), გიორგი თხილაიშვილი (არმია), დიმიტრი ბასილაია (ედინბურგი).
#9: გიორგი ბეგაძე (ყოჩები), ვაჟა ხუციშვილი (ხარები).
#10: ლაშა ხმალაძე (ლელო), ლაშა მალაღურაძე (ბაგნერე).
#12-13: თედო ზიბზიბაძე (პერიგო), მერაბ შარიქაძე (ბურგ ან ბრესი), დავით კაჭარავა (ენისეი).
#11-14: გიორგი შკინინი (არმია), ირაკლი მაჩხანელი (არმაზი), თამაზ მჭედლიძე (ბურგ ან ბრესი).
#15: მერაბ კვირიკაშვილი (ვიენი), ბექა წიკლაური (ლოკომოტივი).
რუსეთის ნაკრები
ვასილი არტემევი, იგორ გალინოვსკი, ვიქტორ გრესევი, ალექსეი მაკოვეცკი, ანდრეი ოტროკოვი, ვლადიმირ რუდენკო, ანტონ რიაბოვი, ალექსანდრ ხუდიაკოვი (ყველა - კრასნი იარი), პაველ ბუტენკო, დიმიტრი გერასიმოვი, ინოკენტი ზიკოვი, სტანისლავ სელსკი, ანდრეი ტემნოვი (ყველა - ენისეი), ალექსანდრ ვოიტოვი, ალექსეი ვოლკოვი, მაგომედ დაუდოვი, ვლადისლავ კორშუნოვი, ალექსანდრ იანუშკინი, სერგეი იანუშკინი (ყველა - ვვა), ანდრეი იგრეცოვი, სერგეი სუგრობოვი (ორივე - სალვა), პაველ კვერნაძე (ფილი), კირილ კულემინი, ანდრეი ოსტრიკოვი (ორივე - სეილ შარქსი), იური კუშნარიოვი (ყუბანი), სერგეი სეკისოვი (სტრელა-არგო).
ევროპის ერთა თასი
22 თებერვალი
საქართველო-რუსეთი
ბელგია-პორტუგალია
რუმინეთი-ესპანეთი
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
გიორგი ნიჟარაძე: ჩვენ იმ რუს გენერლებს ხომ არ ვეთამაშებით?!
შალვა მამუკაშვილი: პატივი ეცით ჩვენს მეტოქეებს!
ინფორმაცია საქართველო-რუსეთის მატჩის ბილეთებთან დაკავშირებით
- პრემიალური ლელოს სავალდებულოდ აღება
- კორექტული გულშემატკივრობა (1 კვირაა ამას ითხოვს ფედერაციაც და ნაკრების წევრებიც)
კორექტულ გულშემატკივრობაში იგულისხმეს რამდენიმე დეტალი:
- არ დავუსტვინოთ მოწინააღმდეგის ჰიმნს
- არ ვისოლოთ ბოთლები
- დამარცხებული მოწინააღმდეგე საპატიო დერეფანში გავაცილოთ ტაშით
ისეთი შეძახილებისთვის, როგორიც არის რუსეთს რა - დ....ს ტ....ნა და ასე შემდეგ იმედია ჩვენი ბიჭები არ მოგვაცლევინებენ თავიანთი კარგი თამაშით.
არც ბოთლები გვექნება სასროლი და არც ავტობუსი დასალეწი...
იტალია საფრანგეთის მატჩისას ტრიბუნა მარსელიეზას მღეროდა ყოველ 10-15 წუთში ერთხელ - მივბაძოთ.
ჩვენს კარში კარიმისას ყველა დავუსტვენთ (ეს ჩვეულებრივი ამბავია) შერკინებაში მათი მოძალებისას ან ყველა დავუსტვენთ ან საქართველოს ძახილით იოგებს ვიტკენთ, მაგრამ -
იქნებ 2 წუთით მათ ჰიმნზე თავი ევიკავოთ და სტვენაში დასახარჯი ძალა ცვენი ჰიმნის უფრო ომახიანად და ხმამაღლა სამღედად შევინახოთ !!!