14 მარტს, "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" VI ტურის შეხვედრაში საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა თბილისში რუსეთის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა და მეტოქეს ანგარიშით 33:0 მოუგო.
პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებმა 6:0 მოიგო - მერაბ კვირიკაშვილმა ორი ცდიდან ორივე ჯარიმა გამოიყენა, მაშინ, როცა რუსეთის ნაკრების სამივე საჯარიმო არაზუსტი იყო.
მეორე ტაიმში კვირიკაშვილმა ზედიზედ ორჯერ გაიტანა ჯარიმა და ანგარიში 12:0 გახადა.
პირველი ლელო 71-ე წუთზე ვიხილეთ. დავით კაჭარავამ შეტევის ბოლო ფაზაში ბრწყინვალედ ითამაშა და ლელო დადო, რომელიც კვირიკაშვილმა გარდასახა - 19:0.
83-ე წუთზე საქართველოს ნაკრების მეორე ლელო ზურაბ ჟვანიამ დადო, კვირიკაშვილმა კვლავ გარდასახა - 26:0.
მატჩის ბოლოს მერაბ კვირიკაშვილმა შესანიშნავი გარღვევით კარლენ ასეიშვილს ლელო გაატანინა, რომელიც თავადვე გარდასახა, საბოლოოდ - 33:0.
ამრიგად, "ბორჯღალოსნებმა" მოიგეს და კვლავ ლიდერობენ "რაბი ევროპის ჩემპიონატის" სატურნირო ცხრილს. IV ტურში რუმინელებმა სტუმრად გერმანიას მოუგეს - 17:12, სტუმრად მოიგო ესპანეთის ნაკრებმაც, რომელმაც პორტუგალიაში მასპინძელთა გუნდთან ანგარიშით 19:8 იმარჯვა.
ახლა გადამწყვეტი მატჩი რუმინეთში გველის - 21 მარტს, ბუქარესტში, მასპინძელთა ეროვნულ გუნდთან.
![საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუსეთი "ნულზე" დაამარცხა [VIDEO] Sportall.Ge](/pictures/artimages/image16/a308749a172c80bebb8c161dadd0e0e5.jpg)
საამაყო ქართველები!!!!!! ყველა ქართველისთვის თვალსაჩინო მაგალითი, თუ როგორი უნდა იყო!!!!! ყველას გილოცავთ!!!!! მადლობა ბიჭებს!!!!
მადლობა ბიჭებო