რუსებმა ქართველი მორაგბეები საქართველოს წინააღმდეგ სათამაშოდ ვერ დაითანხმეს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" მორიგი ტურის მატჩისთვის მზადებას განაგრძობს. შაბათს გასამართი დაპირისპირებისთვის ჩვენი მეტოქე რუსეთის ნაკრებიც ემზადება.

"დათვები" საწვრთნელ შეკრებაზე სოჭში იმყოფებიან. უკვე ვწერდით, რომ მათმა მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრ პერვუხინმა მხოლოდ რუსეთში მოთამაშე მორაგბეებს უხმო. აღსანიშნავია, რომ პერვუხინის ეროვნული გუნდის სათავეში მისვლის შემდეგ ნაკრებიდან გაქრნენ ძმები გრიგოლ და ვალერი ცნობილაძეები.

რუსული სპორტული მედიის ცნობით, "იურიჩმა", როგორც პერვუხინს მეგობრულად ეძახიან, ძმები ნაკრებში კი გამოიძახა, მაგრამ საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ თამაში მოსთხოვა. ამაზე კი ცნობილაძეებმა უარი განაცხადეს. მათ იმთავითვე ჰქონდათ ნათქვამი, რომ
რუსთა გუნდს სიამოვნებით დავეხმარებით, მაგრამ საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ არასდროს ვითამაშებთო.

ჩვენი მეტოქის ბანაკში ერთი სიახლეა: შერკინების თამაშის გასაძლიერებლად რუსებმა ინგლისელი სპეციალისტი ჯეიმზ ბაკლენდი მიიწვიეს, რომელიც 33 წლისაა და თამაშს თავი ახლახან დაანება.

ამასობაში გამოქვეყნდა "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" საუკეთესო მექულეთა სია: პირველ ადგილზე რუმინელი დამრტყმელი ვალენტინ კალაფეტეანუა - 37 ქულა (ორი ლელო, ექვსი გარდასახვა და ხუთი საჯარიმო), მას ექვსი ქულით ჩამორჩება საქართველოს ნაკრების ფულბეკი მერაბ კვირიკაშვილი (ცხრა საჯარიმო და ორი გარდასახვა). 20 ქულით მესამე ადგილზეა "ბორჯღალოსნების" შერკინების კვაჭი ზურაბ ჟვანია. მან ოთხი ლელო გაიტანა და, ცხადია, ტურნირის საუკეთესო მელელოვეა.

საქართველო
პირველი ხაზი: მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე), კარლენ ასეიშვილი, ანტონ ფეიქრიშვილი (ორივე - ბრივი), სიმონ მაისურაძე (ვალანსი), ზურაბ ჟვანია (სტად ფრანსე), დავით ზირაქაშვილი (კლერმონი), ლევან ჩილაჩავა (ტულონი).
მეორე ხაზი: გიორგი ნემსაძე (ტარბი), ლევან დათუნაშვილი (ორიაკი), კონსტანტინე მიქაუტაძე (ტულონი), ვახტანგ მაისურაძე (ალბი).
მესამე ხაზი: მამუკა გორგოძე (ტულონი), შალვა სუთიაშვილი (მასი), ლაშა ლომიძე (ბეზიე), გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი), ბექა ბიწაძე (ლოკომოტივი).
#9: გიორგი ბეგაძე (ყოჩები), ვაჟა ხუციშვილი (ხარები), ვასილ ლობჟანიძე (არმაზი).
#10: ლაშა ხმალაძე (ლელო), ლაშა მალაღურაძე (ბაგნერე).
#12-13: მერაბ შარიქაძე (ორიაკი), დავით კაჭარავა (ენისეი).
#11-14: თამაზ მჭედლიძე (აჟენი), ალექსანდრე თოდუა (ლელო), ალექსანდრე ხუციშვილი (ყოჩები), მურაზ გიორგაძე (არმაზი).
#15: მერაბ კვირიკაშვილი (მონლუსონი), გიორგი აფციაური (აია).

რუსეთი
სერგეი ნოვოსელოვი, სტანისლავ სელსკი, ინოკენტი ზიკოვი, ევგენი პრონენკო, ანდრეი ტემნოვი, დიმიტრი კროტოვი, ალექსეი შერბანი, რამილ გაისინი, იური კუშნარიოვი, დიმიტრი გერასიმოვი, იგორ კუშნარიოვი, პაველ ბუტენკო, ნიკიტა ილენკო, ნიკოლაი სერკოვი (ყველა - ენისეი), ანდრეი გორბუზოვი, ვიქტორ გრესევი, რუშან იაგუდინი, ანტონ რიაბოვი, ვასილი არტემევი, ანდრეი ოტროკოვი, ვლადიმირ რუდენკო, ევგენი კოლომიიცევი (კრასნი იარი), ალექსეი ვოლკოვი, ვლადისლავ კორშუნოვი, სეგეი სეკისოვი, ალექსეი პანასენკო, არტიომ ფატახოვი, მიხაილ ბაბაევი (ყველა - ვვა), ანდრეი იგრეცოვი, დენის ანტონოვი (სლავა).

IV ტური
14 მარტი
საქართველო-რუსეთი, პორტუგალია-ესპანეთი, გერმანია-რუმინეთი.

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ პ ქ
1. საქართველო 3 3 0 0 +74 1 13
2. რუმინეთი 3 2 0 1 +45 3 11
3. რუსეთი 3 1 0 2 +4 1 9
4. ესპანეთი 3 1 0 2 -11 1 5
5. პორტუგალია 3 1 0 2 -24 1 5
6. გერმანია 3 0 0 3 -88 0 0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
მართალი ხარ გაგა!
0
დასაფასებელი კაცები არიან ძმები, აი რუსები კი მაგარს დაგვეჯახებიან მგონი, რაგბი ყირიმი გონიათ ეხლა მაგათ :)
რეზო
12:13 11-03-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული