"ბორჯღალოსნები" ისევ "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" შეიკრიბნენ. ბოლო მეტოქე მუდმივი კონკურენტი რუმინეთის ნაკრებია.
ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა აქამდე გაცხადებულ გაფართოებულ შემადგენლობას კიდევ ერთი მორაგბე, შერკინების კვაჭი ირაკლი ნატრიაშვილი დაამატა, რომელიც ამჟამად საფრანგეთის ფედერალ 1 დივიზიონში მოასპარეზე "ტულეს" ღირსებას იცავს. ის საკმაოდ გამოცდილი მორაგბეა და ეროვნულ გუნდში 39 კეპი აქვს მოხვეჭილი. მის ანგარიშზე კი ოთხი ლელოა.
რუსეთთან მატჩში ნეკნი დაიშავა მგეზავმა ლაშა ხმალაძემ, თუმცა სერიოზული არაფერია და გუნდთან ერთად საწვრთნელ
შეგახსენებთ, რომ "ბორჯღალოსნები" 21 მარტს, ბუქარესტში რუმინეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდებიან. ჩვენს გუნდს ტურნირის მოსაგებად ფრეც ხელს აძლევს. ბოლოსწინა ტურში "სტეჟარიმ" გაჭირვებით მოუგო გერმანიის ნაკრებს. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ მათ ოთხი წამყვანი მოთამაშე აკლდათ.
საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებების დაპირისპირება თბილისის დროით 16:30 საათზე დაიწყება.
საქართველო
პირველი ხაზი: მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე), კარლენ ასეიშვილი, ანტონ ფეიქრიშვილი (ორივე - ბრივი), სიმონ მაისურაძე (ვალანსი), ზურაბ ჟვანია (სტად ფრანსე), დავით ზირაქაშვილი (კლერმონი), ლევან ჩილაჩავა (ტულონი).
მეორე ხაზი: გიორგი ნემსაძე (ტარბი), ლევან დათუნაშვილი (ორიაკი), კონსტანტინე მიქაუტაძე (ტულონი), ვახტანგ მაისურაძე (ალბი).
მესამე ხაზი: მამუკა გორგოძე (ტულონი), შალვა სუთიაშვილი (მასი), ლაშა ლომიძე (ბეზიე), გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი), ბექა ბიწაძე (ლოკომოტივი).
#9: გიორგი ბეგაძე (ყოჩები), ვაჟა ხუციშვილი (ხარები), ვასილ ლობჟანიძე (არმაზი).
#10: ლაშა ხმალაძე (ლელო), ლაშა მალაღურაძე (ბაგნერე).
#12-13: მერაბ შარიქაძე (ორიაკი), დავით კაჭარავა (ენისეი).
#11-14: თამაზ მჭედლიძე (აჟენი), ალექსანდრე თოდუა (ლელო), ალექსანდრე ხუციშვილი (ყოჩები), მურაზ გიორგაძე (არმაზი).
#15: მერაბ კვირიკაშვილი (მონლუსონი), გიორგი აფციაური (აია).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"