რუსების სევდანარევი იმედი "ბორჯღალოსნებთან" მატჩის წინ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები 14 მარტს ვაკეში, "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" მორიგი ტურის მატჩში რუსეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

"ბორჯღალოსნები" "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" ორშაბათიდან ემზადებიან და 12 მარტს, 16:00 საათზე ღია ვარჯიშს გამართავენ.

რუსები თბილისში 12 მარტს ჩამოვლენ და 13 მარტს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე კაპიტნის ვარჯიშს გამართავენ. წინა ტურში შინ რუმინეთის ნაკრების ძლევამ რუსთა გუნდს თავდაჯერება დაუბრუნა.

"დათვებმა" წლევანდელ გათამაშებაში სტარტი წარუმატებლად აიღეს. პირველივე ტურში მადრიდში ესპანელებთან დიდი ანგარიშით დამარცხდნენ და საკუთარ ქვეყანაში კრიტიკის ქარცეცხლში მოექცნენ.

ახლა მიაჩნიათ, რომ გუნდი დალაგდა, თავისი თამაში
იპოვა. "მუხის ფოთლებთან" გამარჯვების უპირველეს მიზეზად კი აგრესიულ დაცვას მიიჩნევენ. ცხადია, რუსები იმავეს გამეორებას ჩვენთანაც ეცდებიან. შეძლებენ თუ არა ამას, მხოლოდ "ბორჯღალოსნებზეა" დამოკიდებული.

ერთი კია, რუსულ სარაგბო ვებგვერდებზე გამოქვეყნებულ პუბლიკაციებში ავტორების სევდანარევი ოპტიმიზმი შეინიშნება. ამ უკანასკნელის საფუძველს, ცხადია, რუმინელებთან გამარჯვება აძლევთ. სევდის მიზეზი კი ნათელია - რუსებს საქართველოს ნაკრებისთვის 1993 წლის შემდეგ აღარ მოუგიათ.

შეგახსენებთ, რომ აქამდე საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის 18 მატჩი გაიმართა. აქედან 16 საქართველოს ნაკრებმა მოიგო, ერთი ფრედ დასრულდა და ერთშიც რუსებმა გაიმარჯვეს.

მორიგი, მე-19 შეხვედრა ამ გუნდებს შორის 14 მარტს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 17:00 საათზე დაიწყება.

სტატისტიკა
25.05.1993 რუსეთი-საქართველო 15:9
20.10.1996 საქართველო-რუსეთი 29:20
20.05.1998 საქართველო-რუსეთი 12:6
04.03.2001 რუსეთი-საქართველო 23:25
03.03.2002 საქართველო-რუსეთი 12:12
13.10.2002 საქართველო-რუსეთი 17:13
09.03.2003 რუსეთი-საქართველო 17:23
06.03.2004 საქართველო-რუსეთი 9:3
20.11.2004. რუსეთი-საქართველო 15:27
04.02.2006 საქართველო-რუსეთი 46:19
24.03.2007 საქართველო-რუსეთი 31:12
12.04.2008 რუსეთი-საქართველო 12:18
22.03.2009 რუსეთი-საქართველო 21:29
20.03.2010 საქართველო-რუსეთი 36:8
19.03.2011 რუსეთი-საქართველო 9:15
17.03.2012 საქართველო-რუსეთი 46:0
23.02.2013 რუსეთი-საქართველო 9:23
22.02.2014 საქართველო-რუსეთი 36:10

საქართველო
პირველი ხაზი: მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე), კარლენ ასეიშვილი, ანტონ ფეიქრიშვილი (ორივე-ბრივი), სიმონ მაისურაძე (ვალანსი), ზურაბ ჟვანია (სტად ფრანსე), დავით ზირაქაშვილი (კლერმონი), ლევან ჩილაჩავა (ტულონი).
მეორე ხაზი: გიორგი ნემსაძე (ტარბი), ლევან დათუნაშვილი (ორიაკი), კონსტანტინე მიქაუტაძე (ტულონი), ვახტანგ მაისურაძე (ალბი).
მესამე ხაზი: მამუკა გორგოძე (ტულონი), შალვა სუთიაშვილი (მასი), ლაშა ლომიძე (ბეზიე), გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი), ბექა ბიწაძე (ლოკომოტივი).
#9: გიორგი ბეგაძე (ყოჩები), ვაჟა ხუციშვილი (ხარები), ვასილ ლობჟანიძე (არმაზი).
#10: ლაშა ხმალაძე (ლელო), ლაშა მალაღურაძე (ბაგნერე).
#12-13: მერაბ შარიქაძე (ორიაკი), დავით კაჭარავა (ენისეი).
#11-14: თამაზ მჭედლიძე (აჟენი), ალექსანდრე თოდუა (ლელო), ალექსანდრე ხუციშვილი (ყოჩები), მურაზ გიორგაძე (არმაზი).
#15: მერაბ კვირიკაშვილი (მონლუსონი), გიორგი აფციაური (აია).

რუსეთი
სერგეი ნოვოსელოვი, სტანისლავ სელსკი, ინოკენტი ზიკოვი, ევგენი პრონენკო, ანდრეი ტემნოვი, დიმიტრი კროტოვი, ალექსეი შერბანი, რამილ გაისინი, იური კუშნარიოვი, დიმიტრი გერასიმოვი, იგორ კუშნარიოვი, პაველ ბუტენკო, ნიკიტა ილენკო, ნიკოლაი სერკოვი (ყველა-ენისეი), ანდრეი გორბუზოვი, ვიქტორ გრესევი, რუშან იაგუდინი, ანტონ რიაბოვი, ვასილი არტემევი, ანდრეი ოტროკოვი, ვლადიმირ რუდენკო, ევგენი კოლომიიცევი (კრასნი იარი), ალექსეი ვოლკოვი, ვლადისლავ კორშუნოვი, სეგეი სეკისოვი, ალექსეი პანასენკო, არტიომ ფატახოვი, მიხაილ ბაბაევი (ყველა-ვვა), ანდრეი იგრეცოვი, დენის ანტონოვი (სლავა).

IV ტური
14 მარტი
საქართველო-რუსეთი, პორტუგალია-ესპანეთი, გერმანია-რუმინეთი.

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ პ ქ
1. საქართველო 3 3 0 0 +74 1 13
2. რუმინეთი 3 2 0 1 +45 3 11
3. რუსეთი 3 1 0 2 +4 1 9
4. ესპანეთი 3 1 0 2 -11 1 5
5. პორტუგალია 3 1 0 2 -24 1 5
6. გერმანია 3 0 0 3 -88 0 0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული