მილტონ ჰეიგი: მოგიწოდებთ, რუმინეთისა და ესპანეთის ნაკრებებთანაც ასე გვიქომაგეთ

AutoSharing Option
22 თებერვალს, საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ევროპის ერთა თასის მატჩში "დინამო არენაზე" რუსეთის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა და ანგარიშით 36:10 დაამარცხა.

"ბორჯღალოსნებმა" მეტოქის მატჩის დებიუტში დადებულ ერთ ლელოს ხუთით უპასუხეს და პრემიალური ქულით გაიმარჯვეს. ამ წარმატებით საქართველოს ნაკრებმა 2015 წელს, ინგლისში გასამართი მსოფლიო თასის საგზური გაიფორმა.

იხილეთ: "ბორჯღალოსნებმა" რუსების ძლევით მსოფლიოს თასის საგზური გაინაღდეს! [VIDEO]

მატჩის შემდეგ გუნდების მწვრთნელებმა პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.

მილტონ ჰეიგი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი):
"საქართველოს ნაკრების მთავარი ამოცანა მსოფლიოს თასზე გასვლა იყო და ეს შევასრულეთ.

ახლა გვინდა, რომ შესარჩევ
ჯგუფში პირველი ადგილი დავიკავოთ, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მომდევნო ორი შეხვედრა ესპანეთისა და რუმინეთის ნაკრებებთან. ამ მატჩების მნიშვნელობიდან გამომდინარე, მოვუწოდებ გულშემატკივრებს, რომ ისევე გვიქომაგონ, როგორც ეს დღეს მოხდა".


"ბორჯღალოსნების" ახალზენდიელმა თავკაცმა იმ შეცდომებზეც ილაპარაკა, რომლებიც საქართველოს ნაკრებმა პირველ ტაიმში დაუშვა.

"ამინდიდან გამომდინარე, რუსეთის ნაკრებმა ტაქტიკურად სწორად ითამაშა - მაღალ ბურთს კიდებდნენ, ჩვენ კი მისი აღება გვიჭირდა. პირველ ტაიმში ლელოც ჩვენი შეცდომის გამო დაგვიდეს.

შესვენებაზე ამის შესახებ ვესაუბრე ბიჭებს და მეორე ტაიმში ჩემი დავალელები შეასრულეს. იმედი მაქვს, ეს ხარვეზები ინგლისის მსოფლიო თასამდე აღმოიფხვრება",
- განაცხადა მილტონ ჰეიგმა.

კინგსლი ჯოუნზის (რუსეთის მთავარი მწვრთნელი):
"დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ნაკრები ინგლისის მსოფლიო თასზე მინიმუმ ორ თამაშს მოიგებს. საქართველოს ნაკრების უკვე გრანდებსაც უნდა ეშინოდეთ".

მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 5 /
მაგრები ხარტ,დიდ გუნდებტან ტამაშისტვის და წარმატებისტვის მეტი მუშაობაა საჩირო
zaza
13:56 23-02-2014
0
მე ცოტა კრიტიკულად შევხედავდი ჩვენების თამაშს...

გუნდი რთულად ლაგდება და უჭირს საკუთარი თამაში პოვნა.
გუნდი უშვებს უამრავ წვრილმან შეცდომას.
დიდი პრობლემები გვაქვს სათამაშო "სვიაზკებთან" დაკავშირებით
პრობლემები გვაქვს კონკრეტულ სათამაშო პოზიციებზე.
არც პრიორიტეტების განსაზღვრისას გვაქს ბოლომდე კომფორტულად საქმე...

გასაგებია რომ რუსებთან თამაშისას ბიჭები გარკვეული ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ იმყოფებოდნენ და სანამ სალელოვე მომენტი არ გავაფუჭეთ და აქეთ არ მივიღეთ ლელო და სანამ გორგოძემ ნახევარ გუნდს არ უღრიალა თამაში ვერ დალაგდა.
უამრავჯერ ჩაიშალა შეტევა წინ პასის გამო, დერეფანის უმეტესი წავაგეთ, რეალურად დამუშავებული არცერთი კომბინაცია არ გათამაშდა.
შერკინების სამივე ხაზს (თავის შეცვლებით) დიდი მადლობა, ასევე მადლოა მეორე შუამარბსა და გარემაბრს, მარგამ სხვა პოზიციებზე აშკარად გვიჭირს:
- ძალიან სუსტია 9 ნომრის პოზიცია: ხუციშვილი უბრალოდ ვერ არის სანაკრებო დონეზე, ბეგაზე კი რამდენიმე გამონათების გარდა ვერ იზრდება, აშკარად აგვიაენბს როგორც რაქიდან, ისე მოლიდან ბურთის დროულ გამოტანას და აბრაგანზე ვერ იყენებს მოწინააღმდეგის დაცვაი არსებულ თავისუფალ სივრცეებს.
- ფულბექის (15) არყოლის გამო მეკომ 10 ნომრიდან გადაიწია უკან, მარგამ მგეზავის არასაკმარისი გარჯის გამო რეალურად ფულბექს უწევს ყველა პირველ ბურთზე თამაში - ამას კი 9 და 10 უნდა აგვარებდეს.
მოწინააღმდეგის აბრაგანს ან კონტრშეტევის საწყის ფაზაზე დამფარებლად და ჩამკეტად იწევენ ან მხტომებელბი ან მესამე ხაზელები, რასაც ასევე 9 და 10 ნომერი უნდა აკეთებდეს.
აშკარად სუსტია ფლანგები. 11 და 14 ნომრებზე პრეტენზიის მქონე გუნდს მაჩხანელზე და შკინინზე (პოზიცია შეცვლილი მჭედლიძე კი ვერ მოერგო ახალ ამპლუას) უკეთესი მოთამაშეები უნდა ყავდეს. რეალური გამწვავება ფლანგებიდან უიშვიათესია თუ ბელგიელების რბევას არ ჩაავთვლით.
ალბათ დროა მალაღურეძე დადგეს 15 ნომერზე და მეკომ ისევ 10-ზე ამოიწიოს, მინიმუმ უკეთესი 11 ნომერი ვეძებოთ და 9 ნომრის პოზიციაზე ივნისის ტურნირზე პატარა ბიჭები გამოვცადოთ.

რამდენჯერმე თამაშდებოდა (ასე იკითხებოდა დგომიდან გამომდინარე) კომბინაცია: ბასილაია - ბეგაძე - ხმალაძე - შარიქაძე: დიმას გამოქონდა ბურთი მაგრამ ან ბეგაძე აგვიანებდა გაშლას და ან არატავისუფალ ზონაზე კიდებდა აბრაგანს ან ხმალაძე აღარ შლიდა შარიქაძეზე და თავად უტევდა - ეს ალბათ უდისციპლინობაა ცოტა არაპროფესიონალიზმთან ერთად.

ამდენი ხარვეზით ვერც იტალიას, ვერ შოტლანდიას, ფიჯი და ტონგას რეალურ კონკურენციას ვერ გავუწევთ. დავრჩებით რუმინეთის, აშშ-ს კანადის და ხანდახან იაპონიის კონკურენტად.

დიდი გეგემები 9-11-14 - 10/15 (მეკო მალაღურას ერთდროული თამაშIთ ეს ორი პოზიცია მოვლადია) პოზიცეიბის დალაგებამდე გადაიდო.
სამწუხაროა, მაგრამ რეალობაა - პრობლემები ჯერ თავზე საყრელად გვაქვს
GiorgiG83
16:26 23-02-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული