მილტონ ჰეიგი: ეს მატჩი მნიშვნელოვანი სრულიად საქართველოსთვისაა!

AutoSharing Option
"რუსეთთან თამაში არა მარტო ჩვენთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - ამის შესახებ საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა 21 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ბორჯღალოსნების" ახალზელანდიელი თავკაცის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ნაკრებმა სუსტად ჩაატარა წინა თამაშები, მეტოქის დაუფასებლობა არ შეიძლება.

"რა თქმა უნდა, მაქსიმალური ფოკუსირება უნდა გავაკეთოთ თამაშზე. როგორც ადრე აღვნიშნე, ეს თამაში არა მარტო ჩვენთვის და რაგბის გულშემატკივრებისთვის, არამედ სრულიად საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ნაკრებმა წინა თამაშები სუსტად ჩაატარა, მათ ესპანეთს მოუგეს. ეს არის გუნდი, რომელსაც
თუ მიეცი სირბილის საშუალება, ნებისმიერ გუნდს შეუქმნის ძალიან დიდ პრობლემას. მას ზერელედ არ უნდა მოეკიდო და სათანადოდ უნდა დააფასო მეტოქე",
- განაცხადა მილტონ ჰეიგმა.

მისივე თქმით, რუსეთის წინააღმდეგ თამაშისთვის, არსებული რესურსიდან საუკეთესო მოთამაშეები შეირჩნენ და ძალიან სასიხარულოა, რომ მამუკა გორგოძე და დავით ზირაქაშვილი ტრავმის შემდეგ ნაკრებს დაუბრუნდნენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ევროპის ერთა თასის მატჩში რუსეთის ეროვნულ გუნდს 22 თებერვალს, 17:00 საათზე თბილისში, "დინამო არენაზე" დაუპირისპირდება.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მიხედვით


ასევე იხილეთ:
რაგბის კავშირის განცხადება ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით
გიორგი ნიჟარაძე: ჩვენ იმ რუს გენერლებს ხომ არ ვეთამაშებით?!
გიორგი ჩხაიძე: მსოფლიოს თასზე აუცილებლად გავალთ
შალვა მამუკაშვილი: პატივი ეცით ჩვენს მეტოქეებს!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული