"ბორჯღალოსნების" ფრანგული შეკრება და 28-კაციანი რაზმი

AutoSharing Option
საქართველოსა და რუმინეთის ეროვნულმა ნაკრებებმა, შესაბამისად, რუსეთისა და ესპანეთის დამარცხებით 2015 წლის მსოფლიო თასის საგზურები კი გაინაღდეს, მაგრამ ამით ყველაფერი არ დასრულებულა - ჯერ კიდევ გასარკვევია ამ ორი ნაკრებიდან მსოფლიო თასზე ვინ რომელ ჯგუფში იასპარეზებს.

შეგახსენებთ, ერთა თასის გამარჯვებული ინგლისში ევროპა 1-ის სახით გაემგზავრება და C ჯგუფში იასპარეზებს, ხოლო მეორეადგილოსანი კი ევროპა 2-ის ტიტულით D ჯგუფში მოსინჯავს ძალებს.

ყველაფერი ევროპის ერთა თასის 2014 წლის გათამაშების ბოლო ტურში, 15 მარტს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაირკვევა;  მანამდე კი, 8 მარტს, "ბორჯღალოსნები" მადრიდში
ესპანეთის ნაკრებს ესტუმრებიან, ხოლო რუმინელები კი ბელგიას უმასპინძლებენ.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ესპანეთთან თამაშამდე საფრანგეთში, ტულონთან ახლოს მდებარე ქალაქ სიპრიენში შეკრებას გაივლის, 6 მარტს კი მადრიდში ჩავა.

"ბორჯღალოსნები" შეკრებაზე 2 მარტს, შემდეგი 28-კაციანი რაზმით გაემგზავრნენ:

Sportall.Ge

ესპანეთისა და საქართველოს შორის გასამართი მატჩი მადრიდში 8 მარტს გაიმართება და მის პირდაპირ ტრანსლაციას, ტრადიციულად, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" 1 არხი 19:00 საათზე შემოგვთავაზებს.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ერთა თასის 2013 წლის გათამაშებაში "ბორჯღალოსნები" ესპანეთის ნაკრებთან მოულოდნელად დამარცხდნენ.

მომზადებულია rugby.ge-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:
ესპანეთი-საქართველო 25:18 - მილტონ ჰეიგის მარცხიანი დასაწყისი. დასასრული?
მკითხველის კომენტარები / 5 /
ვინმემ ამიხსენით,ეს კეპების რაოდენობა რაზე მიუთითებს და რა პრინციპით ხდება მისი აგება?
giorgi
15:24 03-03-2014
0
ოღონდ გამახსენეთ 2013 წელში როდის დამარხცდა ჩვენი სარაგბო ნაკრები, მით უმეტეს ესპანეთთან, როცა ჩვენს ნაკრებს ამ ციკლში საერთოდ წაგება არ ააქვს ! ცოტა უფრო აკადემიური სტატიაა საჭირო
levani
21:45 03-03-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული