პორტუგალიის ნაკრები თბილისს შეცვლილი შემადგენლობით ესტუმრა

AutoSharing Option
პორტუგალიის ნაკრები თბილისში დღეს, 12 თებერვალს, გამთენიისას ჩამოვიდა.

"ლობუშების" მთავარმა მწვრთნელმა თან 23 მორაგბე იახლა, რომელთაგან ექვსს პირველი ტურის მატჩში რუმინეთის ეროვნულ გუნდთან არ უთამაშია.

ესენი არიან: დავიდ დოს რეისი (შატორენარი), ფრანსისკუ ფერნანდესი (ბეზიე), მანუელ პერეირა (დირეიტო), მიგელ ვილასა (კდული), მაიკ ტაჯერი (მასი) და ტონი მარტინსი (ლიმოჟი). როგორც ხედავთ, ამ ექვსეულიდან ხუთი ლეგიონერია, ვილასა კი სულაც დებიუტანტია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მორაგბეთა ნაკრები "რაგბი ევროპის ჩემპიონატზე" მეორე ტურის მატჩს პორტუგალიასთან 14 თებერვალს, 17:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავს.

ბილეთები მიხეილ
მესხის სახელობის სტადიონის სალაროებში ყოველდღე, 11:00-იდან 19:00 სთ-მდე იყიდება - ფასი 3 და 5 ლარია. ყველა ბილეთი დანომრილია.

პორტუგალიის ნაკრები:
ბრუნო მედეიროში, დიეგო ფან დენ ტორნი, ფრანსისკუ აპლეტონი, ფრანსისკუ მაგალიაეში, მიგელ ვილასა, ნუნო კოსტა, ტომას აპლეტონი, ტომაშ ნორონა (ყველა-კდული), ბრუნი როჩა, დუარტე მარკესი (აეის ტექნიკო), დავიდ დოს რეისი (შატორენარი), ფრანსისკუ ფერნანდესი (ბეზიე), ჟულიენ ბარდი, პედრო ავილა (ორივე-სკლერმონი), მანუელ მურტეირა (აგრონომია), მანუელ პერეირა (დირეიტო), მაქსიმ ტონიეტა (ოიონაქსი), მაიკ ტაჯერი (მასი), ნუნო ტაფული, სალვადორ ვასალო (ორივე-კასკაისი), ტონი მარტინსი (ლიმოჟი), ვასკო უვა (დირეიტო).

საქართველოს ნაკრები:
პირველი ხაზი: ვასილ კაკოვინი (ტულუზი), მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე), დავით ზირაქაშვილი (კლერმონი), ლევან ჩილაჩავა (ტულონი), დავით ქუბრიაშვილი, ზურაბ ჟვანია (ორივე - სტად ფრანსე), შალვა მამუკაშვილი (სეილ შარქსი), კარლენ ასეიშვილი (ბრივი).

მეორე ხაზი: გიორგი ნემსაძე (ტარბი), ლევან დათუნაშვილი (ორიაკი), გიორგი ჩხაიძე (ლილი), კოტე მიქაუტაძე (ტულონი).

მესამე ხაზი: გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი), შალვა სუთიაშვილი (მასი), ბექა ბიწაძე (ლოკომოტივი), ლაშა ლომიძე (ბეზიე), დიმიტრი ბასილაია (პერპინიანი).

N9: ვასილ ლობჟანიძე (არმაზი), გიორგი ბეგაძე (ყოჩები).
N10: ლაშა ხმალაძე (ლელო)
N12-13: ლაშა მალაღურაძე (ბაგნერე), მერაბ შარიქაძე (ორიაკი), დავით კაჭარავა (ენისეი), თამაზ მჭედლიძე (აჟენი).
N11-14: ალექსანდრე ხუციშვილი (ყოჩები), ალექსანდრე თოდუა (ლელო), მურაზ გიორგაძე (არმაზი).
N15: მერაბ კვირიკაშვილი (მონლუსონი), გიორგი აფციაური (აია).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული