ქომაგთა ინიციატივა: უკრაინელი ხალხისადმი მხარდაჭერა საქართველო-რუსეთის მატჩზე

AutoSharing Option
საქართველო-რუსეთის ერთა თასის მატჩისთვის, რომელიც 22 თებერვალს თბილისში, "დინამო არენაზე" გაიმართება, Facebook-ზე შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, რომელიც ქართველ გულშემატკივარს სტადიონზე მისვლასა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

ღონისძიების მთავარი შეტყობინება გულშემატკივრებისთვის ასე გამოიყურება:

"შაბათს, 17:00 საათზე, "დინამო არენაზე", საქართველო-რუსეთის სარაგბო მატჩზე, ერთად გამოვუცხადოთ მხარდაჭერა უკრაინელ ხალხს უკრაინული ლურჯ-ყვითელი დროშების (ნაჭრის ან ქაღალდზე დახატული) აღმართვითა და "უკრაინა, უკრაინას" სკანდირებით რუსეთის ჰიმნის დროს!"

ამ დროისთვის ღონისძიებაზე მიწვევა დაახლოებით 15 000 ადამიანისთვის არის გაგზავნილი (ღონისძიების ბმული).

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში სპეცრაზმსა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი
შეტაკებების შედეგად, არაოფიციალური ინფორმაციით, უკვე დაიღუპა ასამდე ადამიანი.

უკრაინული დელეგაციის რამდენიმე წევრმა, რომელიც სოჭის ოლიმპიადაზე იმყოფებოდა, პროტესტის ნიშნად უარი თქვა სპორტულ ასპარეზობაში მონაწილეობაზე. გარდა ამისა, 20 თებერვალს, რომელიც უკრაინაში გლოვის დღედ გამოცხადდა, კიევის "დინამოსა" და "ვალენსიას" (0:2) შორის ევროპალიგის 1/16-ფინალის პირველი მატჩი, კიევის ნაცვლად, კვიპროსის დედაქალაქ ნიქოზიაში გაიმართა.

თავის მხრივ, Sportall.ge იწონებს ინიციატივას, 22 თებერვალს სტადიონზე გულშემატკივართა უკრაინის დროშებით ან მისი ფერების, ლურჯ-ყვითელი სამოსით მისვლის შესახებ (არა ჰიმნის უპატივცემულობას) და სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ ხალხს.

ასევე იხილეთ:
როგორც ყოველთვის, მოვიგებთ! - რუსები თბილისში წასაგებად ჩამოვიდნენ
გიორგი ნიჟარაძე: ჩვენ იმ რუს გენერლებს ხომ არ ვეთამაშებით?!
მკითხველის კომენტარები / 83 /
თუ მართლა მასე მოიქცევით ეს იქნება დიდი უპატივისცემლობა რუსი სპორტსმენების/მორაგბეების მიმართ!!! უკეთესი იქნებოდა რომ საკუთარი ჰიმნის შესრულების დროს დაიწყოთ "უკრაინა, უკრაინა" -ს სკარდირება!!! ეს იქნებოდა უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის გამოხატვის მისაღები ფორმა და ამავდროულად არ იქნებოდა არც საკუთარი თავის და არც მოწინააღმდეგის უპატივისცემლობა!!!
გიორგი
21 თებერვალი 2014 12:51
0
ვუერთდები და წუთიერი დუმილით პატივის მივაგებთ უკრაინის(და საქართველოს)თავისუფლებისათვის დაღუპულებს...
akhali
21 თებერვალი 2014 12:49
0
არავითარ შემთხვევაში ძალადობა!!!არც გინება,ლანძღვა...მხოლოდ სიტყვა!
როგორ -რაგბს ვუყურებ და ამ დროს უკრაინაში პატიოსან,პატრიოტ ადამიანებს რუსეთიდან მართული ხელისუფლება(და რუსეთის სპეცსამსახურები თვით კიევში)კლავს,იტაცებს,ტყეებში ხეზე აბამენ,აწამებენ და ეს უნდა დროებით დავივიწყო,თავიდან ამოვიგდო?და რუსეთის,პუტინის ჰიმნის დროსაც არ გამახსენდეს?...
akhali
21 თებერვალი 2014 12:46
0
Бернар-Анри Леви | La Règle du Jeu
Нужно уезжать из Сочи!
Утром 19 февраля в голове смешались две картины, пишет директор журнала La Règle du Jeu, философ и писатель Бернар-Анри Леви: "Белоснежные склоны Сочи, по которым под аплодисменты зрителей скатываются выдающиеся лыжники. И кровь на снегу у баррикад на Майдане - киевской площади Независимости, пролившаяся после того, как спецподразделения украинских властей в обстановке всеобщего равнодушия с согласия Путина получили приказ идти на штурм".

"В наложении двух картин, в практически идеальном совпадении по времени двух церемоний - апогея олимпийского праздника и похорон европейской мечты народа, который в нее еще верил, - есть что-то, что потрясает ум и терзает душу", - пишет Леви.

"Не является ли эта провокация, этот вызов, это хладнокровное и самоуверенное преступление ультиматумом режима и его покровителя?" - спрашивает у лидеров западного мира писатель.

"Я обращаюсь, наконец, к олимпийским комитетам стран-участниц сочинской Олимпиады, которые как ни в чем не бывало остаются слепы и глухи к трагедии, разворачивающейся всего в паре сотен километров от места их спортивных подвигов, и продолжают воплощать в жизнь олимпийский идеал, за который в этом году отвечает убийца с олимпийским факелом: не кажется ли вам, что в этот раз ваши медали имеют привкус крови? - вопрошает Леви. - Не думаете ли вы о другом снеге, окровавленном, который, можете не сомневаться, целиком занимает мысли хозяина Олимпиады?

"Олимпийские игры завершаются через несколько дней. Остается мало, очень мало времени, чтобы прекратить участие в мероприятии, которое более, чем когда-либо, напоминает мрачный маскарад. Остается мало, очень мало времени, чтобы спасти хотя бы честь и не вернуться домой овеянными славой, от которой пахнет сделкой с совестью и раскаянием", - заявляет философ.

"Давайте уедем из Сочи или хотя бы бойкотируем церемонию закрытия, чтобы XXII зимние Олимпийские игры не остались в истории как Игры позора и поражения Европы", - призывает Леви
ლევი 2008წლის ომის დროსაც მაგარ სტატიებს წერდა...მგონი თბილისში იყო
akhali
21 თებერვალი 2014 12:44
0
პროტესტი შეურაცყოფას არ ნიშნავს...პროტესტი ნებისმიერ ღონისძიებაზე, მათ შორის სპორტულზეც, გამოსახატია, მაგრამ ცივილურ ფორმას არ უნდა გავცდეთ...რუსეთი არის ოკუპანტი და ენის მოჩლექით არ უნდა ვესაუბროთ..სპორტსა და პოლიტიკას თავად რუსეთი აიგივებს, ასე რო ამას ვერ გავექცევით...
კახა
21 თებერვალი 2014 12:29
0
... და რაში ხედავთ აქ მოწინააღმდეგისადმი უპატივცემულობას??? ეს შეხვედრა უბრალოდ შანსია ადამიანების დიდმა რაოდენობამ ერთად გამოხატოს მხარდაჭრა უკრაინისადმი, რა შუაშია ვინ არის ამ შემთხვევაში მოწინააღმდეგე? პროსტა რუსეთი ჩამოდის, თორე გინდა რუმინეთი იყოს, გინდა პორტუგალია და თუნდაც უკრაინა, უკრაინის დროშის ფერებში რა არის ცუდი?

ეს არ ნიშნავს რომ რუსი რაგბისტებისადმი უნდა გამოხატო აგრესია და შეურაცხყოფა. რა შუაშია?
მიჩინიო
21 თებერვალი 2014 12:24
0
რაგბის კავშირს სხვა თხოვნა აქ გულშემატკივრებთან. საკუთარი ჰიმნი იმღერეთ ჯობია
beeq
21 თებერვალი 2014 12:17
0
რეებს ინიციატორობთ რაგბის კავშირს სხვა თხოვნა აქ გულშემატკივრებთან. საკუთარი ჰიმნი იმღერეთ ჯობია
beeq
21 თებერვალი 2014 12:17
0
რეებს ინიციატორობთ რაგბის კავშირს საერთოდ სხვა თხოვნა აქ გულშემატკივრებთან. საკუთარი ჰიმნი იმღერეთ ჯობია
beeq
21 თებერვალი 2014 12:15
1
*** ინიციატორი. ამდენს საუბრობენ რო პატივი ვცეთ მოწინააღმდეგესო და თქვენ რა *** გეგმავთ?!
zangura
21 თებერვალი 2014 11:55
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული