"ბორჯღალოსნების" ღია ვარჯიში: დიდი ყურადღება დერეფანს [PHOTO]

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა 17 მარტს "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" ღია ვარჯიში გამართა.

"ბორჯღალოსნები" "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" ბოლო ტურში რუმინელებთან საპაექროდ ემზადებიან. შეხვედრა 21 მარტს, ბუქარესტში გაიმართება.

ტრადიციული მოთელვის შემდეგ ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა გუნდი რაკში თამაშის კომპონენტებში ავარჯიშა. ამ სათამაშო ელემენტის დამუშავებამ საკმაოდ დიდი დრო წაიღო. ამას მერე ხელდახელ ბურთაობაზე ვარჯიში მოჰყვა. ხაზის გაშლა, შეტევის მიმართულების ცვლა მორაგბეებს ცუდად არ გამოსდიოდათ.

ვარჯიშის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რუმინეთის ნაკრებთან ძირითადი შემადგენლობა, სავარაუდოდ, ასეთი იქნება:

15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. გიორგი აფციაური, 13. დავით
კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. ალექსანდრე ხუციშვილი, 10. ლაშა მალაღურაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე. 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. სიმონ მაისურაძე, 3. დავით ზირაქაშვილი, 4. გიორგი ნემსაძე, 5. ვახტანგ მაისურაძე, 6. შალვა სუთიაშვილი, 7. მამუკა გორგოძე, 8. ბექა ბიწაძე.

წვრთნის ბოლოსკენ საქართველოს ნაკრებმა დერეფანში ვარჯიშს საკმაოდ დიდი დრო დაუთმო.
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

წვრთნაში აქტიურად ჩაერთო გუნდში ახლახან გამოძახებული შერკინების კვაჭი ირაკლი ნატრიაშვილი (ტულე).

სავარაუდოდ, მიუხედავად იმისა, რომ გუნდთან ერთად ვარჯიშობს, "მუხის ფოთლების" წინააღმდეგ ვერ ითამაშებს მგეზავი ლაშა ხმალაძე (ლელო), თუმცა, შაბათამდე დრო საკმარისადაა და ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

აღსანიშნავია, რომ ბუქარესტში ახლახან "ვებ ელისის" თასი ჩაიტანეს და, გამორიცხული არ არის, ის მატჩის დღეს სტადიონზე გამოიტანონ.

შეგახსენებთ, რომ "ვებ ელისის" თასი საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებების შარშანდელი დაპირისპირებისას თბილისში იყო. ის შეხვედრა "ბორჯღალოსნებმა" 22:9 მოიგეს.

"რაგბი ევროპის ჩემპიონატის" ბოლო ტურის მატჩი საქართველოსა და რუმინეთის ეროვნულ გუნდებს შორის ბუქარესტში, 21 მარტს, თბილისის დროით 16:30 საათზე დაიწყება.

საქართველო
პირველი ხაზი: მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე), კარლენ ასეიშვილი, ანტონ ფეიქრიშვილი (ორივე - ბრივი), სიმონ მაისურაძე (ვალანსი), ზურაბ ჟვანია (სტად ფრანსე), დავით ზირაქაშვილი (კლერმონი), ლევან ჩილაჩავა (ტულონი), ირაკლი ნატრიაშვილი (ტულე).
მეორე ხაზი: გიორგი ნემსაძე (ტარბი), ლევან დათუნაშვილი (ორიაკი), კონსტანტინე მიქაუტაძე (ტულონი), ვახტანგ მაისურაძე (ალბი).
მესამე ხაზი: მამუკა გორგოძე (ტულონი), შალვა სუთიაშვილი (მასი), ლაშა ლომიძე (ბეზიე), გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი), ბექა ბიწაძე (ლოკომოტივი).
#9: გიორგი ბეგაძე (ყოჩები), ვაჟა ხუციშვილი (ხარები), ვასილ ლობჟანიძე (არმაზი).
#10: ლაშა ხმალაძე (ლელო), ლაშა მალაღურაძე (ბაგნერე).
#12-13: მერაბ შარიქაძე (ორიაკი), დავით კაჭარავა (ენისეი).
#11-14: თამაზ მჭედლიძე (აჟენი), ალექსანდრე თოდუა (ლელო), ალექსანდრე ხუციშვილი (ყოჩები), მურაზ გიორგაძე (არმაზი).
#15: მერაბ კვირიკაშვილი (მონლუსონი), გიორგი აფციაური (აია).

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ პ ქ
1. საქართველო 4 4 0 0 +107 1 17
2. რუმინეთი 4 3 0 1 +50 3 15
3. ესპანეთი 4 2 0 2 0 1 9
4. რუსეთი 4 2 0 2 -29 1 9
5. პორტუგალია 4 1 0 3 -35 1 5
6. გერმანია 4 0 0 4 -93 1 1

V ტური
რუმინეთი-საქართველო, რუსეთი-პორტუგალია, ესპანეთი-გერმანია

თამუნა ყულუმბეგაშვილის ფოტოები
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ვლახებს დავდებთ!
support
19:20 18-03-2015
0
ფინალი, პატარა ფინალი! ვიგებთ
დიდი ფინალი მსოფლიოზე ტონგასთან
giorgi
19:20 18-03-2015
0

სიახლეები პოპულარული