ინფორმაცია საქართველო-რუსეთის მატჩზე დასასწრები ბილეთების შესახებ [VIDEO]

AutoSharing Option
14 მარტს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" IV ტურში რუსეთის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს. შეხვედრა 17:00 სთ-ზე დაიწყება.

მატჩის ბილეთები 8 მარტიდან (კვირა) ყოველდღიურად, მხოლოდ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სალაროებში გაიყიდება. 8 მარტს სალაროები 12-დან 18 საათამდე იმაშუვებს, ხოლო ორშაბათიდან 11-დან 19 საათის ჩათლით. დარჩენის შემთხვევაში ბილეთები მატჩის დღესაც გაიყიდება.

ბილეთის ფასი 3 და 5 ლარია. ყველა ბილეთი დანომრილია.
Sportall.Ge
ქართველი "ბორჯღალოსნები რუს "დათვებს" ურთიერთშეხვედრების ისტორიაში მე-19-ჯერ ხვდებიან. რუსმა მორაგბეებმა მხოლოდ ერთხელ გვაჯობეს - სულ პირველ
დაპირისპირებაში, რომელიც 1993 წელს გაიმართა. ერთი შეხვედრა ფრედ დაასრულდა, დანარჩენ 16 მატჩში კი გამარჯვება საქართველოს ნაკრებს დარჩა.

იხილეთ ვიდეო: ბორჯღალოსნები vs რუსი დათვები. პრომო

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული