ირლანდია VS საქართველო - გამოვიყენოთ შესაძლებლობების მაქსიმუმი

AutoSharing Option
ირლანდიის ტესტამდე 24 საათით ადრე ბორჯღალოსნებმა "ავივაზე" კაპიტნის ვარჯიში გამართეს.

ჩვენი ნაკრები ირლანდიაში 9 ნოემბერს ჩავიდა და მას შემდეგ კვირის ტესტ-მატჩისთვის ადგილზე აქტიურად ემზადება.

"ბოლო კვირის განმავლობაში კარგად მოვემზადეთ. გავაანალიზეთ თამაშის ის კომპონენტები, რომლებშიც ტონგასთან მატჩში გაგვიჭირდა და ახლა ჩვენ უცილებლად, ზედმიწევნით უნდა შევასრუთ სათამაშო გეგმა.

ჩვენთვის დიდი პატივია მომავალ მატჩში მონაწილეობა და ვიცით, რომ რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა გამოვიყენოთ და კარგად ვითამაშოთ", - განაცხადა მილტონ ჰეიგმა.

შეგახსენებთ, რომ ირლანდია-საქართველოს ტესტ-მატჩი 16
ნოემბერს თბილისის დროით 18:30 საათზე დაიწყება, რომლის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგვთავაზებს.

"ბორჯღალოსნების" სამატჩო რაზმი ირლანდიის წინააღმდეგ ასე გამოიყურება:

შერკინება
1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. დავით ქუბრიაშვილი, 4. კოტე მიქაუტაძე, 5. გიორგი ნემსაძე, 6. გიორგი თხილაიშვილი, 7. ვიტო კოლელიშვილი, 8. დიმიტრი ბასილაია

ღერძი
9. გიორგი ბეგაძე, 10. ლაშა ხმალაძე

ხაზი

11. სანდრო თოდუა, 12. მერაბ შარიქაძე, 13. დავით კაჭარავა (კაპ), 14. თამაზ მჭედლიძე, 15. მერაბ კვირიკაშვილი

მარქაფა

16. სიმონ მაისურაძე, 17. ზურაბ ჟვანია, 18. ლევან ჩილაჩავა, 19. ლევან დათუნაშვილი, 20. გიორგი ჩხაიძე, 21. ვაჟა ხუციშვილი, 22. ლაშა მალაღურაძე, 23. მურაზ გიორგაძე

ასევე იხილეთ:
დიდი გუნდების დამარცხებაც შეგვიძლია - მერაბ შარიქაძე ირლანდიურ მედიას
მკითხველის კომენტარები / 2 /
დარწმუნებული ვარ, რომ დაძაბული თამაში იქნება, თავსაც და სამშობლოსაც ასახელებენ ბიჭები
0
ერთ ლელოს თუ დავდებთ და 25 ქულაზე ნაკლებით წავაგებთ, მიუღებელი არ იქნება
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული