გერმანია-საქართველო 8:64 - პირველი დაგეგმილი გამარჯვება [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
იხილეთ სრული მატჩის ვიდეო

7 თებერვალს საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" პირველი შეხვედრა სტუმრად გერმანიის ეროვნულ გუნდთან გამართა და როგორც მოსალოდნელი იყო, მეტოქე პრემიალური ქულით დაამარცხა - ანგარიშით 64:8 (პირველი ტაიმი 31:8).

ქალაქ ჰოიზენშტამის სტადიონზე გამართულ მატჩში ანგარიში მასპინძლებმა არეკნით მე-3 წუთზე გახსნეს, თავიანთი ერთადერთი ლელო კი 27-ე წუთისთვის მიითვალეს (8:14). ეს იყო და ეს, ამის შემდეგ ქულებს მხოლოდ ქართველი მორაგბეები აგროვებდნენ, რომლებმაც  მასპინძლებს 10 ლელო (2 ტექნიკური) დაუდეს და მათგან 7 გარდასახეს.
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

საქართველოს ნაკრები: 15. გიორგი
აფციაური, 14. სანდრო თოდუა, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. ალექსანდრე ხუციშვილი, 10. ლაშა ხმალაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე; 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. ზურაბ ჟვანია, 3. დავით ზირაქაშვილი, 4. ვახტანგ მაისურაძე, 5. გიორგი ნემსაძე, 6. გიორგი თხილაიშვილი, 7. შალვა სუთიაშვილი, 8. ბექა ბიწაძე.

სათადარიგოები: 16. შალვა მამუკაშვილი, 17. ლევან ჩილაჩავა, 18. დუდუ ქუბრიაშვილი, 19. კოტე მიქაუტაძე, 20. დიმიტრი ბასილაია; 21. გიორგი ბეგაძე, 22. ლაშა მალაღურაძე, 23. თამაზ მჭედლიძე.

"ბორჯღალოსნებისთვის" ეს გერმანიის მორაგბეთა ნაკრებთან გამართული მესამე შეხვედრაა. როგორც ახლა, 2010/11 წლებშიც გამარჯვება ქართველ მორაგბეებს დარჩათ.

საქართველოს ნაკრები "რაგბი ევროპის ჩემპიონატზე" მეორე ტურის შეხვედრას 14 თებერვალს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავს, სადაც მეტოქედ პორტუგალიის ეროვნული გუნდი ეყოლება.

რაც შეეხება პირველი ტურის სხვა შეხვედრებს, რუმინეთის ნაკრებმა პრემიალური ქულით სტუმრად პორტუგალია დაამარცხა - 10:37, ესპანეთმა კი, ასევე პრემიალურით ქულით, შინ რუსეთს აჯობა - 43:10.

რაგბი ევროპის ჩემპიონატი
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 7 /
ნეტა ფეხბურტელებს არ ქონდეტ ესე სინდისი და ნამუსი davidbe :)
giorgi
15:13 09-02-2015
0
ცხრილი არასწორია თუ ესპანეთი -რუსეთი 43-10 დამთავრდა. ესპანეთს +33-ით მეორეზე უნდა იყოს.
ssss
02:05 09-02-2015
0

სიახლეები პოპულარული