საქართველო-რუსეთის მატჩის დღეს სტადიონზე საქომაგო აქსესუარები გაიყიდება

AutoSharing Option
პირველად ქართული რაგბის ისტორიაში, საქართველოს რაგბის კავშირის პარტნიორმა კომპანიამ "პროესკომ" (ProS Co) ქართული რაგის საქომაგო ატრიბუტიკის და აქსესუარების დამზადება დაიწყო.

საქომაგო აქსესუარების შეძენა შესაძლებელი იქნება საქართველო-რუსეთის მატჩზე, 14 მარტს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე. შეგახსენებთ, რომ შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყება.

აქვე წარმოგიდგენთ სხვადასხვა აქსესუარის ფასს:

საქომაგო გასაბერი ჯოხები - 4.00 ლარი
საქომაგო გასაბერი ხელი - 6.00 ლარი
საწვიმარი - 5.00 ლარი
მობილურის ჩასადები სამკლავური ( Touch Screen ) - 12.00 ლარი
საყვირი - 10.00 ლარი
ხელთათმანი (გამოსცემს ხმას) -
5.00 ლარი
ბრენდირებული მაისური - 25.00 ლარი
ჭიქა - 8.00 ლარი
ბენდენა - 8.00 ლარი
კეპი - 10.00 ლარი
კალამი - 1.50 ლარი
სამაჯური - 2.00 ლარი
სასტვენი - 3.00 ლარი
საქომაგო ხელი (გამოსცემს ხმას) - 5.00 ლარი
პინი - 1.50 ლარი
ლენიარდი - 6.00 ლარი
ბრელოკი კალენდარი - 5.00 ლარი
კალენდარი - 8.00 ლარი
მაისური - 25.00 ლარი
პოლო მაისური - 40.00 ლარი
ჩანთა - 6.00 ლარი
საფულე - 5.00 ლარი
მკითხველის კომენტარები / 1 /
იქნებ წინა დღეებშიდაც გამოიტანოთ. ავადმყოფობის გამო სტადიონზე ვერ მივდივარ.
მალხაზი
12:36 11-03-2015
0

სიახლეები პოპულარული