ქომაგთა ინიციატივა: უკრაინელი ხალხისადმი მხარდაჭერა საქართველო-რუსეთის მატჩზე

AutoSharing Option
საქართველო-რუსეთის ერთა თასის მატჩისთვის, რომელიც 22 თებერვალს თბილისში, "დინამო არენაზე" გაიმართება, Facebook-ზე შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, რომელიც ქართველ გულშემატკივარს სტადიონზე მისვლასა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

ღონისძიების მთავარი შეტყობინება გულშემატკივრებისთვის ასე გამოიყურება:

"შაბათს, 17:00 საათზე, "დინამო არენაზე", საქართველო-რუსეთის სარაგბო მატჩზე, ერთად გამოვუცხადოთ მხარდაჭერა უკრაინელ ხალხს უკრაინული ლურჯ-ყვითელი დროშების (ნაჭრის ან ქაღალდზე დახატული) აღმართვითა და "უკრაინა, უკრაინას" სკანდირებით რუსეთის ჰიმნის დროს!"

ამ დროისთვის ღონისძიებაზე მიწვევა დაახლოებით 15 000 ადამიანისთვის არის გაგზავნილი (ღონისძიების ბმული).

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში სპეცრაზმსა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი
შეტაკებების შედეგად, არაოფიციალური ინფორმაციით, უკვე დაიღუპა ასამდე ადამიანი.

უკრაინული დელეგაციის რამდენიმე წევრმა, რომელიც სოჭის ოლიმპიადაზე იმყოფებოდა, პროტესტის ნიშნად უარი თქვა სპორტულ ასპარეზობაში მონაწილეობაზე. გარდა ამისა, 20 თებერვალს, რომელიც უკრაინაში გლოვის დღედ გამოცხადდა, კიევის "დინამოსა" და "ვალენსიას" (0:2) შორის ევროპალიგის 1/16-ფინალის პირველი მატჩი, კიევის ნაცვლად, კვიპროსის დედაქალაქ ნიქოზიაში გაიმართა.

თავის მხრივ, Sportall.ge იწონებს ინიციატივას, 22 თებერვალს სტადიონზე გულშემატკივართა უკრაინის დროშებით ან მისი ფერების, ლურჯ-ყვითელი სამოსით მისვლის შესახებ (არა ჰიმნის უპატივცემულობას) და სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ ხალხს.

ასევე იხილეთ:
როგორც ყოველთვის, მოვიგებთ! - რუსები თბილისში წასაგებად ჩამოვიდნენ
გიორგი ნიჟარაძე: ჩვენ იმ რუს გენერლებს ხომ არ ვეთამაშებით?!
მკითხველის კომენტარები / 83 /
https://www.youtube.com/watch?v=AM4mIlYKG9s ესარის რაგბი და რაგბის გულშემატკივრობა და აურა ჰიმნისას აი ამის კი ნამდვილად მშურს
beeq
21 თებერვალი 2014 16:26
0
პროვოკაციის მოწყობა მართლა არ არის საჭირო, თუმცა სირაქლემას პოზაში ყოფნაც მგონი არავის უნდა. წუთიერი დუმილი აუცილებელია თამაშის დაწყების წინ, შავი სამკლაურებიც არ იქნებოდა ზედმეტი ალბათ... ჰიმნის დროს სიჩუმე უნდა დავიცვათ, მაგრამ თამაშის დროს "უკრაინას" სკანდირებას რა უშლის ხელს... ეს არც პროვოკაციაა, არც დამცირება და არც ვინმეს შეურაცხყოფა...
Laboureur
21 თებერვალი 2014 16:22
0
აუჰ -არ ვაწყენინოთ რუს რაგბისტებს!!!...
თუ ასეთი სამართლიანები არიან რუსი რაგბისტები,გავიდნენ წითელ მოედანზე და პუტინს მოთხოვონ-შეეშვას უკრაინას!!!
იქ ხალხი,უკრაინის საუკეთესო შვილები დაიღუპნენ და ჩვეთან ზოგს ირბ ეშინია(68წელს ჩეხები თუ ლანძღავდენენ ჰოკეის დროს რუსებს,რა შუაში იყო სპორტი?)
პრაქტიკულად ვიაზროვნოთ?იდეალები და ფასეულობები ჩვენგან შორს?მაშინ ფეხბურთში საქართველოს ნაკრებს რატო ვუქომაგოთ?ქომაგობა ხომ იდეალიზმის ერთ-ერთი გამოვლინებაა?რატომ ვთხოვთ ქართველ ფეხბურთელებს ნაკრებში თავგანწირვით,უფასოდ თამაშს?პრაქტიკულად ფეხები დაზოგონ და საერთოდ არ ჩამოვიდნენ ნაკრებში.ფული აიღონ უკრაინა-რუსეთის დაბალ ლიგებში და სპორტული მიღწევებისთვის არ იბრძოლონ...
ღირსება და ფასეულობები ყოველთვის უნდა დაამტკიცოს ადამიანმა და სიტყვიერად გამოხატოს პატივისცემა ...
akhali
21 თებერვალი 2014 16:19
0
წინა კომენტარი რატომ წამიშალეთ, ვერ ვხვდები. თუ ამასაც მიაყოლებთ, იძულებული ვიქნები, თქვენც პუტინკების რიგებს მიგათვალოთ
მერაბი
21 თებერვალი 2014 16:18
0
აბა რუსეთის საელჩო? ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რო ხალხის ნაწილი ან რეალობასაა მოწყვეტილი, ან დანიიდან წერს :D
elguja
21 თებერვალი 2014 15:57
0
K-ს
სადმე თუ ნახე რომელიმე რუსმა მორაგბემ გააკრიტიკა რუსეთის ქმედება ჩვენთან ან უკრაინასთან მიმართებაში, კაცურად მაჩვენე.
giorgi
21 თებერვალი 2014 15:56
0
სოლიდარობა გასაგებია, მაგრამ სპორტსმენებმა რა დააშავეს? ცოდოები არ არიან? ეგ სამართლიანი მაშინ იქნებოდა რაგბისტები ამ სადიზმს ღიად რომ უჭერდნენ მხარს!სოლიდარობის გამოხატვა და მხარდამჭერი აქციის მოწყობა კი ქუჩაშიც შეიძლება, თუ გული გულობს!
K
21 თებერვალი 2014 14:58
0
ვისაც რამე პროტესტის ან თანადგომის გამოხატვა გინდა, არსებობს უკეთესი ფორმები: რუსეთის საელჩოსთან მშვიდობიანი აქცია, ან მსვლელობა ქუჩაში და ა.შ. მაგრამ არ იქნება ცუდი თუ 80 წუთით მაინც მარტო ჩვენს ნაკრებზე იქნებით კონცენტრირებული და პოლიტიკას დაივიწყებთ. გმადლობთ.
giorgi
21 თებერვალი 2014 14:52
0
nikoloz ეგ ყველაფერი ძალიან კარგად ვიცი, მე იმას ვიძახი რო რუსებს არ დაუსტვენდნე ჰიმნის დროს და გრუზიას ძახილს არ დაიწყებდნენ. ბანერები კიდე რამდენიც გინდა იმდენი იქნება აქ, ომზე რა გითხრა? ორი ქართველი კი შეეწირა ამ ამბებს უკრაინაში და მანამდეც ომი რო ქონოდათ ბევრი ქართველის სიცოცხლე შეეწირებოდა
ემრე
21 თებერვალი 2014 14:52
0
რა არის პროვოკაცია შე ჩერჩეტო?
zura-s
21 თებერვალი 2014 14:39
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული